განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – სამინისტროს განცხადება

28.11.2020 • 5933
როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა, რის მიხედვითაც, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში უფროს მასწავლებელს შეუძლია გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.

გარე დაკვირვება მასწავლებელმა 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს. „ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში – 2021 წლის 30 სექტემბრამდე მიენიჭებათ სტატუსი“-აცხადებს სამინისტრო.

რაც შეეხებათ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, სამინისტრო აცხადებს, რომ  არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები გაიმართება 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე.

სამინისტროს განცხადებით, რადგან მასწავლებლის კარიერულ სქემაში ცვლილება შევიდა ცვლილება შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებსაც. პრაქტიკოსები, გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.

„გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: