ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა. კოვიდინფიცირებული ქალი, …

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის …

ზამთარი საშუალოზე 1 გრადუსით თბილი იქნება | ამინდის ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექის რაოდენობა კი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, …

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 2 580 000 ლარის ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენას ტენდერის გარეშე გეგმავს. „112“-მა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის უკვე მიმართა. „112“-ის ადამიანური რესურსების სრული მობილიზების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის გამწვავების პარალელურად, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, მოხდა ადამიანური რესურსების სარეზერვო ჯგუფების მაქსიმალური მობილიზება, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა …

ბათუმში უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 4 –9 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 …

აჭარაში კოვიდის 483 ახალი შემთხვევაა, რეგიონში 155 მძიმე პაციენტია

4 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1025 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 155 მძიმე პაციენტია, ხოლო 44  ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 38 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის …

კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი – 5 068 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა –  38 , გამოჯანმრთელდა –  2 336 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ …

ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ადასტურებს ინფორმაციას კლინიკაში 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ. სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა. უნგიაძის ინფორმაციით ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის …

„პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი

„როდესაც სამზარეულოში ტრიალებ და ფიქრობ, რომელიმე კერძის ან ტკბილეულის მომზადებაზე, გონებაში გიტრიალებს შედეგი: როგორ გააწყობ სუფრას, როგორ “განალაგებ კერძებს, როგორ მოახდენ სერვირებას, რა სისქის კრემი უნდა იყოს, რომ არქიტექტურულად აეწყოს ნამცხვარი, მდგრადობა შეინარჩუნოს, ლამაზი იყოს და თან გემრიელი. პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე, ამ ასაკში კულინარიაში ვცდი, თუმცა ვხატავ კიდეც, ხაზვაც კარგად გამომდის და ვფიქრობ, დიდ მასშტაბებშიც …

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა. „ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, …

ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]

დღეს, 3 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე. არჩევნების შედეგების მიხედვით 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს. სიის …

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს. 12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს …

უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ  მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. „ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას –  „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად,  თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …

რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს. მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული …

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს: დაქირავებული – რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, …

შვილის და შვილის მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცი დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. შსს-ს ცნობით, გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური …

დააკავეს კაცი, რომელმაც ხელვაჩაურში აფთიაქი დააყაჩაღა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ხელვაჩაურში აფთიაქი დააყაჩაღა. პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად …

როგორ მივიღოთ 300-ლარიანი კომპენსაცია | რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 3 დეკემბერს, დაიწყო 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება. სარეგისტრაციო განაცხადი უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან [ბმულის გასახსნელად დაკლიკეთ წითლად მონიშნულ სიტყვებს]. ამავე ბმულზე შესაძლებელია ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია. 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ …

ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ისევ აქციებისთვის ემზადებიან

უახლოეს მომავალში ბათუმში შესაძლოა გაჩნდეს კიდევ ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეები ტრანსპარანტებით გამოვლენ და მთავრობისგან პასუხებს მოითხოვენ – აქციას თურქეთში, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში დასაქმებული, ახლა სამსახურის გარეშე დარჩენილი ქალები აანონსებენ. ისინი პანდემიის პირობებში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათი პროტესტის მოტივი სოციალური სიდუხჭირეა. ქალები ამბობენ, რომ ამჯერად ოჯახებთან ერთად გამოვლენ და მათი აქცია ხალხმრავალი იქნება. უსამსახუროდ …

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …

კომისია მოამზადებს ვაქცინაციის გეგმას საქართველოში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 3 დეკემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველომ თანხა უკვე გადაიხადა ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. „შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ …

თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე

„მერია ბაზარში ვაჭრობას გვაიძულებს, სადაც არავინ შედის და გადასახადი თვეში 300 ლარია. ამას ემატება კომუნალური გადასახადები,“- ამბობენ ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე ქაფშიას ყიდიან. დღეს, 3 დეკემბერს, დილით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ეს ადგილი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს. „მოვიდნენ და აგვყარეს, დახლები დაგვიმტვრიეს და სანაგვე ურნებში ჩაყარეს. აი, ჩემი ხელი, ნახეთ, როგორ გადამიგრიხეს,“- …

აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა

3 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 551 პაციენტი. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1043 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 152 მძიმე პაციენტია, ხოლო 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 45 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის …

კოვიდის 4260 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა | 3 დეკემბრის მონაცემები

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში ქვეყანაში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე. 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისი – 1 676 შემთხვევა აჭარა -525 …

ავარიის შედეგად ბათუმში დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, მეჯინისწყლის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად “ბათუმელების” ინფორმაციით, დედა-შვილი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

სილქნეტმა ვირტუალური ოპერატორების დაშვებაზე საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა

გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც  Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსის და კონკურენციის ექსპერტის მიერ ნათქვამია: „მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების (მობილური ვირტუალური ოპერატორების) დაშვება“.  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე ვითარება სხვაგვარია. გვინდა მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი …

გლეხის პროდუქტი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა | ფასები ბათუმის ბაზრიდან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მოისმენთ უკმაყოფილო მოქალაქეების საუბრებს საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასის გამო. კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში მართლაც მოიმატა მთელი რიგი პროდუქტების ფასმა. საკვები პროდუქტების ფასების გასაგებად ბათუმის აგრარულ ბაზარს ვეწვიეთ, მიიჩნევა, რომ  აქ პროდუქტი ყველაზე იაფია. ბაზარში გვითხრეს, რომ მხოლოდ გლეხების მიერ ჩამოტანილი პროდუქტი გაიაფდა პანდემიისას. საბითუმო მაღაზიების მოვაჭრეებისა და მფლობელების თქმით კი, …

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან ამოქმედდება. პირებმა,  რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს …

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში ტრადიციული საახალწლო ღონისძიებები არც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება და არც შემდეგ დღეებში. დაიდგმება მხოლოდ ნაძვის ხე და განათდება რამდენიმე ქუჩა, რისთვისაც ბიუჯეტში 503 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან 60 ათასი ლარი ქუჩების განათებისთვის არის გამოყოფილი. „503 ათას ლარში შედის როგორც ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟი, ასევე განათებები. ვცვლით მხოლოდ იმ განათებებს, რაც შარშან დაზიანდა. …

დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 2 დეკემბერს, ფოთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ასლან ვაშაყმაძე, რომელიც 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ფეისბუქში ძალადობისკენ მოწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით [239-ე მუხლის პრიმა ერთი]. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის …

რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს. გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის  …

კაცობრიობას აქვს “ომი” ბუნებასთან, ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით | გუტერეში 

„ჩვენი პლანეტა გატეხილია“, – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, კაცობრიობა ბუნებასთან „სუიციდურ“ ომს აწარმოებს. გუტერეშს სურს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარება გაეროს გლობალური მისიის ცენტრში მოაქციოს. პლანეტის მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მომავალ წელს, ემისიების ნულამდე შემცირების აუცილებლობის გარშემო, გლობალური კოალიციის შექმნა იქნება. ნულამდე იგი …

ბუშტებით პროტესტიც გამოხატვის თავისუფლებაა, ანუ რატომ მოქმედებენ პოლიციელები თვითნებურად

უკვე მესამე დღეა ბუშტები აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. დღეს უკვე ბუშტების გამო პოლიციამაც კი გვერდი აუარა კანონს და პირადი შეხედულებების მიხედვით გადაწყვიტა მათი დასჯა, ვინც გაბედა და კიდევ ერთხელ ბუშტები ცაში გაუშვა, ოღონდ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის მიმართულებით. დღის, 12 საათზე, აქციის მონაწილეებმა პერფომანსის მოწყობა გადაწყვიტეს – უფრო …

საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესი

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, დარჩნენ …

რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში: …

Exit mobile version