Batumelebi | ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი – Batumelebi
RU | GE  

ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. ჟიურიმ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი შეარჩია – თეონა ბაკურიძე. ის აჭარის ტელევიზიის წამყვან-რეპორტიორი გახდება.

აჭარის ტელევიზიაში ვაკანტური რჩება საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისა და ვებრედაქტორის ადგილები.აღნიშნულ პოზიციებზე ჟიურიმ ამ ეტაპზე ვერავინ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი.

აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის თქმით, ჟიურიმ კონკურსში მონაწილე რამდენიმე კანდიდატზე ტელევიზიის ხელმძღვანელობას რეკომენდაცია მისცა მათი სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლო დასაქმების შესახებ.

29 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. 12 იანვარს ტელევიზიის მმართველთა საბჭომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოავლინა კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 14 კანდიდატის ვინაობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი