უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 139 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 303 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 23 511 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 34 064 ერთეული [+20]
- MLRS – 1 530 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 75 367 ერთეული [+313]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 65 865 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 986 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 93 287 უპილოტო საფრენი აპარატი
- 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 740 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 607 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 30 883 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 45 197 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი






