Batumelebi | სამსუნის თეატრი ბათუმში სპექტაკლს უფასოდ გამართავს სამსუნის თეატრი ბათუმში სპექტაკლს უფასოდ გამართავს – Batumelebi
RU | GE  

სამსუნის თეატრი ბათუმში სპექტაკლს უფასოდ გამართავს

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 17 იანვარს ბათუმში სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო წარმოდგენა – „გულდესტანი“ (GÜLDESTAN) გაიმართება. 

წარმოდგენაზე დასწრება უფასოა. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ერთი დღით იქნება წარმოდგენილი.

სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბათუმში სპექტაკლებს თითქმის ყოველ წელს მართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com