მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიასთან, შეჯახების შედეგად, სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა

18.01.2017
ბათუმის მერიასთან, შეჯახების შედეგად, სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა

დღეს, 18 იანვარს, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა ნისანის ტიპის ავტომანქანა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოყირავდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ ავტომანქანაში მგზავრები არ ჰყავდა.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

შემთხვევის ადგილზე ამბობენ, რომ მძიმედ არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: