ფიტნესკლუბი ბათუმში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას არ აჩერებს

შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში მუშაობას აგრძელებს ფიტნესკლუბი „Reformerfitness“. დღეს ამ ფიტნესკლუბში მისული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს უთხრეს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, რომელიც ფიტნესკლუბებსაც ეხება, არ ემორჩილებიან. ეს ფიტნესკლუბი ბათუმში სექტემბერში გაიხსნა და აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაჩერებას არ აპირებს. „გიცხადებთ დაუმორჩილებლობას… ასე ხომ არაა, გახარიას როდის რა მოუნდება, გვითხარით, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ, …

ბათუმში გაზის მიწოდება კვირას დილიდან დაიწყება – კომპანია

აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება კვირას, 29 ნოემბერს, დილიდან აღდგება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ღამით საავადმყოფოებს, კოვისსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულებს ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – კვირას დილიდან. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან 5 დღე იქნება საჭირო, რომ გაზი ყველა აბონენტთან მივიდეს. „ყველა ჭიშკართან ვიქნებით …

როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა …

ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვები ცვივა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდიდან ქვა ცვივა. თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ ადგილზე ავტომობილებს, ჩამოცვენილ ქვებისთვის გვერდით ასაქცევად გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა უწევთ. ქედის მერიაში ამ დროისთვის ქვების ცვენაზე ინფორმაცია არ აქვთ. „ბათუმელები“ ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა აჭარის გზების დეპარტამენტს.  

ბათუმში ბინა გადასცეს გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ

ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადასცეს მეექვსეკლასელ გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ შემთხვევაზე – მეწყერმა თედორაძეების სახლი წაიღო და მსუბუქი ავტომანქანა. საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იყო, მათ შორის, 14 წლის ბიჭი. დაიღუპა ავტომანქანში მყოფი ორი პირიც. გოგო, რომელსაც დღეს აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ბინა გადასცა, სტიქიის დროს …

პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. „მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით …

კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ნოემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 ნოემბერს კორონავირუსით აჭარაში გარდაიცვალა 8 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს გასულ 24 საათში 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 28 ნოემბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 4 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, …

გაზი გაითიშა, მიზეზი მაგისტრალის დაზიანებაა

აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. “სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.  

როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა, რის მიხედვითაც, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში უფროს მასწავლებელს შეუძლია გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს. გარე დაკვირვება მასწავლებელმა 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს. „ხოლო 2021 …

„იალჩინი“ 12 მაღაზიიდან 5-ს ისე კეტავს, რომ მიზეზებზე არ საუბრობს

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში „იალჩინის“ მაღაზიების ქსელის ნაწილში ახალი ქსელი – „დეილი“ გაიხსნება. „იალჩინს“ ამ დრომდე ბათუმში სულ 9 მაღაზია ჰქონდა, ახლა კი 7 ექნება. „იალჩინის“ ნაცვლად „დეილი“ დაგხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურის ორ მაღაზიაში. „იალჩინის“ 5 მაღაზიის დაკეტვის გამო კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება პანდემიას არ უკავშირდება. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „დეილს“ …

როგორც ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები უმუშევრად და უკომპენსაციოდ 

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 250-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მდგომარეობა პანდემიაში საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე მეტად რთულია – კულტურული, ენობრივი თუ ეკონომიკური იზოლაციის გამო. ბოშები ბოლო წლების განმავლობაში ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2008 წლიდან ბოშა ბავშვებმა სკოლაშიც დაიწყეს სწავლა. ახლა კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფროსკლასელი ბოშებიდან გაკვეთილებს თითქმის ვეღარავინ ესწრება სმარტფონისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ბავშვებს შინ …

დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან

COVID19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა ჟანგბადის ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, რის გამოც დადგა აუცილებლობა სამედიცინო ჟანგბადი შევისყიდოთ გადაუდებელი აუცილებლობის წესით – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა: „ცენტრი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რომ ასეთი სიხშირით გაიზრდებოდა СOVID19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რის …

მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს. „პირველ ხანებში …

სახალხო დამცველი შობის ღამეს რელიგიური უმცირესობებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, სადაც ის რელიგიური უმცირესობების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს მთავრობას. დამატებითი შეზღუდვა ითვალისწინებს 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვასა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ქრისტეშობას 24-25 დეკემბერს აღნიშნავენ, ღამის საათებში გადაადგილების უფლება …

უფასო სასადილოს 6000-მდე ბენეფიციარს მერია სასურსათო კალათას გადასცემს

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო იმუშავებს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდული იქნება. მერიის ინფორმაციით, 6000-მდე ბენეფიციარისთვის, რომლებიც მუნიციპალურ სასადილოში სადილობდნენ ან საკვები მიჰქონდათ, პროდუქტების გაცემა დაწყებულია, საახალწლოდ კი სპეციალური სასურსათო კალათების გაცემა იგეგმება. „ბათუმელები“ დაინტერესდა ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბენეფიციართა ნუსხაში შესაბამისი ქულების მიხედვით ვერ მოხვდნენ, მაგრამ …

„პურზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება“ – ბიზნესის მიმართვა მთავრობას

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას მიმართეს. განცხადების თანახმად, ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. „მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან …

6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდი იქნება| გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. სააგენტოს ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს –  ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება ამინდს კონკურეტულად აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 …

120 ოჯახი ბათუმში გასათბობად შეშას ითხოვს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზამთარში გასათბობად მერიისგან შეშით მომარაგება 120-მა ოჯახმა მოითხოვა. მერიაში განმარტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600 კუბურ მეტრზე მეტი შეშა. მერია აპირებს თითოეულ ოჯახს  2 კუბური მეტრი შეშა მისცეს, რაც მთელი ზამთრის განმავლობაში ამ ოჯახებისთვის საკმარისი არ იქნება, თუ  სხვა რაიმე დამატებითი საშუალებებიც არ გამოიყენეს გასათბობად. მერიაში განაცხადეს ასევე, …

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: [checklist] 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 5 ლარად 300 ლოკალური წუთი – 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: …

დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანებს ქირაობდა, შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. სამართალდამცველებმა დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ასევე დადგინდა, …

რა იკრძალება 28 ნოემბრიდან – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა. იხილეთ შეზღუდვებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა? დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. შესაძლებელია თუ …

აჭარაში კოვიდის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 447 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 1020 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 ადამიანი. აჭარაში 2039 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეში კი – 1034.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

გელაურელი ბოშების ბუნდოვანი მომავალი – შიმშილი პანდემიაში

„სხვა რამის კეთება არ შეუძლიათ, მოწყალების თხოვნით ცხოვრობენ“, „მოსწონთ ასე ცხოვრება“, „თვალის ასახვევად ითხოვენ ფულს, სინამდვილეში მდიდრები არიან“ – ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოში ბოშებზე აქვთ. ქობულეთში 250-მდე ბოშა ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ თემში. დაბნეულობა, შიში, გაჭირვება, გაუცხოება, კულტურული და ეკონომიკური იზოლაცია, ოჯახების ტრაგიკული ისტორიები – ეს არის ის, რასაც ბოშების მიკროსამყაროში შებიჯებისთანავე …

კოვიდის 4780 ახალი შემთხვევა საქართველოში, 37 პაციენტი გარდაიცვალა

27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 489 პირი. ბოლო 24 საათის განმავლობაში აღირიცხა კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 1161 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: თბილისი – 1 863 შემთხვევა აჭარა – …

კოქტეილი – ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს. მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.  კოქტეილი – ასე ჰქვია პროდუქტს, რომლის სახელიც შინაარსზე თავად …

„გულნატკენები და გაბრაზებულებიც ვართ“ – მთავრობას რელიგიური უმცირესობები ისევ დაავიწყდა

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ღამით მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. გამონაკლისი ორი დღეა 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა ღამე და 6 იანვარი, მართლმადიდებლური შობის წინა ღამე. საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და საშობაო ლიტურგიისთვის ტაძრებში 24 დეკემბრის საღამოს იკრიბებიან. ამასთან დეკემბერ-იანვარში სხვადასხვა კონფესია სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, 11-18 …

„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი …

როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუკი დასაქმებულ პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, მაგრამ ვერ იკეთებს ფასიან  PCR ტესტს, თვითიზოლაციაში ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. „ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, დასაქმებული პირი დგება აღრიცხვაზე ოფიციალურად. განაცხადი უნდა გააკეთოს პირმა იმ შემთხვევაში, თუკი აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტი ან ახლო კონტაქტი. ეპიდემიოლოგები ამ პირის მონაცემებს …

არც ჰო და არც არა – მერის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკა მჩეველთა საბჭოს შექმნაზე

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმა. არჩილ ჩიქოვანმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად ისე წარუდგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არც კი დაინტერესებულა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაუდასტურეს. მერს არც სათათბირო მრჩეველთა საბჭო აქვს, რომელთან ერთადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვას მას პირდაპირ თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა …

როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას

ფინეთში, სადაც 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის სულ 23 148  შემთხვევაა დადასტურებული და 388 კოვიდით გარდაცვლილია. შესაბამისად, სკანდინავიის ამ ქვეყანას კორონავირუსის ყველაზე დაბალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ევროპაში. როგორ შეძლო ფინეთმა კოვიდ პანდემიის ასე წარმატებით მართვა? – „დოიჩე ველეს“ ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფინეთის პანდემიის მართვის წარმატებულ მაგალითს რამდენიმე მიზეზი აქვს. სწრაფი რეაგირება  გაზაფხულზე, …

ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით

28 ნოემბერს ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ. პარალელურად, ამოქმედდება პროგრამები, რომელიც პანდემიის პირობებში გარკვეული ჯგუფებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. მთავრობის ცნობით ფულად კომპენსაციას მიიღებენ: უმუშევრად დარჩენილები – 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის პირები, რომელღაც ამ კრიზისის დროს დაკარგეს სამსახური. დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სახელწიფოს. სოციალურად დაუცველები …

200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. „რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი …

გახარია ტურიზმის სექტორისა და სარესტორნო ბიზნესის დახმარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის დახმარების მიზნით მთავრობა ამ სფეროში დასაქმებულებისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს აუქმებს: „ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ამ გადასახადისგან“.  გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით,  ტურიზმის სექტორს მთლიანად ჩამოეწერება გადავადებული საშემოსავლო გადასახადი. მთავრობა დაიწყებს ასევე სარესტორნო ბიზნესის რესტორნის სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებას, რაც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება : „დაწესდება იგივე პროგრამა …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს

28 ნოემბრიდან საქართველოს  დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ასევე, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ …

რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება ახალი წლის დღეებში

დღეს, 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭომ იმ დამატებითი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამავე განცხადების მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის …

იზღუდება გადაადგილება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. ამავე პერიოდში იზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა. მთავრობის ცნობით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე. ვრცლად ყველა შეზღუდვის შესახებ:  რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან

Exit mobile version