ხელვაჩაურის მერიასთან ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები და სოფლის მცხოვრებლები მივიდნენ. ისინი ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერიის შენობაში, მერის კაბინეტში შევიდნენ. დასხდნენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ კაბინეტის დატოვებას, სანამ მერი გადადგომის შესახებ განცხადებას არ დაწერს. „მოვითხოვთ მერის გადადგომას და დასჯას“, – აცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის …
Category Archives: სიახლეები
ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი შემოვიდა
დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი HMS DRAGON-ი შემოვიდა. გემი პორტში სამ დღეს დარჩება. “HMS DRAGON-ი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელია მსოფლიოში. საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით მას ბადალი არ ჰყავს,” – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოში შემოსვლამდე სამხედრო გემი უკრაინაში იმყოფებოდა.
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა. როგორც „იუნისეფი“ აღნიშნავს, COVID19-ის პანდემიამ კარგად აჩვენა, როგორი მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელის ჰიგიენას დაავადებათა გადაცემის შემცირებაში. „ხელების დაბანა ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიებაა პირბადის გამოყენებასა და ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად“, – ამბობს იუნისეფი. რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში …
Continue reading “15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა”
ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით
15 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილია 87 წლის ქალი და 65 წლის კაცი. 87 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა 8 ოქტომბერს. მისი დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“. ქალი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. 65 წლის …
Continue reading “ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით”
აჭარაში კოვიდის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა
15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 548 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 765 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-ზე მეტი ინფიცირებული.
დადასტურდა კოვიდის 919 ახალი შემთხვევა – 15 ოქტომბრის მონაცემები
15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი. დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 14440 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7367. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 113 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი – 1042.
პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ლაბორატორიის აპარატი გათვლილია 50 ანალიზის გაკეთებაზე, თუმცა 24 საათის განმავლობაში ამუშავებენ და ამ დროში 200-მდე ანალიზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე „პჯრ ბოქსი დაზიანების პირასაა, სხვა ალტერნატივა კი ბათუმის ინფექციურს არ გააჩნია.“ ინფექციურში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწრაფოდაა შესაძენი შესაბამისი აპარატურა, რასაც 270 ათას 300 ლარი დასჭირდება. აპარატურის გამარტივებული წესით შესაძენად …
უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს
სამსახურებრივი ავტომანქანით „ნაცმოძრაობის“ პარტიულ შეკრებაზე შესაძლო მისვლის ამსახველი ფოტოები ხელვაჩაურში ამჯერად „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გადაიღო – მანუჩარ რიჟვაძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დღეს, 14 ოქტომბერს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ჭარნალში უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით მივიდნენ. „ნაცმოძრაობაში“ ამას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ დეპუტატის – ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა სოფელ ჭარნალში ხელოსანს მიაკითხა. მანუჩარ რიჟვაძე „ქართული ოცნების“ ის აქტივისტია, ვის …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს”
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული
ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა მეორე დღეა დამაკმაყოფილებელ ნორმას აჭარბებს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებით, 14 ოქტომბრის დღის 3 საათისთვის ბათუმში, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] მაჩვენებელმა 63,41 შეადგინა, რაც ცუდი მაჩვენებელია. ცუდია, ასევე მყარი ნაწილაკების [PM2,5] შემცველობაც – 27,26. PM – ეს არის ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი …
Continue reading “ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული”
116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია
ბოლო მონაცემებით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში – ,,აჭარა” 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგვიდასტურა. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის, დათო ჯაიანის თქმით, მან არ იცის ზუსტად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამკერვალო ფაბრიკაში, თუმცა გვითხრა, რომ ეს ციფრი 50-ს არ უნდა სცდებოდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაცემები ჯერ …
Continue reading “116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია”
ხულოში, კურორტ გოდერძიზე, მიწის 10 ნაკვეთს პირობიან აუქციონზე ყიდიან
ხულოში, რიყეთის თემში, კურორტ გოდერძიზე მდებარე მიწის 10 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ჯამში 5 567 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 72 ათასი ლარია. გამოცხადებულია 8 აუქციონი. მომავალ მესაკუთრეებს შეძენილ მიწის ნაკვეთებზე კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების აშენება და ამოქმედება ევალებათ. შვიდ აუქციონში, ამდენივე ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, პირობები იდენტურია: …
Continue reading “ხულოში, კურორტ გოდერძიზე, მიწის 10 ნაკვეთს პირობიან აუქციონზე ყიდიან”
„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე
„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით… შეგკრიბავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს აზრს,“ – უთხრა TV25 – ის ჟურნალისტს რესან კონცელიძემ ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. რესან კონცელიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. მან უარი უთხრა ჟურნალისტს, ეპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძის სკანდალზე. რესან კონცელიძეს TV25-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ხელვაჩაურის მერის მიერ ბათუმში უკანონო მშენებლობაზეც …
Continue reading “„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე”
200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს
საუბნო საარჩევნო ან საოლქო კომისიის წევრს, რომელიც 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, კომპენსაცია არ შეუწყდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის აიღებს ხელფასს, როგორც კომისიის წევრი. ანუ 200 ლარს – კომპენსაციას და ხელფასს ერთდროულად მიიღებენ როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა [პარტიების] წარმომადგენლები [თუ, რა თქმა უნდა, …
Continue reading “200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს”
რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს
არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა შემთხვევებმა, როცა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, იყო ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევის და ქვების სროლის ფაქტებიც. ხელისუფლება ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს. გასულ კვირას ამ რიტორიკას საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც შეუერთდა და „ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა „არ აჰყვენ“ პროვოკაციას. ამ პროცესში რა როლი და …
Continue reading “რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს “
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის 21 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 …
Continue reading “მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში”
აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 ოქტომბერი
14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, მათ შორის, 15 არასრულწლოვანია და 26 ორსული, რეანიმაციულ განყოფილებაშია 53 პაციენტი. ამ დროისთვის თავისუფალია 47 საწოლი. კოვიდსასტუმროებში 14 ოქტომბრის მდგომარეობით არის 763 პაციოენტი, მათ შორის, 65 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 ოქტომბერი”
კორონავირუსი კიდევ 680 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი
14 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება 14 ოქტომბრის დილის 11 საათის მდგომარეობით ასეთია: თბილისი – 297; აჭარა – 189; იმერეთი – 150; შიდა ქართლი – 12; ქვემო ქართლი – 11; მცხეთა-მთიანეთი – 9; გურია – …
Continue reading “კორონავირუსი კიდევ 680 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი”
“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე
“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის …
აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად
დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …
რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი
„ახალი სტილის მმართველობაზე“ აქცენტი პეტრე ზამბახიძემ ინტერვიუს დასაწყისშივე გააკეთა, თუმცა შემდეგ კითხვებზე პასუხით ნათლად გამოჩნდა, რომ პეტრე ზამბახიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლესი საბჭო მოსწონს და უმაღლეს საბჭოს არ ეხებოდა ის, რაც „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა – არმაზ ახვლედიანმა თქვა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ გაიაზრეს წარსულის შეცდომებიო. პეტრე ზამბახიძე არაფერს ნანობს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი …
ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია
არაერთ ქალს უწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამის მიზეზი დიდწილად ისიც არის, რომ მცდარი წარმოდგენის გამო მენსტრუალური ტკივილი ნორმად მიიჩნევა. მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური. რატომ ახლავს მენსტრუაციას ტკივილი, რას შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი და რა აქტივობები ამცირებს ტკივილის ინტენსივობას? – ამ თემაზე “ბათუმელების” კითხვებს, მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე პასუხობს. რამდენად ხშირია მენსტრუალური …
Continue reading “ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია”
მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის
საქართველოს განათლების სამინისტრომ 6 350 ცალი ლეპტოპისა და 898 პროექტორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 12 მილიონ 537 ათასი ლარია. სამინისტრო აღნიშნულ ტექნიკას დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიძენს. განათლების სამინისტროს შესყიდვების სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლეპტოპები და პროექტორები გათვალისწინებულია პედაგოგებისთვის და ისინი გადანაწილდება საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით: „სკოლების სია არის, …
Continue reading “მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის”
“თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი განცხადებას ავრცელებს. გადაცემის წამყვანები და პროდიუსერები ამბობენ, რომ გადაცემა, რომელიც ტელევიზიის საეთერო ბადეს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 45 წუთით იკავებდა, თითქმის დახურეს. ტელევიზიის მენეჯმენტმა საეთერო ბადეში #ჰეშთეგისთვის განკუთვნილი დრო კვირაში ხუთი გადაცემიდან ერთ გადაცემამდე შეამცირა. „ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი აგრძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის …
Continue reading ““თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?”
ბათუმში ახალშობილი კოვიდისგან განიკურნა
ბათუმის სამშობიარო სახლიდან ახალშობილი გაწერეს. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა ამბობს, ჩვილი კორონავირუსზე დაბადებიდან მალევე გაიტესტა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დირექტორის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, გადადის თუ არა ვირუსი ჩვილზე მუცლადყოფნის პერიოდში, თუმცა ტესტირებამ ამ შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. „ამ ჩვილის გარდა შვიდი ბავშვი დაიბადა კიდევ, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბავშვის დედაც იყო …
„მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს“ – ფრაზა 9 წლის ბიჭის დავალებიდან
„ქვეყნის სადარაჯოზე იქამდე ვიდგები, სანამ სისხლი ბოლომდე არ დამეღვრება და პირში ჰაერი არ ამომელევა“, „ან გავიმარჯვებ, ან გმირულად მოვკდები“, „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს“, – წერს 9 წლის ბიჭი თავის დავალებაში. ბიჭის ნამუშევარი – „ქვეყნის სადარაჯოზე“ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფურცელს აწერია საკლასო ნამუშევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალება ბავშვმა სკოლაში, მასწავლებლისგან მიიღო. სოციალურ …
10 წლის კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში
ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ასაკობრივ ჯგუფში. მან 7,5 ქულა დააგროვა საქართველოს ჩემპიონატზე. კესარია მგელაძის მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძეა. გასულ წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი იყო. ნახეთ „ბათუმელების“ ვიდეო კესარია მგელაძის შესახებ:
15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 2020 წელს გამოშვებული 50-ლარიანი ბანკნოტები გამოვა
2020 წლის 15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაუშვებენ ამავე წელს გამოშვებულ 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, აღნიშნული ბანკნოტები იქნება „გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით“. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2020 წლის გამოშვების 50 …
Continue reading “15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 2020 წელს გამოშვებული 50-ლარიანი ბანკნოტები გამოვა”
„სავანეში“ მცხოვრებმა კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა კორონავირუსი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID 19 ბათუმის სათნოების სავანის კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდსასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობის …
Continue reading “„სავანეში“ მცხოვრებმა კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა კორონავირუსი”
ულიმიტო ინტერნეტის პირობა და ახალი შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებს
14 ოქტომბერს, სილქფესტი სრულიად ახალ კომბინაციებს და ყველაზე მოთხოვნად პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს: [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – კომბინაციით *019# 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი – 14 ლარად – კომბინაციით *202# 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად – კომბინაციით *202# [/checklist] პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად …
Continue reading “ულიმიტო ინტერნეტის პირობა და ახალი შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებს”
ჯანმო არაეთიკურს უწოდებს ჯოგური იმუნიტეტის მეთოდს პანდემიის დასაძლევად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების მიდგომას, რომლებიც ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედით მიიჩნევენ, რომ COVID19 თავისუფლად უნდა გავრცელდეს, არაეთიკური უწოდა. „ჯოგური იმუნიტეტი არის ვაქცინაციისთვის გამოყენებული კონცეფცია, რომელშიც მოსახლეობა შეიძლება დაცული იყოს გარკვეული ვირუსისგან, თუ ვაქცინაციის ბარიერი მიიღწევა,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან აღნიშნა, რომ მაგალითად, წითელასთვის დადგენილია, რომ თუ მოსახლეობის …
Continue reading “ჯანმო არაეთიკურს უწოდებს ჯოგური იმუნიტეტის მეთოდს პანდემიის დასაძლევად”
მარიამ ჯაში: „ოცნება“ დავით გარეჯის საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, წინასაარჩევნოდ“ – მიიჩნევს მარიამ ჯაში, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში. მარიამ ჯაშმა ბრიფინგი დავით გარეჯის თემაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში გამართა. მარიამ ჯაშის თქმით, ბოლო 7 თვის განმავლობაში ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რომლის ხელმძღვანელიც თვითონაა, დავით გარეჯის …
Continue reading “მარიამ ჯაში: „ოცნება“ დავით გარეჯის საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს”
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზი ხელვაჩაურის მერის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელებისთვის“ შეურაცხყოფის მიყენებაა – ხელვაჩაურის მერის აგრესია წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. აუდიოჩანაწერი „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა. „წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით კორუფციულ გარიგებებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ამას მოწმობს აუდიტის დასკვნებიც, რომლებიც გამოქვეყნდა 2017, 2018 და …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს”
ბათუმში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 57 წლის იყო
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 პაციენტი გადაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში. კორონავირუსით გარდაიცვალა 70 წლის კაცი, რომელსაც აღენიშნებოდა: „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა“. კოვიდით გარდაცვლილი 78 წლის ქალის დიაგნოზი: …
Continue reading “ბათუმში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 57 წლის იყო”
აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა
13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 542 პაციენტი, რეანიმაციაშია 51 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 794 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 900-მდე ინფიცირებული. ______________
დადასტურდა კოვიდის 569 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა
13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 9 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 329 ადამიანი. დღეის მონაცემებით სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 12841 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6867. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 102 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 569 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა”
“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ …