2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს და დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. მთავრობის ცნობით, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარება, რითაც სიჭინავას …
Category Archives: სიახლეები
ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი
დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედია მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. „მაშინ როცა ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ …
Continue reading “ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი”
ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაგრძელდება შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ეს შეღავათი ეხება კერძო სექტორს და არ ვრცელდება საჯარო-საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. შეღავათი ითვალისწინებს შემდეგს: იმ დასაქმებულზე, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, დამსაქმებელი 750 ლარზე არ გადაიხდის საშემოსავლოს [ან თუ გადაიხდის, სახელმწიფო დამსაქმებელს უკან დაუბრუნებს]. შეღავათი ეხება 2020 წლის დეკემბრის თვეს და …
Continue reading “ვის დაუბრუნდება საშემოსავლო დეკემბერ-მაისში – შეღავათი ბიზნესისთვის”
„ბუშტების აქციაზე“ აჭარის მთავრობასთან 2 პირი დააკავეს – არის ფიზიკური დაპირისპირება
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე „ბუშტების აქციაზე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთავრობის სახლთან ბუშტები გაუშვა – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეზო ხარაზი სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს. არის ინფორმაცია, რომ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ირაკლი ჩხვირკვია აქამდეც დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ის 500 …
კორონავირუსის Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანეთში დაამტკიცეს – ვაქცინაცია შემდეგ კვირას იწყება
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იმუნიზაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის. პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ …
ბუშტების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან | LIVE
დღეს, 2 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოციზია და საინიციატივო ჯგუფები „ბუშტების აქციას“ მართავენ. „არა ქოცებს“, „მონობა ტეხავს“ – ასეთი წარწერებია ჰელიუმის ბუშტებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა აჭარის სახლთან მოიტანეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ მიიტანეს ზვიგენისა და ზებრის ფორმის ბუშტებიც. ბოლ ორი დღეა აქციაზე ჰელიუმის ბუშტების გაშვება აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების …
Continue reading “ბუშტების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან | LIVE”
აჭარაში კოვიდით ინფიცირების 402 ახალი შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვს მთავრობა აღარ ამბობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 4033. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში სულ 999 პირი გადის მკურნალობას კლინიკებში, მათ შორის 119 ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა. 1973 პირი აჭარის რეგიონში კოვიდსასტუმროში მკურნალობს, 1004 ადამიანი საკარანტინე სივრცეშია, ხოლო 11 505 – თვითიზოლაციაშია. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი. …
კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39 , გამოჯანმრთელდა – 4061 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
ვის ეზრდება პენსია იანვრიდან 20-25 ლარით
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია პენსიის ზრდა შემდეგი ოდენობით: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 20 ლარით და იქნება 240 ლარი; 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და იქნება 275 ლარი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად პენსიის ზრდას შესაბამისი კანონი ითვალისწინებს: „სახელმწიფო …
გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა
პურზე ფასები რომ არ გაიზარდოს მთავრობამ განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, სუბსიდირებული 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა. პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებს და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მთავრობამ 30 ნოემბერს დაამტკიცა. თუმცა, სუბსიდირება არ გულისხმობს იმას, რომ 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი …
Continue reading “გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა”
მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასების ზრდა 100 ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ დამატებითი განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გააკეთა. „2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის – 15 საათის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული …
Continue reading “მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება”
„ეს სპეცრაზმი არ არის“ – აჭარის პოლიციის უფროსი მთავრობასთან მობილიზებაზე
„ეს სპეცრაზმი აარა, ჩვეულებრივი საპოლიციო ძალებია, შსს-ს წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, როტაცია ხდება პერიოდულად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა. მას აჭარის მთავრობის სახლთან ახლოს, თეატრის წინ პოლიციის მანქანების და სამართალდამცველების ახალი მობილიზების შესახებ ვკითხეთ. პოლიციის მანქანების გვერდით დგას ლურჯი ავტობუსიც. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს აქ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის …
Continue reading “„ეს სპეცრაზმი არ არის“ – აჭარის პოლიციის უფროსი მთავრობასთან მობილიზებაზე”
თურქეთში შაბათ-კვირას სახლიდან გასვლა აკრძალეს – საელჩოს გაფრთხილება
საქართველოს საელჩო ანკარაში მოქალაქეებს თურქეთის სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. „თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე. აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის პირველ დეკემბერს, 21:00 საათიდან. ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო …
Continue reading “თურქეთში შაბათ-კვირას სახლიდან გასვლა აკრძალეს – საელჩოს გაფრთხილება”
ქვიარაქტივისტი ბათუმიდან, რომელმაც პრემია „კატო“ მიიღო
„ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფთან, ქვიარადამიანებთან. ყოველდღიურად მიწევს ვინერვიულო ადამიანებზე, რომლებიც უკიდურეს საფრთხესა და სიღარიბეში არიან, მდგომარეობაში, რომელშიც მეც ვიყავი. პანდემიის პირობებში ძალადობის სიხშირე, სიღრმე და სიმწვავე იმატებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ერთ დროს მეც მეგონა, რომ რაც ჩემს თავს ხდებოდა, ჩემი ბრალი იყო. მეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩემს თავს ხდებოდა. ეს ასე არ არის. …
Continue reading “ქვიარაქტივისტი ბათუმიდან, რომელმაც პრემია „კატო“ მიიღო”
სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ
თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან. „დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. …
Continue reading “სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ”
„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა
მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია. ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს. კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს …
Continue reading “„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა”
პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის
“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა. ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა …
Continue reading “პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის”
ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე
დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა. „იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც …
Continue reading “ექთნებისა და სანიტრების ფინანსური წახალისება იგეგმება – რიჟვაძე”
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 მოქალაქე დაჯარიმდა |შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …
Continue reading “პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 მოქალაქე დაჯარიმდა |შსს”
აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა თავში ჩაარტყეს – აქცია აჭარის მთავრობასთან
დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა. დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო. __________________ …
“პოლიციამ ჰელიუმის ბუშტი გაუხეთქა და დააკავა” – დეპუტატი კიდევ ერთ დაკავებულზე
აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, პირველ დეკემბერს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. „კითხვა დაუსვა ახალგაზრდამ პოლიციელს, მაქვს თუ არა ბუშტის გაშვების უფლებაო. ამან გააღიზიანა პოლიციელი, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო. პოლიციელმა ჰელიუმის ბუშტი ცხვირწინ გაუხეთქა და შემდეგ დააკავა,“ – ჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეების …
Continue reading ““პოლიციამ ჰელიუმის ბუშტი გაუხეთქა და დააკავა” – დეპუტატი კიდევ ერთ დაკავებულზე”
რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა
დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …
აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, პირველ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, ახალ წლამდე სასურსათო პაკეტს გადასცემენ. „ასევე იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაშიც, თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას,“ – განაცხადა …
Continue reading “აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა”
აჭარაში კოვიდის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა
პირველი დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდკლინიკა დატოვა 141-მა პაციენტმა. დღეის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 50 პაციენტი. მკურნალობას გადის 6 015 პირი, აქედან კლინიკაში მკურნალობს 929 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 840, …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორი მონაწილე დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. „მეჭირა ბუშტი და რატომ მომვარდა 50 პოლიციელი?“ – ჰკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს. „გაუშვი ბუშტები, არ არის პრობლემა“, – უპასუხა ანანიაშვილმა მას. თუმცა …
Continue reading “ორი პირი დააკავეს აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან”
დეკემბრის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 3 –8 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით:6 – 11 გრადუსი ღამით: 0 – 3 …
Continue reading “დეკემბრის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება | ამინდის პროგნოზი”
კორონავირუსის სტატისტიკა დღეს: 3759 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი
საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან განიკურნა 3574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 ადამიანი. ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 1 595 აჭარა – 623 იმერეთი – 392 …
Continue reading “კორონავირუსის სტატისტიკა დღეს: 3759 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი”
პოლიციამ 1 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ …
Continue reading “პოლიციამ 1 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო – შსს”
ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ
წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს. ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ …
Continue reading “ოპოზიციონერი „ბუშტების აქციისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ”
აჭარის გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით 80 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება. ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის …
„გვამუშავა და ხელფასი არ მოგვცა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც გონიოში კორპუსს აშენებს
„გვამუშავეს და ხელფასი არ მოგვცეს. ასაღები გვაქვს 27 ათასი ლარი, სულ 15 მუშა ვართ,“ – ამბობს ლევან კილაძე. ის გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდა. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს. „ჩვენ აქ …
162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე
საქართველო ახალ წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლითა და ახალი შეზღუდვებით ხვდება. პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებაში და კოვიდის სამართავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჯერ კიდევ არ არის დათვლილი დაახლოებით რამდენ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ამ კუთხით 2021 წელს, თუმცა პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და „ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტისთვის“ 1,1 მილიარდი …
Continue reading “162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე”
როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს
„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით …
Continue reading “როგორ მივიდეს მასწავლებელი სკოლაში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს”
აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო
ბათუმის დაბალსართულიან, პატარა სახლებსა და მყუდრო, ხეებითა და ვაზით დაჩრდილულ ეზოებს წლებია ნაცრისფერი, მაღალი კორპუსები ენაცვლება. ბათუმი იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები ხშირად ძველ ბათუმს, ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას განადგურებით ემუქრება. თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბათუმში ძველი, ისტორიული შენობის დანგრევაზე ან ქალაქის ხედის მნიშვნელოვან ცვლილებაზე იწყება საუბარი, ბათუმში ისმის სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რომლებიც ქალაქის დასაცავად იბრძვიან ყველგან …
Continue reading “აქტივისტების ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ქუჩაში, მერიასა და სასამართლოში | ვიდეო”
საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით
„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია …
პოლიციის უფროსი ბუშტების გაშვებაზე: ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა
„აქ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი… ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა,“ – აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი აჭარის მთავრობის სახლის წინ ჰელიუმის ბუშტების გაშვებაზე. დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. საპროტესტო აქციაზე „იმოქმედეს“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს გზავნილები ბუშტებით გაუგზავნეს, ბუშტების ჩამოხსნა პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად …
Continue reading “პოლიციის უფროსი ბუშტების გაშვებაზე: ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა”