მთავარი,სიახლეები

„ბათუმელების“ მედიისა და წიგნიერების კლუბი IV, V და VI კლასის ბავშვებისთვის

31.10.2025 •
„ბათუმელების“ მედიისა და წიგნიერების კლუბი IV, V და VI კლასის ბავშვებისთვის

„ბათუმელები“ იწყებს ახალ პროექტს – „მედიისა და წიგნიერების კლუბი ბავშვებისა და მოზარდებისთვის“.  საბავშვო მედიასკოლასა და წიგნიერების კლუბში „ბათუმელები“ 3 ნოემბრიდან იწყებს მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის ბავშვების მიღებას.

მედიაკლუბის მსმენელები თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტუდიაში შეისწავლიან:

  • ფოტოჟურნალისტიკის საბაზისო უნარებს
  • მონტაჟის საბაზისო უნარებს
  • დრონთან მუშაობას
  • ამბის ვიზუალური თხრობის უნარებს
  • ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის პრაქტიკას
  • რედაქციის გამოცდილ ჟურნალისტებთან ერთად ველზე მუშაობის უნარებს

მედიის კლუბში მსმენელები მოამზადებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მედიაპროდუქტებს.

შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ, არასასკოლო საათებში

წიგნიერების კლუბში ბავშვები:

  • გამოიმუშავებენ წიგნის კითხვის უნარებს
  • გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს
  • გაანალიზებენ მცირე და საშუალო მოცულობის ტექსტებს
  • ნახავენ და გაარჩევენ კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს
  • ისწავლიან საჯარო გამოსვლისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხერხებს
  • მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანული მოდელით ორგანიზებულ დებატებში

მედიასკოლა და სამოქალაქო განათლების კლუბში ჩამოყალიბდება 3 ასაკობრივი ჯგუფი: მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის ბავშვებისთვის

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, არასასკოლო საათებში

შეხვედრა გაგრძელდება 1.5 საათს (10-წუთიანი შესვენების ჩათვლით).

მედიისა და წიგნიერების კლუბი თვეში ერთხელ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უმასპინძლებს განათლების, ბიზნესის, იურისპრუდენციის, სოციალური მეწარმეობის, კულტურის, მენეჯმენტის, არქიტექტურის, სტუმარმასპინძლობის და სხვა სფეროებიდან.

მედიასკოლას „ბათუმელების” თანამშრომლები გაუძღვებიან, წიგნიერების კლუბს – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მალხაზ ჭკადუა.

მედიისა და წიგნიერების კლუბში გაწევრიანება ფასიანია, კლუბის დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერტიფიკატები.

__

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

555 267 262 არჩილ კახაძე

555 339 790 ეკა ბერიძე

ელ.ფოსტა: club4medialiteracy@gmail.com

მისამართი: 

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი #48

გადაბეჭდვის წესი


ასევე: