მთავარი,სიახლეები

ზამთარი თაგოში [ფოტო]

18.01.2017
ზამთარი თაგოში [ფოტო]

პატარა სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს. 30 წელია  თაგო გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება. ამ ტრანსპორტს  სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი,  საბაგირო გზის მეშვეობით კი ხულოს ცენტრიდან კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ.

საბაგირო გზა მძიმე ტვირთის გადასატანად საუკეთესო და იაფი საშუალებაა.

საბაგირო გზა მძიმე ტვირთის გადასატანად საუკეთესო და იაფი საშუალებაა.

თაგოელები პროდუქტების შესაძენად ხულოში დადიან.

თაგოელები პროდუქტების შესაძენად ხულოში დადიან.

თოვლის სიმაღლე თაგოში ახლა ერთ მეტრამდე აღწევს

თოვლის სიმაღლე თაგოში ახლა ერთ მეტრამდე აღწევს

სოფლის გზაზე.

სოფლის გზაზე.

თაგო

თაგო

თაგოს სკოლა

თაგოს სკოლა

თაგო

თაგო

თაგოელები გაფუჭებულ ტრაქტორთან

თაგოელები გაფუჭებულ ტრაქტორთან

ციგას თაგოში გადაადგილებისთვის ხშირად იყენებენ

ციგას თაგოში გადაადგილებისთვის ხშირად იყენებენ

თაგოელები ტყეში ციგით წასასვლელად ემზადებიან. ტყემდე მათ რამდენიმე კილომეტრი უნდა იარონ თოვლში.

თაგოელები ტყეში ციგით წასასვლელად ემზადებიან. ტყემდე მათ რამდენიმე კილომეტრი უნდა იარონ თოვლში.

სოფლის გზაზე. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან.

სოფლის გზაზე. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან.

 

ამავე თემაზე: 

თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: