საბაგირო სამი დღით დაიკეტა

20 ივნისს, ბათუმში საბაგირო „არგო“, სამი დღით, დაიკეტა. როგორც „არგოს“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, საბაგირო გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა. მისი თქმით, საბაგიროს 11 ახალი კაბინა დაემატა, რომელთა დამონტაჟების შემდეგ, ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ავსტრიიდან მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ. „ამავდროულად, საბაგირო გზა თავიდან პროგრამირდება.  ახლა სხვანაირი ინტერვალები და სიჩქარეები აქვს, რასაც თავიდან სჭირდება პროგრამირება. უფრო …

ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება

„ბრალდებული დადგენილია, იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ძებნა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაისუბანში ჩადენილი ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 10 ივნისს, ყოფილმა ქმარმა, 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის თქმით, ის ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თამარის დასახლებაში …

რა ელის გონიოს ციხის არქეოლოგიურ ზონას, თუ ის მოსახლეობის საკუთრებაში გადავა

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა, რომელზეც გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ სამშაბათს, 21 ივნისს უნდა მიიღოს, გონიოს ციხის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მდებარეობს. კანონი „კულტურული მემკვდირეობის დაცვის შესახებ“ კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას არქეოლოგიურ ზონაში [ციხის გალავნიდან 500 მეტრის რადიუსი] მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი მესაკუთრე. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა გონიოელები ამბობენ, რომ მათ სახლების …

უსკო საარჩევნო დავების ერთიან რეესტრს ქმნის

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საარჩევნო დავების ერთიან რეესტრს ქმნის. რეესტრი უსკო-ს ინტერნეტგვერდზე იქნება განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება არჩევნების დროს დაწერილი საჩივრები, ასევე ინფორმაცია საჩივრებზე რეაგირების შესახებ. უსკო-ს საჩივრების შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ოლქები მიაწვდიან. რეესტრის შექმნაზე თანხმობა უკვე გასცა თამარ ჟვანიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უსკო-ს წევრებთან შეხვედრის დროს. “მისი თანხმობა საჭირო იყო, …

სმენადაქვეითებულთა პრობლემები აჭარაში [ვიდეო]

სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე მოქალაქეების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი პალინა ჯაღათაშვილია. ის არსებულ რეალობაზე საუბრობს და დაბრკოლებებზე, რომელიც გადალახა. სიუჟეტში აღწერილია, რა შესაძლებლობა აქვთ სმენაშეზღუდულ ადამიანებს მიიღონ განათლება და დასაქმდნენ. სიუჟეტი ელზა ლემსაძემ და ქეთი ადეიშვილმა მოამზადეს და ის ჟესტურ თარგმანსაც შეიცავს. სიუჟეტი მომზადდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” …

ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი – ნაწილი II

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ ნაწილი II   [ნაწილი I იხილეთ ბმულზე] ქართული ეკლესიის, კულტურული ძეგლებისა და ქართული ენის, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენის განადგურების მცდელობა რუსეთის იმპერიის გარდა საბჭოთა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილიც იყო. ბოლშევიკური რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ქართველი ერი საბოლოოდ დაემორჩილებინა, რისთვისაც სარწმუნოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა …

მერიისთვის „ბათუმის წყლის“ მართვის უფლების ჩამორთმევის მორიგი მცდელობა

„ბათუმის წყლის“ მართვის უფლება ბათუმის მერიას შესაძლოა თავისივე „ნებით“ ჩამოერთვას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს. ასეთია იმ კომპანიის წინადადება, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სფეროში მორიგ პროექტს აფინანსებს. სასმელი წყლით მოსახლეობის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. დათმობს თუ არა ბათუმის მერია [და შესაბამისად საკრებულო] ამ უფლებამოსილებას? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი მერიაში და საკრებულოში ამ ეტაპზე არ …

მოქალაქის სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ დაკმაყოფილდა

მოქალაქე დავით ცინცაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მას სამწლიანი ლოდინის შემდეგ ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს.  დავით ცინცაძის ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის თვითნებურადაა შესახლებული. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დავით ცინცაძე სასამართლოში “ენერგო-პრო ჯორჯიას”, ასევე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უჩიოდა. წინა სასამართლო პროცესზე ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ ქონების საკუთრების …

ბიზნესმენის სასამართლო დავა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ

კომპანია “ოდისეას” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობას ედავებოდა. დავის საგანი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო. კომპანია “ოდისეას” 2009 წელს პირობიან აუქციონზე გადაეცა ბამბუკების პლანტაცია სოფელ ახალშენში [ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა]. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეწყო აგრარული ტურისტული ცენტრი, რაც …

კოხის მოსახლეობა ინვესტორს მიწის დაბრუნებას სთხოვს

საპროტესტო აქცია ქობულეთის მაღალმთიან სოფელ კოხში დღეს, 18 ივნისს, გაიმართა. მოსახლეობა კერძო მესაკუთრისგან ქონების დაბრუნებას მოითხოვს. საუბარია ციტრუსის შემფუთავ ყოფილ საწარმოზე, რომელიც სახელმწიფომ აუქციონის წესით 2010 წელს ლევან ლომსაძეს უპირობოდ მიჰყიდა. აქციაზე შეკრებილების თქმით, ინვესტორის წარმომადგენელი – რევაზ მემარნე, ობიექტის შესყიდვამდე სოფელს ახალი საწარმოს ამოქმედებას და ხალხის დასაქმებას დაჰპირდა, რაც არ შესრულებულა. “კოხი ტურისტულად მიმზიდველი …

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – გამოფენა ბათუმში

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – ასე ეწოდება დუშან ზაჰორანსკისა (სლოვაკეთი) და პავლა სცერანკოვას (ჩეხეთი) ნამუშევრების გამოფენას, რომელიც 18 ივნისს, შაბათს, საღამოს 6 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. გამოფენის კონცეფცია და იდეა მოდის ინგლისური გამოთქმიდან „ომის შემდეგ ყველა გენერალია“ (After wit is every body’s wit). როგორც წესი, პრობლემის გადაჭრის შემდგომ უჩნდება ყველას იდეა, როგორ შეიძლებოდა …

ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …

რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე

ამ წუთებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია “რესპუბლიკელების” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის თემაზე, მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან. K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთზე. შეხვედრაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილების განკარგულების პროექტი წარადგინეს, რომელიც გარდა სხვადასხვა ზონებში განაშენიანებისა და …

აზერბაიჯანის მოქალაქე ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კარინა გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს. როგორც შს სამინისტრო იტყობინება, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი ბათუმში, იჯარით აღებულ სასტუმროში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა და დაკავებული დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალები მოწმის სახით …

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება. ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი …

მეოთხე საგანი ეროვნულ გამოცდებზე

წელს, უკვე მესამედ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დამატებით – მეოთხე საგნად აირჩიონ. საქართველოს 15-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წელს 620-მდე ადგილი გამოაცხადა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნით. თუმცა, ეს საგანი მხოლოდ 220 აბიტურიენტს აქვს არჩეული. რა სპეციფიკისაა გამოცდა საგანში, რა სირთულეები და დადებითი მხარეები ახლავს მას, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ …

ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან

რატომ აქვს „ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელის“ იმიჯი, როგორ აფასებს ის მისი და სააგენტოს თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს და როგორია მისი თვალით დანახული სახელმწოფო სოციალური პოლიტიკა დღეს? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, კანონის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებზე, თუმცა თითქმის ყოველდღიურად …

მოსამართლე: ქობულეთის გამგებლის ქმედება სასამართლოს უპატივცემულობაა

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე უკვე მეორედ არ გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას მოწმის სახით უნდა მიეცა ჩვენება ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმეზე. გამგებელმა არც ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რის გამო ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა. „ეს უკვე არის უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ. სულხან ევგენიძე წინა სხდომაზეც არ მოვიდა, მაგრამ მაშინ არსებობდა საპატიო მიზეზი. თუკი ის შემდეგ სხდომაზეც არ გამოცხადდება, …

სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე დაიწყო

დღეს, 16 ივნისს დაიწყო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე. შეხვედრები 16-18 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი მუნიციპალიტეტი – ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე, ჩასახლებული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელებენ და ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე ერთობლივად იმუშავებენ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, …

25 ადამიანის მოწამვლის ფაქტს კრიმინალისტები იძიებენ

14 ივნისს, ხელვაჩაუში, ერთ-ერთი ოჯახის წვეულებაზე 25 ადამიანის მოწამვლის  საქმეზე გამოძიება სისხლის სამრთლის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, ანალიზებით არ დადასტურდა ბაქტერიული და ვირუსული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, რის შემდეგაც საქმეში კრიმინალისტები ჩაერთვნენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, …

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს. ელვინ ი-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე …

საარჩევნოდ გაკეთილშობილებული ბათუმის ბიუჯეტი

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი ახლა გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო. დაახლოებით ერთ თვეში ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო უფასო სადილს დამატებით 500 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს. მეექვსე მუნიციპალ¬¬ური სასადილოს ასამოქმედებლად მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა …

ბათუმის ტურისტული რუკა მოსწავლეებისგან

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ შედგენაზე. მოსწავლეებმა სამი მარშრუტი შეადგინეს: არქიტექტურული, რელიგიური და ბათუმი კინოში. მათ მსგავსად, მრავალფეროვნების ამსახველი ტურები დაგეგმეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ახალციხელმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი თავიანთი ტურები გააცნეს ერთმანეთს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლას 760 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. მეგი დიასამიძე ბათუმის მე-15 …

გამჭვირვალობა: ბუნებრივი აირის შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] აჭარაში, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ტურისტულ სეზონზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს. „28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ერთის მხრივ, დადებითია ის ფაქტი, რომ კომპანია მომხმარებელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე 10 დღით ადრე აფრთხილებს, თუმცა …

მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ფიზიკაში ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

15 ივნისს მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დასრულდა. მეთერტმეტეკლასელები ოთხ საგანს – ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას და ფიზიკას აბარებდნენ. დარჩენილ ოთხ საგანს კი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელთა გამოცდებზე ყველაზე მეტი – დაახლოებით 3 807 მოსწავლე ჩაიჭრა ფიზიკაში. ყველაზე ნაკლები [დაახლოებით 1 143 მოსწავლე] კი გეოგრაფიაში. ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგების მიხედვით, …

ბიუჯეტის შესრულების საკითხს უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავს

16 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ვერ მოხვდა აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა. როგორც პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უნდა მომხდარიყო …

„ნაყინის მანქანა რომ მოდის, ჩემი ბავშვები ტირიან“

ოთარ ვანაძის ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში ამჟამად სამი მცირეწლოვანი ბავშვია, ორი ნათესავთან იზრდება. მათგან უფროსი, რომელიც 19 წლისაა, თურქეთში სამუშაოდაა გადასული. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, რომელიც მეშვიდე თვეა შეუწყდა. ბავშვების მამა ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი იპოთეკით არის დატვირთული. სახლი პატარაა, ძველი და სარემონტო. სახლი, როგორც ოთარ ვანაძე გვეუბნება, ახლობლების დახმარებით სახელდახელოდ …

პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება

„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი …

თუ სუნთქვა გიჭირთ – რა უნდა ვიცოდეთ პოლიპოზზე

პოლიპი ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში წარმოიქმნება და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში სერიოზული გართულებები შეიძლება შეუქმნას ადამიანს. რა არის პოლიპი, როგორ ხდება მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა – ამ თემაზე „ბათუმელები“ ოტორინოლარინგოლოგ გელა ხოზრევანიძეს ესაუბრა, „ხოზრევანიძის კლინიკის“ მთავარ ექიმს. ბატონო გელა, რა არის პოლიპი და რა ხდება მისი წარმოქმნის მიზეზი ცხვირის ღრუში? ეს არის ქრონიკული პროცესის შედეგად გადაგვარებული …

“უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – ამ საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ იგი მომდევნო კვირისთვის გადადო. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, საქმის გადადების მიზეზი სხვა საქმეების სიმრავლეა. უნივერსიტეტი 6 პროფესორის გამოსახლებას მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოითხოვს. საქმეს სასამართლო 2014 წლიდან განიხილავს. უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის კუთვნილ …

უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091. აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება: №68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი]; №71 მაჟორიტარულ ოლქს  – №81 …

“აჭარისწყალი ჯორჯია” მახალაკიძეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ დღეს, 15 ივნისს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დეტალური კვლევების ჩატარებას ითხოვენ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ მახალაკიძეებში ჩატარებული კვლევის პირველადი დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა კავშირი, მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ, გვირაბის გაყვანის პროცესში ჩატარებულ …

ბათუმის საკრებულო: 271 ოჯახიდან უმრავლესობას მიწა დაუბრუნდება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, რითაც გონიოელებს მიწის საკუთრება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მან დღეს საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქციაზე მყოფ გონიოელებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მომავალი კვირის სამშაბათს გააფორმებს. მისი განმარტებით, დეტალურად უნდა გაიწეროს ის …

მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მერიისგან – ტროტუარის უკანონო გადაკეტვისთვის

კომპანია „მარდი ჯგუფი“, რომელსაც სამშენებლო ღობით ტაბიძის ქუჩაზე ტროტუარი უკანონოდ აქვს გადაკეტილი, მერიას არ დაუჯარიმებია. „ამ კომპანიას რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. „რა ადასტურებს, რომ სიტყვიერი გაფრთხილება კომპანიისთვის მიცემულია?“ – ამ კითხვაზე ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გვიპასუხა – „სავარაუდოდ, არაფერი“. ირაკლი მოქიამ …

აქციის მონაწილე: პოლიციამ გაგვაფრთხილა, დავიშალოთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს. „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება …

მშენებლობებისგან ჩაკეტილი ტროტუარები

„ქუჩები ტროტუარის გარეშეა დარჩენილი, მერია დარღვევებზე არ რეაგირებს,“ – განაცხადა ტაბიძის ქუჩაზე მოწყობილ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გელა დეკანაძემ. ის სხვადასხვა ქუჩაზე იმ მშენებლობებს აპროტესტებს, სადაც ნორმები დაცული არ არის, მშენებლობა ტროტუარებს თითქმის სრულად ფარავს და ამით ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა. გელა დეკანაძის თქმით, განსაკუთრებულია ეს პრობლემა იქ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს მშენებლობა: …

Exit mobile version