Batumelebi | ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია.

3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა.

15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული.

ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა დღის განმავლობაში უწყებიდან არავინ შეგვხმიანებია.

პოლიციამ მიმდინარე წლის 12 იანვარს ბათუმში კიდევ ერთი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ კი, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com