მთავარი,სიახლეები

გახარია ტურიზმის სექტორისა და სარესტორნო ბიზნესის დახმარებაზე

26.11.2020 • 1371
გახარია ტურიზმის სექტორისა და სარესტორნო ბიზნესის დახმარებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის დახმარების მიზნით მთავრობა ამ სფეროში დასაქმებულებისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს აუქმებს:

„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ამ გადასახადისგან“.  გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით,  ტურიზმის სექტორს მთლიანად ჩამოეწერება გადავადებული საშემოსავლო გადასახადი.

მთავრობა დაიწყებს ასევე სარესტორნო ბიზნესის რესტორნის სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებას, რაც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება : „დაწესდება იგივე პროგრამა რესტორნების ბიზნესზე, რაც გვქონდა სასტუმროებზე“.

გახარიას თქმით, ბიზნესის დახმარება მთავრობას ჯამში ერთი მილიარდ 140 მილიონი ლარი დაუჯდება.

გადაბეჭდვის წესი