აჭარაში საწარმო ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშანს იყენებდა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. კერძოდ, პროდუქციის დაფასოება/რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ-ერთი ბრენდირებული …

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებს – ეს დასკვნა შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ბაზელის უნივერსიტეტისა და სან პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაიდო. კვლევაში გააანალიზეს 92,664 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კლინიკურად და მოლეკულურად დადასტურებული ჰქონდათ Covid-19, გრიპის ვაქცინაციასა …

რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია. დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა. როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, …

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რალფ ფაინსი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს. მსახიობმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა. “არმაზ, მოგესალმები. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ერთად გავატარეთ დრო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ …

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, …

ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის …

ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან

„ხელვაჩაურის მერის მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდება. მას დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე, დილის 11 საათზე შევხდით და ფოტოები გადავუღეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე. მან გვაჩვენა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საჭესთან არჩილ ბარამიძე არ ზის. არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია. ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება. „ამ ვადამ გადაიწია …

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

 თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს:  „მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად …

საფრანგეთში ქართველი მოსწავლის დეპორტაცია აქციით გააპროტესტეს – ფრანგული მედია 

30 სექტემბერს საფრანგეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სენ-ნაზარის პოლიციის მთავარ შენობასთან საფრანგეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და საქართველოს მოქალაქე დედა-შვილის დეპორტაცია გააპროტესტეს – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. გამოცემის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სერგო ამოევი სენ-ნაზარში 23 სექტემბერს დააკავეს სახლში და დედასთან ერთად ქალაქ რენის იზოლატორში გადაიყვანეს. გამოცემისვე ცნობით, მეორე დღეს ორივე მათგანი საქართველოში დაადეპორტეს. …

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა. 615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, პაციენტმა ნაყოფი დაკარგა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ფეხმძიმე ქალი ოთხი დღის წინ შევიდა კლინიკაში სამკურნალოდ. „მეოთხე დღეს, როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა გულისცემა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ …

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც …

ბანკები მზად არიან, სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია განიხილონ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბანკები მზად არიან სასტუმროების სესხების ცვლილების საკითხი განიხილონ. „მე და ჩემს კოლეგებს გუშინ გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგ ჯერზე მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა [თითოეული …

სოფელ ბეღლეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად სსიპ ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობა მოინახულა. სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა, სკოლა გათვლილია 140 მოსწავლეზე, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზები. სკოლის შენობა იქნება ადაპტირებული: მოეწყობა ლიფტი, სველი წერტილი …

8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერში, 8 დღის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. 8 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 42 მძიმე პაციენტია რეანიმაციაში, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი …

უცხოეთიდან ჩამოსული და იზოლაციაში მყოფი პირი აღარაა ვალდებული მე-12 დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს

საქართველოში უცხოეთიდან შემოსულ და იზოლაციაში მყოფ პირებს იზოლაციიის (კარანტინი, თვითიზოლაცია) მე-12 დღეს PCR ტესტირების ჩატარების ვალდებულება აღარ აქვთ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციაში თავსდება 8 დღით. იზოლაციაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება უტარდებოდათ იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებდნენ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, ისინი იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ …

ბათუმში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა 52 წლის კაცი, რომელსაც დატვირთული ანამნეზი ჰქონდა, ასევე 62 და 84 წლის ქალები. 8 ოქტომბერს აჭარის რეგიონში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 230 ადამიანი. ნონა ეფაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში ამჟმად მკურნალობს 472 ადამიანი, მათ შორის, 14 …

კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 ოქტომბრის მონაცემები

8 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.  დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში თავისუფალია 66 საწოლი. 8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 903 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი პირი. დღევანდელი …

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა – 8 ოქტომბრის მონაცემი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 225. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5553, გარდაცვლილთა – 66. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318, გარდაიცვალა – 3. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვი სასტუმროებში – 1338.  

ცეკვა ქართულს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ცეკვა ქართული“; დაევალოს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს …

შერვაშიძეების ოჯახი ქედაში ევროკავშირის დახმარებით ბიზნესს აფართოებს

ქედაში ღვინის გზას თუ დაადგებით, მაღალ მთებში ჩაკარგულ სოფელ პირველ მაისში შერვაშიძეების მარანს აღმოაჩენთ. მაშინ, როცა 2006 წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ჯიშის ყურძნის აღორძინების პროგრამა დაიწყო, მამა-შვილმა, ნოდარ და ალეკო შერვაშიძეებმა გადაწყვიტეს 1,05 ჰექტარ მიწაზე 3 200 ძირი ვაზი გაეშენებინათ, მათ შორის: ცოლიკაური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. მას შემდეგ შერვაშიძეების ოჯახის კარი …

აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა …

როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა. თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი …

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, კაფე-რესტორნებში დასაქმებულები, მათ შორის მუსიკოსები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მეორე დღეა ითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ვეღარ მუშაობენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მეორე დღეა პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების …

როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს კანის, ფრჩხილისა თუ თმის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციების დიდი ნაწილი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა დისკომფორტს უქმნის ადამიანს. როგორ ამოვიცნოთ კანის სოკოვანი ინფექციები და როგორია მათი პროფილაქტიკა? – ამ თემაზე მედიცინის დოქტორს, ექიმ-დერმატოვენეროლოგ ნატალია შავდიას ვესაუბრეთ. ქალბატონო ნატალია, რატომ ჩნდება სოკო? სოკო ხშირად ნამდვილად უკავშირდება ჰიგიენის წესების დარღვევას, თუმცა გააჩნია …

რა შეცდომას უშვებენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკას 11 997-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა, აქედან 17.5-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. სხავადასხვა დროს ჩატარებული საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ მათემატიკაში დაბალი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მარტივი მოქმედებების შესრულებაც კი. არსებობს სტერეოტიპი, რომ მათემატიკა რთულია და განსაკუთრებული ნიჭია საჭირო მის ასათვისებლად. მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი კი გვარწმუნებს, რომ მათემატიკა კი არ არის რთული, …

მეორე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს [ინფოგრაფიკა]

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ …

ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 8 ოქტომბრის დილის 8 საათამდე შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 7 ოქტომბრის 19:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ნინოშვილის ქუჩა სულიკო ჟღენტის ქუჩა თენგიზ აბულაძის ქუჩა „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და …

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან? რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. …

რას ითხოვენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები – აჭარის მთავრობასთან აქცია დაიწყო

დღეს, 7 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის წინ განახლდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, სესხების გაყინვა  სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა აჭარაში უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდა და გახანგრძლივება რესტორნებზე დაწესებული რეგულაციის მოხსნა  ქირით მცხოვრები ადამიანების დახმარება  სასწავლო პროცესის აღდგენა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში  საზღვრების გახსნა აჭარის მთავრობის წინ აქცია გუშინ, 6 …

ბათუმში კორონავირუსით 51 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid19 მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი“. დღეს ბათუმში უკვე …

აჭარის ტელევიზია დააჯარიმეს თანამშრომლების ჩხუბის კადრების გასაჯაროებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. დასაქმებულების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. სწორედ EMC ავრცელებს ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ. საუბარია პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტის, ფიზიკური …

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 6 – …

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლად თემებს აძლიერებენ

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის …

ბათუმში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა – 65 და 70 წლის ქალები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსის ფონზე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე – „შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა“. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის კოვიდინფიცირებულ კაცს  აღენიშნებოდა: „თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები …

Exit mobile version