მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა. 2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის ნიმუშებს ქმნიან. პანდემიის მიუხედავად, …
Category Archives: სიახლეები
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას და ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ. აქამდეც დაუდასტურდა აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი, თუმცა, მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა”
ვინ იმკურნალებს ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა უკვე დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, გახდა ცნობილი. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს სახლში, თუმცა მან კონკრეტული რაოდენობა არ დაასახელა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბინაზე იმკურნალებს ის კოვიდპაციენტი, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები და აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება. „როცა ხდება კოვიდინფექციის შემთხვევის …
„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში
„თუ კატეგორიებს არ განსაზღვრავენ, პირველი ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან დავიწყებთ, არჩევნებამდე ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“, – ამბობს მარინა ბერიძე. ის წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ამ დასახლებაში თვითნებურად შესახლებულმა ადამიანებმა დღეს, 22 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს და კრიტერიუმების დაზუსტება ითხოვეს – ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქში“. „ჩვენ ვითხოვთ კატეგორიების ზუსტად განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ბინა …
Continue reading “„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში”
საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ
გონიოს პლაჟის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც საკურორტო სეზონზე ე.წ. ბუნგალოები და სხვა სახის მსუბუქ კონსტრუქციებში მოწყობილი კაფეები მუშაობს, ახლა მიტოვებულ ბარაკული ტიპის დასახლებას ჰგავს, საიდანაც მეპატრონეები ისე წასულან, ნარჩენებიც კი არ გაუტანიათ. ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ პლაჟზე განთავსებული კაფეს ინფრასტრუქტურა, მსუბუქი კონსტრუქციების ჩათვლით უნდა დაიშალოს და პლაჟს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდეს ზაფხულამდე, …
Continue reading “საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ”
აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ექიმი სახლში უწევს მეთვალყურეობას. „ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი იყოს უსაფრთხოდ, შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით და თვითიზოლაციით, რომ არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. პაციენტის კლინიკური სურათი და …
Continue reading “აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე”
ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი
„ისეთ მდგომარებაში ვიმყოფებით, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვატარებდეთ პირბადეს და ვიცავდეთ დისტანციას“, – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მისი თქმით, კორონავირუსის მასშტაბების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავენ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 ადამიანი, სიტუაცია …
Continue reading “ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჯარიმების გარეშეც უნდა ვატაროთ პირბადე – მეზვრიშვილი”
არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა 68 წლის კაცი, 1952 წელს დაბადებული ი.გ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის …
Continue reading “არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს”
ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8 – 13 …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი”
კოლეჯ “Golden Sea“-სა და სასტუმრო „Grand Gloria“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „Golden Sea“-მ, სასტუმრო „Grand Gloria“-სთან პარტნიორობით, სასტუმროს ბაზაზე 2019 წლის 24 სექტემბერს დაიწყო მზარეულის გრძელვადიანი სასწავლო კურსის განხორციელება. COVID19-ის პანდემიის ფონზე აუცილებელი გახდა საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მორგება, ამიტომ სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართა და ამ ეტაპისთვისაც, Covid19-ის ფონზე, სასტუმრო „Grand Gloria“- სა და კოლეჯის ერთობლივი …
გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. პაციენტს ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. „გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში. კორონავირუსი გარდაცვალების …
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათგან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი აქვთ დაზიანებული. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი. გია კიკაბიძის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია“. 22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა”
მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 22 სექტემბერს, ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …
Continue reading “მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ”
კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები
stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3913 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბოლო 24 საათში. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. გუშინ, 21 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა …
Continue reading “კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – 22 სექტემბრის მონაცემები”
აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, აქედან ერთეული შემთხვევებია დაკავშირებული მუნიციპალიტეტებთან და ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში რჩება 578 პირი. ნონა ეფაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში
საქართველოში დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ერთი 77 წლის ქალია, მეორე კი 67 წლის მამაკაცი. ქალი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, კაცი კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი …
Continue reading “დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში”
ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. „ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის …
შუახევის მერიის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმელების“ ინფორმაციით, შუახევის მერიის რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიაში უკვე მიიღეს რეკომენდაცია, ხვალ, 22 სექტემბერს, მუშაობის შეჩერებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების თაობაზე. ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მან გვითხრა, რომ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში ამოწმებს ინფორმაციას და ამის შესახებ ხვალ დილით გვიპასუხებს.
გონიოს ახალი, უკონტროლო და უსახური არქიტექტურა [ფოტო]
გამწვანებული უბანი ქალაქთან ახლოს, მწვანეში ჩაფლული პატარა სახლებით, ზღვის ხედითა და კარგად მოვლილი ეზოებით გონიოში თანდათან გაქრა. სოფელი გონიო ქალაქთან ახლოს, ჯერ ქალაქის ნაწილად იქცა, შემდეგ კი სამშენებლო კომპანიების მსხვერპლად. ქალაქთან ახლოს, მთაზე შეფენილი სახლები, რომლებიც ერთმანეთს არ ეფარებოდნენ და ორიენტირი ზღვისკენ ჰქონდათ, დიდი ბეტონის კედლის უკან აღმოჩდნენ, უსასრულო ჰორიზონტი მათი სახლების წინ შეიზღუდა ან …
Continue reading “გონიოს ახალი, უკონტროლო და უსახური არქიტექტურა [ფოტო]”
„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში
საქართველოში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაში სწორედ დასაქმების მიზნითაა წასული. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქალები სამუშაოს მოძიებას ცდილობენ, მეზობელი თურქეთია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, საქართველოში მცხოვრები ქალების ნაწილი, ვინც თურქეთში მუშაობდა, ისევ უმუშევარად დარჩა. ქალების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საზღვარს კვეთდნენ, 40 წლის და უფროსი ასაკის არიან. სწორედ ამ ასაკის ქალებს …
5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში
პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ …
Continue reading “5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში”
ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია
კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში. „თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი …
2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ
დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ორ სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში შეწყდა კორონავირუსის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების გამო. ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, დისტანციურად გააგრძელეს სწავლება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის სკოლის მოსწავლეებმა. სოფელ შრომაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს პირველკლასელს.როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ გვითხრა, მისი ინფორმაციით, ბავშვს ორჯერ აუღეს ტესტი კორონავირუსზე, მოსწავლე …
Continue reading “2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ”
ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ. „სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა …
Continue reading “ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს”
ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კოვიდინფიცირებულის მონახულებაა, რომლის საშუალებაც ექიმმა კლინიკაში მისულ კაცს არ მისცა. „…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ …
Continue reading “ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს”
პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს
ავტორი: შოთა გუჯაბიძე ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი ___________________________ ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ. პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში. უფროსი შვილი იყო …
„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა
„ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკამ, სადაც კორონავირუსზე უფასოდ ტესტირებაა შესაძლებელი, ბათუმში პაციენტების მიღება განაახლა. ამ პოლიკლინიკამ მუშაობა 17 სექტემბერს შეაჩერა, როცა სამედიცინო პერსონალიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. „სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ კლინიკის თანამშრომლებს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექციაც. ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა აგრძელებს საქმიანობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ …
Continue reading “„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა”
ბსუ-მ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგ მიმართულებებზე: ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფიზიკა …
Continue reading “ბსუ-მ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო”
თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო
აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის: PSP-ს, …
30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება
30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად განაცხადის წარდგენა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. გრანტების გაცემა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან. გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს: „განაცხადის ელექტრონული ფორმით …
Continue reading “30 ათასამდე ლარის გრანტზე განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან დაიწყება”
ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი არანაკლებ 150 მაყურებელზე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი. პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობასაც.პროექტის ღირებულებაა 3 369 897 ლარი.სამუშაოების დასრულების ვადა 21 თვე. მშენებლობის …
Continue reading “ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა”
აჭარაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 საათის მონაცემი
21 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 193 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1534 -ია. 21 სექტემბრის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 4988 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 საათის მონაცემი”
აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა
საქართველოში COVID 19-ით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ – Stopcov.ge-ზე განახლდა. თბილისში ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი, 60 წლის ქალი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი. ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 21 სექტემბერს, ქვეყანაში ვირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695 გახდა. Covid 19-ისგან კიდევ 40 პაციენტი …
Continue reading “აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა”
კორონავირუსის ახალი 193 შემთხვევა დადასტურდა – 21 სექტემბრის მონაცემები
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 193 ადამიანს დაუდასტურდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40 – ით გაზარდა და 1534 -ს მიაღწია. 21 სექტემბრის მონაცემებით საკარანტინო სივრცეში 4988 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა.
ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან
ბათუმის სამშობიარო სახლში მყოფი, კოვიდით ინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ ორ დღეზე, 48 საათზე მეტია კორონავირუსზე PCR ტესტირების პასუხს ელოდება და თვითიზოლაციაში გადასვლა სურს. „12 დღის წინ დამიდგინდა კოვიდი, 8 დღე სახლში ვიყავი, თვითიზოლაციაში, 8 დღის შემდეგ, როცა უნდა ამეღო განმეორებით ტესტი, დავრეკე 112-ზე და ვიკითხე, მქონდა გასვლის უფლება, თუ ვინმე წამიყვანდა ტესტირებისთვის. მოვიდა სასწრაფო, ანალიზს …
Continue reading “ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან”
ხელვაჩაურში უფასო სასადილოს თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარაში, ხელვაჩურში, კორონავირუსი დაუდასტურდა უფასო სასადილოს ერთ თანამშრომელს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ასლან გელაძის თქმით, ტესტირება სასადილოს ყველა თანამშრომელმა გაიარა და მათგან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნული თანამშრომელი ბოლო დროს სასადილოს ბენეფიციარებზე პურის გაცემას უზრუნველყოფდა. „არ არიგებდა პურს კარგა ხანია… ასევე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შიგნით ვიცავდით დისტანციას, ორი და სამი კაცი …
Continue reading “ხელვაჩაურში უფასო სასადილოს თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა”