სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე – …

„ალო ჰიგიენა“ დეზინფექციის ჩატარებას სააქციო ფასად გთავაზობთ

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საჭირო გახდა ხშირი დეზინფექციის ჩატარება დახურულ სივრცეებში. ამიტომ კომპანია „ალო ჰიგიენამ“ დაიწყო ფასდაკლების აქცია, რათა ჩვენი მომსახურება ყველა ორგანიზაციისა და კერძო პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციოდ გამოიყენება ის ქიმიური მინარევები, რომლებიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენი კომპანია …

ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე …

„ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს”- საბჭოთა პლაკატები ჰიგიენაზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში XX საუკუნის სხვადასხვა წლის აგიტაციური პლაკატების მრავალფეროვანი კოლექცია ინახება პირადი ჰიგიენის შესახებ. კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც ხშირად გვესმის მოწოდებები ხელების დაბანის, ჰიგიენის მნიშვნელობაზე ვირუსის პრევენციის მიზნით. ვნახოთ, როგორ მოუწოდებდნენ საბჭოთა ეპოქაში ჰიგიენის დაცვისკენ დიზინტერიის, მუცლის ტიფის, გრიპისა და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. პლაკატების ორიგინალების ფრულებული ასლები შეგიძლიათ იხილოთ ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელის” პლაკატების …

რა აწუხებს ხალხს აჭარაში? – გამოკითხვა

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საქართველოს რეგიონებში გამოკითხვა ჩაატარა.  გამოკითხვისას მოსახლეობას ჰკითხეს, რა პრობლემები აწუხებდათ და რის მოგვარებას ელოდნენ პოლიტიკური პარტიებისგან. აჭარაში, ისე როგორც სხვა კუთხეებში, გამოკითხვა ფოკუს ჯგუფებთან ჩატარდა. შეხვედრებზე გამართული დისკუსიების შედეგად, მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა. გამოკითხულებმა მთავარ საკითხად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელეს.  აღმოჩნდა რომ: [checklist] თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის; …

2 მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე – FAO

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მუდმივად ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე. „2050 წლისთვის კი მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, …

„ვისურვებ, ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა“ – ბრიტანეთის ელჩი პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, თავისუფალი მედიის მუშაობა და ამომრჩევლის უფლება მიიღოს კანდიდატებისგან მკაფიო საარჩევნო პროგრამა – ამ საკითხებს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, როცა მას წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით არჩევნების ძირითად რისკებზე ვკითხეთ. მარკ კლეიტონი დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს არჩევნების თავისუფალ …

კოვიდზე გადაღებული ვიდეოებით YouTube-ზე თანხას ვეღარ გამოიმუშავებთ

YouTube-ის ერთ-ერთი მიმართულების დირექტორის, ტომ ლუნგის თქმით, დემონეტიზებული იქნება კორონავირუსის თემასთან დაკავშირებული ყველა ვიდეო. 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა იუთუბმა ვირუსთან დაკავშირებული ვიდეოების ცენზურა დაიწყო, პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ყოველი მეოთხე ვიდეოთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. იუთუბის სარეკლამო წესების მიხედვით, დელიკატური თემები, განსაკუთრებით კი ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, არ შეიძლება იყოს …

ბერლინში რესტორნის მფლობელებმა შეზღუდვა გააპროტესტეს და სასამართლო მოიგეს

ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ  უკანონოდ ცნო ბერლინის სენატის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც აიძულებდა ბერლინში რესტორნის მფლობელებს დაეკეტათ დაწესებულებები საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე – იუწყება „ევრონიუსი“. კორონავირუსის მორიგი ეპიდაფეთქების შესაჩერებლად დაწესებული ეს შეზღუდვა ბერლინში რესტორნების მფლობელებმა გააპროტესტეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელი იყო, რადგან რესტორნები ითვალისწინებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი როლი …

პედაგოგი ამბობს, რომ კოვიდი დაუდასტურდა, თუმცა მის სკოლაში სწავლება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნათია მანიას კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა. პედაგოგი ამჟამად კარანტინში იმყოფება, თუმცა სკოლაში, სადაც მან გაკვეთილები ჩაატარა, სასწავლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. „დილით გაკვეთილები ჩავატარე, საღამოს კი გამომივლინდა სიმპტომები. ცემინებით დამეწყო, ტემპერატურა დაიწყო 37 გრადუსი, შემდეგ 38-მდე ავიდა“, – ამბობს ნათია მანია. მისი თქმით, აუცილებელია სკოლის პედაგოგების ტესტირება …

ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩისა და ჩიხების ახალი ქსელის აბონენტებს. “წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …

Skate Park -ი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი სკეიტის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით დაკავებული ახალგაზრდები ბევრგან შეგვხვდებათ, თუმცა მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბულვარის განახლებული სკეიტპარკია. ბათუმის ბულვარი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციითვის. მათ შეძლეს და გააერთიანეს ბათუმელი აქტიური სპორტის მოყვარული ბავშვები და ახალი სიცოცხლე შესძინეს ბულვარის სკეიტპარკს. ვუსურვებთ წარმატებებს „Skate Park Batumi”-ის …

10 ათასმა მოსწავლემ სწავლის გაგრძელება დისტანციურად არჩია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის სკოლების გარდა სრული დისტანციური სწავლების რეჟიმზე ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საჯარო სკოლა და 55 სკოლის ცალკეული კლასია გადასული. „განათლების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის I- VI კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების …

კოვიდი: აქვს თუ არა მნიშვნელობა სისხლის ჯგუფს? – ორი კვლევის შედეგები

აქვს თუ არა კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისთვის მნიშვნელობა ადამიანის სისხლის ჯგუფს? – ჟურნალ Blood Advances-ში გამოქვეყნებულ ორ ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ – აქვს. ერთი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დანიაში, რომელთაგან კოვიდდადებითი იყო 7422, ხოლო 466 232 – კოვიდუარყოფითი. აღმოჩნდა, რომ სისხლის პირველი ჯგუფის (O) წარმომადგენლები ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ვიდრე სისხლის …

„8 ადამიანი შიმშილობას ვიწყებთ“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა, ყველანაირი ლიმიტი ამოწურულია. არანაირი ნაბიჯი ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად, არ გადადგმულა. ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩენილებმა დღეს, 16 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია განაახლეს. ქეთი ქუთათელაძის თქმით, შიმშილობას რვა ადამიანი იწყებს, ხოლო მათგან ერთი – გიორგი გორგილაძე აჭარის მთავრობის სახლთან მეხუთე …

ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდით გარდაიცვალა

გაერთიანებული ოპოზიციიდან ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის „მედცენტრში“ მკურნალობდა. ინფორმაციას ადასტურენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. გურამ ვარშალომიძე კლინიკაში 20 სექტემბერს გადაიყვანეს, მას კორონავირუსის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა ორი პაციენტი.

რამდენმა პირმა მიიღო 200-ლარიანი კომპენსაცია და რამდენმა დაკარგა სამსახური

პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი სულ ცოტა 161 905-მა დასაქმებულმა დაკარგა. ეს არის კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა, რაც დასაქმების სააგენტომ მოგვაწოდა და რომლებზეც 200-ლარიანი დახმარება გაიცა. „200 ლარი კომპენსაციის მიმღები პირები, რომელთა მონაცემებიც დამქირავებელმა 2020 წლის 1-ელ მაისამდე წარადგინა [შემოსავლების სამსახურში], კომპენსაციას [ბოლო ჩარიცხვას] ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ; ხოლო იმ კატეგორიას, რომელთა ინფორმაციაც 1-ელ ივლისამდე წარადგინეს, მათი …

როგორ მოვიქცეთ, თუ კონტაქტი გვქონდა კოვიდით ინფიცირებულთან – რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა. დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე. არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრის …

საპენსიო სააგენტოს ყალბი გვერდიდან ადამიანებს ფულს ჰპარავენ, რა დაადგინა გამოძიებამ

„ყალბი ფეისბუქგვერდი, საიდაც ადამიანებს შეიძლება თანხა მოჰპარონ, ისევ აქტიურია, ისევ საბანკო ბარათის პირადი ნომრის შეყვანა მთხოვეს,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ფეისბუქში დასპონსორებული გვერდიდან თავისი საპენსიო დანაზოგის ოდენობის გაგება შესთავაზეს. ყალბი ფეისბუქგვერდი საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ სიმბოლიკას იყენებს და მომხმარებელს თითქოს ვერიფიკაციისთვის 1 ლარის გადასახდელად პირადი საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვს. ყალბი ფეისბუქგვერდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო …

„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც. კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და თურქეთიდან ტანსაცმლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილების იმპორტი განახორციელა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი …

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე …

აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი. 63 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დიაგნოზში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ვკითხულობთ: „კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი“. 55 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში.  „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. …

აჭარაში კოვიდის 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 169 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 567 პაციენტი, რეანიმაციაშია 55 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 822 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1200-მდე ინფიცირებული.

დადასტურდა კორონავირუსის 887 შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 11 პაციენტი. დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15327 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7613. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 124 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5721 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი – 1090.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 5 – …

აჭარაში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რესტორნები კი ისევ 22 საათამდე იმუშავებენ – 19 ოქტომბრიდან

აჭარაში 19 ოქტომბრიდან აღდგება მუნიციპალური, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე აჭარის მიმართულებით. თუმცა რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება. შესაბამისი ცვლილება, მთავრობის დადგენილებით, იზოლაციისა და კარანტინის წესებში შევიდა. ამ წესების მიხედვით, 19 ოქტომბრიდან აჭარის ტერიტორიაზე რესტორნები/ბარები/კაფეები მუშაობას კვლავ 07:00 საათიდან დაიწყებენ და 22:00 საათამდე გააგრძელებენ. [red_box]ამ თემაზე: „შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო …

უმუშევრად დარჩენილები: ხვალ აჭარის მთავრობასთან მდუმარე აქციას გავმართავთ

„ხვალიდან აჭარის მთავრობის სახლთან მდუმარე საპროტესტო აქციას ვიწყებთ, სათქმელი არაფერია,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. უკვე მეოთხე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ასევე უმუშევრად დარჩენილი გიორგი გორგილაძე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, რომ ხვალ ისინი აღარ დაიშლებიან, ვიდრე საბოლოო პასუხს არ მიიღებენ. უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო …

ღორჯომი ზამთრისთვის ემზადება [ფოტო]

ღორჯომი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარის მაღალმთიანეთში ხისგან ნაშენი ძველი სახლებით, უძველესი ტრადიციებით, ადგილობრივი კერძებით და შთამბეჭდავი პეიზაჟებით წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთრობით ღორჯომში ბარიდან ასვლა დიდთოვლობის გამო რთულია. აქ მცხოვრები ადამიანები მესაქონლეობით, მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს. შემოდგომა ღორჯომელებისთვის ჭირნახულის დაბინავებისა და გრძელი ზამთრისთვის მზადების დროა.   ღორჯომის ხედი ბახმაროსკენ …

კოვიდის ახალი შემთხვევები მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია – რატომ?

ბოლო დღეებში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა როგორც საქართველოში, ისე მთელს ევროპის რეგიონში. ამის მიუხედავად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. „ახალი შემთხვევების რაოდენობა ორ-სამჯერ მაღალია, ვიდრე პირველი პიკის დროს იყო აპრილში. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც ორ-სამჯერ დაბალია, ვიდრე მაშინ”, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე. მისივე …

ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. „პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებს მინისტრი. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 …

ზღვის პირას 12506 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაყიდიან

ქობულეთში ზღვის პირას, პირდაპირ პლაჟის გასწვრივ ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით გაყიდის, ნაკვეთი ბათუმის საკუთრებაა. რეესტრის მონაცემებით მომიჯნავედ  კიდევ ორი თავისუფალი ნაკვეთია, მათგან ერთი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მეორე კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია. ამ დროისთვის  უცნობია ვინ არის დაინტერესებული ამ ნაკვეთის შესყიდვით და ან იგეგმება თუ არა მომიჯნავედ არსებული ნაკვეთების გასხვისება მომავალში, …

როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, ქალაქში რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის გადაადგილების მარშრუტი იცვლება. საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ივლიან. საკრებულოს სხდომა 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სამარშრუტო ხაზებში ცვლილებები იმ ახალ სქემას უკავშირდება, რომლითაც ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთში იცვლება. ახალი სქემის ამოქმედება 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, …

მოთხრობა „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაცია აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებულია

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი – „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს შორის. ფილმი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს საუკეთესოები. ქართული ანიმაცია „იგი“ რეჟისორმა …

მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. სხვადასხვა კვლევის თანახმად,  საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად  რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს ითავსებენ, ეწევიან სასოფლო-სამეურნეო, საოჯახო, ზრუნვასთან დაკავშირებულ და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია. გაეროს  ქალთა ორგანიზაციის რამდენიმე კვლევის  მიხედვით სოფლად მცხოვრებ ქალებს თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, …

ჯუმბერ ვარდმანიძემ კაბინეტი დატოვა და წავიდა – პროტესტი ხელვაჩაურის მერიასთან

ხელვაჩაურის მერიაში დღეს, 15 ოქტომბრის დილიდან, აქციას მართავენ სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ერთი საათის განმავლობაში იჯდა კაბინეტში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. ისინი მოითხოვდნენ ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ პასუხი უნდა აგოს ჯოჭოს ტრაგედიაზე, რადგან …

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მათ შორის საქალაქთაშორისოც. ამის შესახებ დღეს, 15 ოქტომბერს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის სტაბილურობას უკავშირდება. სამაგიეროდ, როგორც გახარია ამბობს, ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში 22:00 საათის შემდეგ შეიზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი ცენტრების მუშაობ,.  „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ,“- …

Exit mobile version