მთავარი,სიახლეები

6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდი იქნება| გარემოს ეროვნული სააგენტო

27.11.2020 • 1494
6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდი იქნება| გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სააგენტოს ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს –  ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება ამინდს კონკურეტულად აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, მთაში და ზღვის სანაპიროზე მომდევნო ორ დღეს,  29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: