მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს

26.11.2020
როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ სამსახურში წარსადგენად PCR ტესტს ვერ იკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუკი დასაქმებულ პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, მაგრამ ვერ იკეთებს ფასიან  PCR ტესტს, თვითიზოლაციაში ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.

„ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, დასაქმებული პირი დგება აღრიცხვაზე ოფიციალურად. განაცხადი უნდა გააკეთოს პირმა იმ შემთხვევაში, თუკი აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტი ან ახლო კონტაქტი.

ეპიდემიოლოგები ამ პირის მონაცემებს გადასცემენ ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისად, ბიულეტენზე ყოფნის ცნობაც გაიცემა. სიმპტომების შემთხვევაში პირს ასევე შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს. ამ შემთხვევაშიც იხსნება ბიულეტენი, ანუ საავადმყოფო ფურცელი, რომლის საფუძველზეც პირს სამუშაო ადგილზე ვერ დაუკავებენ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას“, – ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიოლოგების მიერ აღრიცხულ პირზე გაცემული ბიულეტენის ფურცელი არის ოფიციალური და დამსაქმებელი ვალდებულია ამ პირს ხელფასი აუნაზღაუროს.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან მაგალითად სამკერვალოში დასაქმებული პირები, რომლებიც „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ დამსაქმებელმა საპატიოდ არ ჩაუთვალა თვითიზოლაციის დღეები, ტესტის გაკეთება კი საკუთარი ხარჯებით ვერ მოახერხეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: