მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით

26.11.2020
ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით

28 ნოემბერს ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ.

პარალელურად, ამოქმედდება პროგრამები, რომელიც პანდემიის პირობებში გარკვეული ჯგუფებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

მთავრობის ცნობით ფულად კომპენსაციას მიიღებენ:

  • უმუშევრად დარჩენილები – 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის პირები, რომელღაც ამ კრიზისის დროს დაკარგეს სამსახური. დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სახელწიფოს.
  • სოციალურად დაუცველები – ის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 100 ლარს.
  • მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი ოჯახები – 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას,
  • 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები – 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: