ბათუმში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 57 წლის იყო

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 პაციენტი გადაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში. კორონავირუსით გარდაიცვალა 70 წლის კაცი, რომელსაც აღენიშნებოდა: „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა“. კოვიდით გარდაცვლილი 78 წლის ქალის დიაგნოზი: …

აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 542 პაციენტი, რეანიმაციაშია 51 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 794 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 900-მდე ინფიცირებული. ______________

დადასტურდა კოვიდის 569 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 9 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 329 ადამიანი. დღეის მონაცემებით სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 12841 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6867. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 102 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი …

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ …

ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული ავეჯის წარმოება დაიწყო. საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელოსანს არ გააჩნდა საკმარისი რესურსი მომხმარებელთა დასაკმაყოფილებლად, ამიტომ უწევდა ავეჯის თურქეთიდან იმპორტირება. ყველაფრის მიუხედავად გურამს სურდა, ავეჯი მხოლოდ საქართველოში …

72 წლის პირი 9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხონში 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. …

რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. თანხის ნაწილი უკვე გადმორიცხულია. წელს სახელმწიფო დამატებით 75 მილიონ ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხულია ჯამში 2 მილიარდ …

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამასთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. „სასესხო შეთანხმების გაუქმება არ გულისხმობს, …

უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია დღეს, 12 ოქტომბერს, განახლდა. აქციას შეუერთდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“. უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის …

ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა. გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული. „სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე …

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.  ამბავი 1 – მშენებლობა ხელვაჩაურის  მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მახინჯაურში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი აიშენა ზღვის  ხედით. სახლი ტერასულ მიწის ნაკვეთზე ისეა აშენებული, რომ ყველა სართულის ყველა ფანჯრიდან, ასევე ყველა აივნიდან …

15 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება – უეფა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება 18 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის შეხვედრაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღმნიშნული მატჩის ჩატარება სტადიონის ოფიციალურ გახსნას არ უკავშირდება. ეს არის პირველადი ინფორმაცია და სტადიონის …

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა. „იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან …

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა. პაატა ცივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ კომუნიკატორები ბაზრის ტერიტორიიდან ადმინისტრაციამ გამოაძევა. „მათ ბაზრის დირექტორმა უთხრა, რომ ბაზარში ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას… ბაზრის დირექტორმა …

კორონავირუსი კანზე 7 საათით მეტს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი – კვლევა

SARS-CoV-2 ადამიანის კანზე დაახლოებით 9 საათს ძლებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება A ტიპის გრიპის ვირუსის (IAV) გამძლეობას კანზე, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 2 საათამდეა. „კანზე SARS-CoV-2-ის ხანგრძლივად დარჩენა ზრდის კონტაქტით გადაცემის რისკს; ამასთან, ხელის ჰიგიენამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს ეს რისკი”, – ამის შესახებ კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში წერია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ადამიანის კანზე SARSCoV-2-ის სტაბილურობის …

თავს შევიკავებთ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება მეწყრის ზონაში მცხოვრებთა შესახებ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიფიქრეს ინფორმაციის გაცემა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს ეხება. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რამდენი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ასევე, რა რისკები არსებობს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელვაჩაურში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ოჯახი, მთლიანობაში კი 5 ადამიანი იმსხვერპლა. უწყება თავდაპირველად სპეციალისტის ჩაწერაზე შეგვითანხმდა – გვითხრეს, რომ …

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. კრედიტი სამი მიმართულებით გაიცემა: საბრუნავი/ძირითადი საშუალებებისთვის და მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის. საბრუნავი საშუალებებისთვის 5000-დან 100 000 ლარამდე სესხის აღებაა შესაძლებელი. სესხის ვადა 36 თვემდეა, თუმცა პროექტის ფარგლებში არსებული თანადაფინანასება 6 თვეს მოიცავს, რის შემდეგაც მომხმარებელი …

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

აჭარაში პირველი ოქტომბრიდან დღემდე, 12 დღის განმავლობაში, კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 12 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი 11 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 10 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი 9 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი 8 ოქტომბერი …

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტში ჩართული არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის, მცირემხედველები და უსინათლოები) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები, რომლებმაც შექმნეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები და ინსტალაციები. „ბათუმის თანამედროვე …

ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

შესაძლებლობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის! მოიპოვე სკოლა „ნიკეს“ გრანტი და ისწავლე უფასოდ CODING-ი! [checklist] აჭარის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოიპოვოს გრანტი და ისწავლოს უფასოდ „ნიკეში“ Coding-ი; გრანტის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებს მერვე კლასიდან შეუძლიათ; გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში ორჯერ, 3 თვის განმავლობაში; გრანტის მიღება შესაძლებელია შესარჩევი კონკურის მეშვეობით; შეავსე განაცხადი და ისწავლე უფასოდ. [/checklist] https://docs.google.com/forms/d/1rplLC-4sLKEw3vnGOLvQlYs4JWy_ZMgBb70-4P4hVSs/edit?usp=sharing თანამედროვე …

ბათუმში 55 წლის კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული …

კოვიდზე მასწავლებლების ტესტირება მალე დაიწყება – ამირან გამყრელიძე

დღეს, 12 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მალე დაიწყება მასწავლებლების ტესტირება კორონავირუსზე. მასწავლებლების ტესტირება შემთხვევითობის [random] პრინციპით იგეგმება. ასევე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში არ მოხდება სკოლის სრული იზოლირება. „თუ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, იმ შემთხვევაში კლასი და მასთან შემხებლობაში მყოფი ბავშვები და მასწავლებლები …

„აჭარაში არ ჩაითვალა საჭიროდ შეზღუდვების მოხსნა“ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ჯერ კიდევ არ იგეგმება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. „აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ იმ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. იცით, იქ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები …

აჭარაში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 521 პაციენტი, რეანიმაციაშია 52 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 892 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-მდე ინფიცირებული. ______________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 12 272. stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 6538, გარდაიცვალა 91. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1393.    

48 ოჯახმა ხულოში ჟოლოს ბაღი გააშენა ევროკავშირის მხარდაჭერით

ბათუმ-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე მდებარეობს სოფელი დიოკნისი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. დაახლოებით 9 წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ადგილობრივები ჯერ კიდევ წინაპრების მიერ დატოვებულ მეურნეობებს უვლიდნენ, გურამ ძირკვაძემ გადაწყვიტა ვაზის კულტურის პარალელურად (იგი ფლობს 15 ჯიშის ყურძენს), გაეშენებინა კენკროვანი კულტურა. თავდაპირველად მის წამოწყებას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან ხულოს მუნიციპალიტეტში არ იყო …

კაცის საშუალო ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალის ხელფასზე მეტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2019 წელს ქალების საშუალო ხელფასი საქართველოში 869.1 ლარია, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარი. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. ეს ტენდენცია უცვლელია ბოლო …

მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ

„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი …

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისსა და აჭარაშია – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თბილისსა და აჭარაში აქვთ დასაქმებულებს, ყველაზე დაბალი კი – გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა. ასევე …

მაშველებმა იპოვეს 61 წლის დაკარგული კაცის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  5-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, სამეგრელოში დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ …

მაშველები მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ სამეგრელოში

მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ 61 წლის კაცს ეძებენ. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური …

ვეშაპებსა და დელფინებს გადაშენება ემუქრებათ

350-ზე მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ხელს აწერს ღია წერილს და საზოგადოებას ვეშაპებისა და დელფინების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ზღვის ამ ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის საქმიანობით მიყენებული ზიანი გადაშენებით ემუქრება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მეცნიერების თქმით, ვეშაპები და დელფინები შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გადაშენდნენ. მიზეზი ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებაა, რაც ადამიანების საქმიანობითაა …

როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, COVID 19-ის პანდემიამ 130 ქვეყნის 93%-ში შეაფერხა ან შეაჩერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სერვისების მუშაობა, მაშინ, როცა ამ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება. ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ მთელს მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ამის მიზეზი კი არის იზოლაცია, შემოსავლების დაკარგვა და შიში, რამაც ფსიქიკური დარღვევები ან უკვე არსებული დარღვევების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 6 – …

საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის …

აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ქობულეთში – 1, ამავე დიაგნოზით. გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. „დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი …

Exit mobile version