გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი
- ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 სექტემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
________
ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი






