„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს. დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან. ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და …

თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე შემოდგომის სცენას, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან იწყებს. ცნობილ და საყვარელ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებლებს პრემიერა „ვერაგობა და სიყვარული“ ელოდებათ. თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებით სარგებლობისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.   გაეცანით სექტემბერ – …

უვიზო მიმოსვლა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება – სიმონ ჯანაშია არასამთავრობოების დაყადაღებაზე

„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა. დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების უფლებებს. არასამთავრობების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე …

ბათუმის საკრებულო ვერ ისვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ 29 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, …

მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …

„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან. დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების …

„მოვითხოვთ რეპრესიული ნორმატიული აქტის გაუქმებას“ – არამთავრობოები

არსამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული რეპრესიული ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვენ. განცხადება დღეს, 27 აგვისტოს გავრცელდა. „ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება.“-აცხადებენ არასამთავრობოები. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესირებული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 078 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 135 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 024 ერთეული [+45] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა. „გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს …

ქობულეთში ზღვაში 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ზღვაში დაიხრჩო – ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.    

ლუსტრაციის კანონი შეეხება მათ, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან – ინტერვიუ

პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს. ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ. როგორ …

ქვეყანაში 3 657 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს – აღწერის წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს დამატებითი მონაცემები გაავრცელა, სადაც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებია გამიჯნული. საქსტატის მონაცემებით, საყოველთაო აღწერით აღრიცხული მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი, ანუ 3 მილიონ 657 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტი, ანუ 257 ათასი ადამიანი – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან. თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა. ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული. ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და …

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი,  მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება. „მზია ამაღლობელი 2000 …

არდადეგებიდან სკოლამდე – მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად

არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება, თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდინთან და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა, 1 სექტემბრის თარიღიც – მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ – „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა. სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული …

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ყირიმის ლოჯისტიკური ობიექტებზე დარტყმა განახორციელეს. „ვაგრძელებთ ოკუპანტების ლოგისტიკის განადგურებას ოკუპირებულ ყირიმში. „სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ლოჯისტიკის ობიექტები, რომელიც უზრუნველყოფენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილების ფუნქციონირებას და საბრძოლო მომარაგებას“ – წერს „ტელეგრამში“ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები. ამავე დროს, ადგილობრივი ტელეგრამის არხები იუწყებიან აფეთქებების შესახებ …

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 26 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [14:10 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს. განახლება: თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 14:16 სთ-ზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში. ———————— თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში 10 აგვისტოს მხოლოდ მესამე მცდელობისას დაჯდა. მაშინ „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 23– 28გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 077 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 134 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 979 ერთეული [+33] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 26 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგ მედიების მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. „2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად …

„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი. „ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში …

„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

18 წლის შშმ პირი, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზეა. თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი. როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ …

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა. ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის. თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და …

თუ უვიზოს დავკარგავთ, ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობაც იქნება – ემიგრანტი საფრანგეთიდან

„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა. ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს. საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი …

„პირად თავისუფლებას ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“ – ზვიად ცეცხლაძე

„ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“, – სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართავს. „საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ –  არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა. თანამედროვე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 11 130 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 175 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 946 ერთეული [+48] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას …

ერევანში რუსული გამანადგურებელი რკინის ბოძს შეეჯახა – მედია

ერევანში რუსული გამანადგურებელი რკინის ბოძს შეეჯახა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ერებუნის აეროპორტის მიმდებარედ, რუსული გამანადგურებელი ჯერ რკინის ბოძს, შემდეგ კი ლითონის შემოღობვას შეეჯახა. ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ერებუნის აეროპორტისკენ მიმავალი მოძრაობა გადაკეტეს. როგორც სომხური მედია იუწყება, შემთხვევა მოხდა 24 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, სომხეთის დედაქალაქში, არშაკუნიანცის გამზირზე. მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. …

1 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დაიმტვრა 4 მანქანა – ავარია ბათუმში

ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის, დღევანდელი გათვლებით, 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. „პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. …

რეჟისორი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ოთარ [ოთო] ქათამაძე, ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი. ოთო ქათამაძის გადასარჩენად საზოგადოება ცოტა ხნის წინ გაერთიანდა. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოთარ [ოთო] ქათამაძე დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს. 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 129 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 167 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 898 ერთეული [+40] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ

ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს. ქუჩის ამ მონაკვეთის …

Exit mobile version