დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა.
- დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში
- ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე. არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები
- თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრის ალბათობა
- თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია – სულ მცირე 1 მეტრი
- აწარმოეთ თვითმონიტორინგი, გაიზომეთ სიცხე დღეში 2-ჯერ
- Covid 19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს
- დაიცავით ხელების ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით
- დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველისა და ცემინებისას აიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ
- საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები
- თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში, დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ტესტირებას
- არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
______________
ფოტო: pexels