დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გამართეს. კაზინოებში, სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ. მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მისგან გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებენ. “გახსენით სკოლები”, “უმუშევრობა კლავს, როგორც კოვიდი“, “კომპენსაცია 200 ლარი არ არის საკმარისი “, “გახსენით სამორინეები”, “დაგვაბრუნეთ მუსიკოსები …
Continue reading “კაზინოებსა და რესტორნებში დასაქმებულები ბათუმში სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვენ”