საქანელა ყველას და ფერადი ეზოები ბავშვებს – 20 იდეა კონკურსიდან „შენი იდეა ბათუმს”

„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის …

აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ქობულეთში – 1, ამავე დიაგნოზით. გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. „დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი …

აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 181-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა დაახლოებით 1200 ტესტი კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 533 პაციენტი, რეანიმაციაშია 48 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 911 …

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 523 შემთხვევა, 7 პაციენტი გარდაიცვალა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6327. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 85 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილებაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი. როგორც აღნიშნულ სამსახურში …

„შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი

ბათუმში რესტორნების უმეტესობა სერიოზულ კრიზისს განიცდის – ბევრს თანამშრომლების დათხოვნა მოუწია, ბევრი რესტორნის მენეჯერი კი შიშობს, რომ უკვე განახევრებული სტაფის შემცირება კიდევ მოუწევს. ზამთარში თავის გატანის მიზნით, რამდენიმე რესტორანი „იმისთვის, რომ სულ არ დაიკეტოს“, გარე მიწოდების სერვისის დანერგვას გეგმავს. არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო პესიმისტური განწყობები აქვთ და ფიქრობენ, რომ ზამთარში, როცა „თავის გატანისთვის საჭირო სხვა …

1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 69 ათას 100 ლარამდეა გაზრდილი. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამმართველომ 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. ამჯერად ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ …

მაღალი საფრთხის გამო, ხელვაჩაურში 28 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ – მერია

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული, მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა დასრულდა. „კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ოჯახი მაღალი საფრთხის არსებობის გამო, დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით. 14 ოჯახი პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს, 9 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას, ხოლო 5 ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით საჭიროა დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის …

იუსტიციის სახლი წინასწარი დაჯავშნის წესს ცვლის

იუსტიციის სახლი ბათუმში აცხადებს, რომ იცვლება წინასწარი ჯავშნების წესი, რადგან გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. „რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ“-წერია განცხადებაში, რომელიც დღეს 10 ოქტომბერს, იუსტიციის სახლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. ამავე განცხადებაში წერია, …

რამდენი ლარი იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. „იუნისეფის“ ინფორმაციით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2 პროცენტს ხარჯავენ, რაც საკმარისი არ არის. „COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშვნელოვანი ჯერ არ ყოფილა“-ამბობს „იუნისეფი“. მაგალითად საქართველოში, მთავრობის 2 მარტის დადგენილებით, სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისის თვის ბიუჯეტი მიმწოდებლის …

100 ათას გრიპის ვაქცინას სახელმწიფო 600 ათას ევროდ ტენდერის გარეშე შეისყიდის

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 600 ათასი ევროს ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ვაქცინის ტენდერის გარეშე შეძენას, 2020 წლის 7 დეკემბრამდე გეგმავს. ცენტრის ინფორმაციით, „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი, თუმცა ამ ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე არსებული დეფიციტის პირობებში, შეუძლებელი გახდა მისი საკმარისი რაოდენობით შესყიდვა“. ვაქცინის გამარტივებული …

სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის …

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს. „კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

10 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 65 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 8 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

აჭარაში კოვიდის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ოქტომბრის მონაცემები

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 199-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 539 პაციენტი, რეანიმაციაშია 45 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 895 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი ინფიცირებული.

სოსო ჯახია – ინტერვიუ BMC -ის კლინიკურ დირექტორთან

„წარმატებულ მენეჯერს გამოწვევები არ აშინებს, პირიქით, შეიძლება ითქვას, ის მუდმივად ეძებს სირთულეებს, რათა არსებული რეალობა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებებით შეცვალოს. ასეთ დროს ძლიერი და წარმატებული გუნდი კი ყოველთვის გაძლევს სტიმულს, ბოლომდე დაიხარჯო ნებიესმიერ ბრძოლაში!“ – სოსო ჯახია, BMC – ის კლინიკური დირექტორი. მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე წარმატებულმა მენეჯერმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) კლინიკური დირექტორის პოსტი …

დადასტურდა კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6119. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 78 ადამიანი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5971 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან – ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge.ge ან თიბისის ნებისმიერ …

ქალები ქედიდან ევროკავშირის დაფინანსებით თაფლის წარმოებას ავითარებენ

თუ მაღალმთიანი აჭარის მონახულებას გადაწყვეტთ, პირველ დანიშნულების ადგილად აუცილებლად ქედის მუნიციპალიტეტი უნდა აირჩიოთ. გარდა არაჩვეულებრივი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლებისა, აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, აქტიურ რეჟიმში მოღვაწეობენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მშრომელი ადგილობრივების შექმნილი რესურსების წყალობით კი ქედა მრავალი წელია არამხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ უცხოელ ვიზიტორებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს. ქედის მუნიციპალიტეტის ბუნება მოსახლეობას საშუალებას აძლევს …

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

2020 წლის ზაფხულში მასწავლებლობის მსურველებმა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბარეს. იხილეთ საგნობრივი გამოცდის ოფიციალური შედეგები კონკრეტულ საგნების მიხედვით. ქართულ ენას 771 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა. მაქსიმალური ბარიერი ამ საგანში 70 ქულაა, გამსვლელი ქულა კი 43. ბარიერი ვერ გადალახა 528 პირმა. მათემატიკის გამოცდას 323 მასწავლებლობის მსურველი აბარებდა, მაქსიმალური ზღვარი 52  ქულა იყო მათემატიკაში, მინიმალური 32. ბარიერი ვერ …

ამნისტიის მოთხოვნით ელექტრონული პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ მოთხოვნით აქამდე არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, ბათუმში. ისინი მიიჩნევენ, რომ ამნისტია, პირველ რიგში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს უნდა შეეხოს. ხელმოწერებს ამნისტიის მოთხოვნით აგროვებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას“. ხელმოწერა ელექტორნულადაა შესაძლებელი. „ყოველწლიურად ჩვენ საპატიმროებში ვამყოფებთ 3000 ავადმყოფ ადამიანს. ყოველწლიურად 6000 ადამიანი იხდის პირობით სასჯელს ავადმყოფობისთვის. დღეს …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინ ცუცას მეორე შვილი შეეძინა – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. დელფინარიუმისვე ცნობით, ეს მეთერთმეტე დელფინია, რომელიც დელფინარიუმში დაიბადა. „დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის …

ყველა მალაპარაკებს წარმატებაზე, მე კი მინდა ვინმემ მკითხოს რა არ გამომივიდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ინტერვიუში ის გვესაუბრება მოსწავლეებზე, მათ სურვილებსა და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ბავშვები და რას ნიშნავს ასწავლო სიყვარულით. ქალბატონო სოფო, თქვენი აზრით რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი? მასწავლებლობა ზუსტად ის არის, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უნდა იპოვო. რა თქმა …

უკრაინაში ბორშის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა სურთ

უკრაინის კულტურის სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, ცნონ უკრაინული ბორში ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობად. ეს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის უწყების ექსპერტთა საბჭომ გასცა. ბორშის მომზადების კულტურა, ექსპერტების აზრით, უკრაინული ყველაზე მნიშვნელოვანი არამატერიალური ღირებულებების ჩამონათვალთა შორისაა. ამ ჩამონათვალშია, ასევე, კლემბოვსკის პერანგების უკრაინული ქარგვის ტექნოლოგია, სააღდგომო სეირნობის რიტუალი ვინიცკოის ოლქში და კარპატების მატყლის გადასაფარებლების დამზადების ტექნოლოგია. უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ …

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დაძლევას მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს. როგორც ჩანს, ეს დრო …

„სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით. თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. როგორც …

უცხოელი სტუდენტი საქართველოში 8-ის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით

უცხოელი სტუდენტი, ვისზეც განათლების სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, 8 დღის ნაცვლად 12-დღიან კარანტინს გაივლის საკუთარი ხარჯით. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისა. ამასთან: „უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა …

პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას. „პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ამ მიმართულებითაც შეზღუდვების მოხსნის …

ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის

იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა? „შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 6 – …

აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ორივე მათგანი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. 55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში. მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო …

კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა აჭარაში – 9 ოქტომბრის მონაცემები

9 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდდადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდსასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 …

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 752 . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5866, გარდაცვლილთა – 72. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 313 –  გარდაიცვალა – 6 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1338.

რომელ საწარმოს მიენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა წესი, რომლითაც საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი. განისაზღვრა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოსთვის ნებადართული საქმიანობებიც. საწარმოს, რომელსაც სურს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი, ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ეს ძირითადად ეხება საზღვაო ბიზნესს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე …

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქედაში: 3 ათასი ლარის თამბაქო მომპარეს

ქედაში, სოფელ ახოში, ლევან დიასამიძის კუთვნილი თამბაქოს საწარმო გაქურდეს. ლევან დიასამიძე ქედის სოფელ ახოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. „სახლის ეზოში მაქვს მოწყობილი თამბაქოს საჭრელი. დღეს, 9 ოქტომბერს, დილით რომ ვნახე, დაახლოებით 7 საათზე, გატეხილი დამხვდა, ეზოს მხრიდანაც ჰქონდა შესასვლელი და იქედან შესულან, დაახლოებით 3 ათასი ლარის ღირებულების თამბაქოა წაღებული… პოლიციელები მოვიდნენ და ექსპერტიზას ველოდებით,“ – უთხრა …

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

როგორ შეძლებს თორნიკე რიჟვაძე და აჭარის მთავრობა შესრულდეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორი დღე – 6 და 7 ოქტომბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ ითხოვდნენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას; ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას; ბავშვების სკოლაში დაბრუნებას; საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას; საზღვრების …

Exit mobile version