მთავარი,სიახლეები

ბათუმში გაზის მიწოდება კვირას დილიდან დაიწყება – კომპანია

28.11.2020
ბათუმში გაზის მიწოდება კვირას დილიდან დაიწყება – კომპანია

აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება კვირას, 29 ნოემბერს, დილიდან აღდგება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ღამით საავადმყოფოებს, კოვისსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულებს ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – კვირას დილიდან.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან 5 დღე იქნება საჭირო, რომ გაზი ყველა აბონენტთან მივიდეს. „ყველა ჭიშკართან ვიქნებით მისასვლელი, ტექნიკური პროცესია, უსაფრთხოების საკითხი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოკარში.

ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის და გურიის რეგიონებში დღეს დილით შეწყდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია დაზიანების კონკრეტული მიზეზი. ბუნებრივი აირის შეწყვეტის შემდეგ ბათუმში თხევად გაზზე მოთხოვნა გაიზარდა. თხევადი გაზის ჩამოსასხმელ ობიექტებზე რიგებია.

რიგი თხევადი გაზის ჩამოსასხმელ ობიექტზე, 28 ნოემბერი

მუშაობა დაზიანებულ მილთან, რის გამოც დღეს დილით აჭარასა და გურიაში გაზის მიწოდება შეწყდა ფოტო: გაზის ტრანსპორტირების კომპანია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: