ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის …

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

29 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბინაზე მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი პროტოკოლით დაუშვა. „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რას ითვალისწინებს ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი, როგორ უნდა მოიქცეს ინფიცირებული და როგორ უნდა დაეხმარონ მას სხვა პირები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა. რას ნიშნავს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა? …

აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: [checklist] კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. [/checklist] პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. …

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა – უსკოს განახლებული მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარაში მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობას აქვეყნებს. განახლებული მონაცემებით, აჭარაში სულ 315 060 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის, 147 291 ამომრჩეველია ბათუმში [28-ე მაჟორიტარული ოლქი]. 29-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული] რეგისტრირებულია 70 911 ამომრჩეველი, ხოლო 30-ე მაჟორიტარულ ოლქში – 96 858 [ხელვაჩაურის – მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა – ქედის, …

ბათუმში კომპანიამ სახლი უნებართვოდ დაანგრია – რას აპირებს არჩილ ჩიქოვანი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #59 -ში კომპანიამ სამსართულიანი სახლი უნებართვოდ დაანგრია. ადგილზე გვითხრეს, რომ ნებართვა აქვთ, თუმცა ვერ წარმოგვიდგინეს: „ხვალ გაჩვენებთ“, გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, რომელ კომპანიას წარმოადგენდა და რა ფუნქციისა და მასშტაბის მშენებლობა იგეგმება ადგილზე. იმის მიუხედავად, რომ კანონით სავალდებულოა მშენებლობის ადგილზე ბანერის განთავსება, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დეტალური …

სახელმწიფო 7,8 მილიონ ლარად 87 თეთრ პიკაპს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 87 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 7 899 600 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით: [checklist] 50 პიკაპი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 25 პიკაპი – შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“ 10 პიკაპი კი – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის [/checklist] „წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 …

საქართველოში 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ ჯერ უცნობია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან …

უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ #1 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი – Covid 19

კორონავირუსზე უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. ეს პოლიკლინიკა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარეობს. დღეიდან, 29 სექტემბრიდან, უფასო ტესტირება სხვა პოლიკლინიკებში აღარ ჩატარდება. გუშინ, 28 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება.“ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მიზნობრივი ტესტირების რაოდენობას გაზრდიან. „…არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 13 თავშესაფრის ბინადარია, 7 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში …

ბათუმში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გუშინ, ღამით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დიაგნოზი იყო: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. ის 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის …

ბათუმში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი, აქედან – 32  არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციაშია 24 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 957 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-ზე მეტი ადამიანი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად სტაციონარი და …

კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა – 29 სექტემბრის მონაცემები საქართველოში

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 300-ზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 5866 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 2324 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 33 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი – ბოლო 24 საათში. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5637  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – …

მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 29 სექტემბერის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 001 644 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 205 070 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 142 058 – ბრაზილიაში, 96 318 კი – ინდოეთში. 29 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 33 353 614 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ეპიცენტრია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, …

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 სექტემბერს საღამოს 22:00 საათიდან, 30 სექტემბრის დილის 8:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ლერმონტოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე გრიბოედოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე ჯავახიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე …

არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 28 სექტემბერს ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას PCR ტესტირების მიზნობრიობის შესახებ. დღეიდან ბათუმის მხოლოდ ორ პოლიკლინიკაში ხდება უფასო ტესტირება და ისიც – სამი საათის განმავლობაში, რამაც ბათუმში პოლიკლინიკებთან რიგები და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება. „მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, როდესაც …

მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

მართალია ზაფხული მიილია, მაგრამ ზღვის სეზონი ბევრისთვის ისევ გრძელდება. სექტემბრის თვეში, ნაპირთან მისულიც კი შეამჩნევდით რომ ზღაში უამრავი მედუზაა – ეს შავი ზღვის უდიდესი მედუზა – Rhizostoma pulmo-ა, იგივე კორნეროტი. Rhizostoma pulmo-ს დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს.  იგი აგრესიული არ არის, მაგრამ ცოტათი შხამიანია და მასთან შეხებამ კანის უმნიშვნელო გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ალბათ სწორედ ამის გამოა, …

საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 24 საათში საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა, მათგან ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 5552 შემთხვევაა, რომელთაგან 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმში რიგები გაჩნდა იმ პოლიკლინიკებთან, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება შეეძლოთ. აქამდე ბათუმში მოქალაქეებს 5 პოლიკლინიკაში შეეძლოთ უფასო ტესტირება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტესტირება უფასოდ მხოლოდ ორ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი: ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობს. „ბათუმელები“ რამდენიმე მოქალაქეს ესაუბრა, ვინც დღეს უფასო ტესტირება გაიარა. …

ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

მცენარეების იმიტაციები, მზის, რომბებისა და ყვავილების მსგავსი ხეზე ნაკვეთი ფერადი, გაცრეცილი გამოსახულებები – თითქმის საუკუნე-ნახევრის ეს ძველი მეჩეთი შუახევის სოფელ ნენიაშია. მეჩეთი მუხისგანაა ნაგები, საკმაოდ მყარია, მაგრამ გამაგრება და რესტავრაცია სჭირდება. ხის ფიცრებს შორის მზის სხივები, წვიმა, თოვლი ადვილად აღწევს – შედეგად კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი უკვე წაშლილი და დაკარგულია. დეკორატიული მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ მოაჯირებზე, …

ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის

მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას, ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ედავება. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. დავის საგანი 23 სექტემბრის ეთერში გასული „ნანუკას შოუა“, რომლის ერთ-ერთმა სტუმარმა, ანასტასია შატალოვამ განაცხადა, რომ მას ზურაბ ბერიძე საერთო შვილის ნახვის საშუალებას …

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის …

სექტემბრის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28  სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 30 გრადუსი ღამით: 8 – …

შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-მდეც შეიძლება იყოს – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა. „სწავლა იწყება, ეს დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება. ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება, მთავარია, რომ სისტემა მართავს ამ ეტაპზე და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი. შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით …

უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ. განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარაში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. დღეს, 28 სექტემბერს, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 175 ბათუმში.

აჭარაში საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები, თუმცა აჭარაში – არა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა. საბავშვო ბაღებმა მუშაობა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე, მარტში შეაჩერეს.  

საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს. „ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საკონდიტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში …

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული. დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 998 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-მდე ადამიანი. კოვიდკლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებიდან – 38. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ერთ-ერთი მათგანი, 65 წლის კაცი, 22 სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში დიაგნოზით – კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.  პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, …

კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.

კოვიდპაციენტის ზარი 112-ში შევიდა და არა ჩვენთან – სასწრაფოს განმარტება მოქალაქის პრეტენზიაზე

დღეს, 27 სექტემბერს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ, იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახური და  კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები კოვიდპაციენტებთან მისვლას აგვიანებენ. პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტი სასწრაფო დახმარებამ რეაგირების გარეშე დატოვა, არ დაფიქსირებულა. „ბათუმელებმა“ სასწრაფო …

საავადმყოფოში როცა მოვხვდი, მაშინ დავიჯერე ვირუსის არსებობა – კოვიდპაციენტი

24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა. „14 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა (ყელი მქონდა გაღიზიანებული, სიცხეც მომცა) გადავწყვიტე წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. ტესტი ჩავაბარე რურუას ქუჩაზე, კარავში. 16-ში ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი იყო ჩემი ტესტის პასუხი. კერძო სახლში ვცხოვრობ და ორი დღე …

„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს. მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს. 29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია. „18 …

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

„ვრეკავ და არავინ მოდის“ – ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქში ხშირად და ღიად წერენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულები არიან. ზოგი მათგანი წერს, რომ ექიმთან მოხვედრას 3 დღეა ცდილობს, ზოგი – 5 თუ 8 დღეა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფიო ბერიძემ დაპოსტა იმ პრობლემების შესახებ, …

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო ბანერები ჩამოხიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო ბანერები უცნობმა პირებმა დააზიანეს. ბანერები სამ სოფელში – ჭარნალში, დოლოგანსა და ახალსოფელში ჩამოხიეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე პლაკატების ჩამოხევას “ქართულ ოცნებას” უკავშირებს და ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მმართველი პარტია ოპონენტებს გაუსწორდეს. გია აბულაძე ამჯერადაც მაჟორიტარობის კანდიდატია. „დღეს დილით არის სავარაუდოდ …

ბათუმში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 სექტემბერი

27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500 -ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 22 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პირი. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის …

ამირან გამყრელიძე ბათუმში დღეს არსებულ ვითარებაზე

„3 შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება აჭარას“, – თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბოლო კვირაში კოვიდინფიცირებული 7 პირის გარდაცვალების, ანუ სიკვდილიანობის მატების შესახებ. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ გარდაცვლილებს შორის 2 პირი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო. „თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია …

Exit mobile version