ხვალ საქართველოში შემოვა თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მატარებელი

ხვალ, 8 დეკემბერს, საქართველოში, ახალქალაქში შემოვა თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ. თურქული მედიის ცნობით, მატარებელი თურქეთიდან ჩინეთამდე 8 693 კილომეტრს გაივლის 12 დღეში. მატარებელი გაივლის 5 ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვალს …

კომპენსაციის მისაღებად შემოსულია 14 300-ზე მეტი განაცხადი – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისათვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. მინისტრის თქმით, განცხადებები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალე დაიწყება კომპენსაციის გაცემა. მინისტრმა მოუწოდა მეწარმეებს, რომელთაც 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ძალაში შესული შეზღუდვები შეეხოთ, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, შეავსონ განცხადება, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი …

სხალთის ეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის  შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. “მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში,” – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.  

აჭარაში კოვიდის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 7 დეკემბერი

7 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ცნობით, აჭარაში 1 047 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1788 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 468 პირი.

„კოლეგამ მე-4 ცოლი მოვიყვანეო და წავიდა კაცებში მოწონების ხმები“ – რას ჰყვებიან პარლამენტარები

„ბათუმელების“ რესპონდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თითქმის ერთნაირი გამოცდილება დაუგროვდათ: მაგალითად, საქმიანი საუბრის გადაფარვა ხმამაღალი ტემბრით ან თითქოსდა ქათინაურით – „რა ლამაზად გამოიყურები“. მათი პოლიტიკური ბრძოლის მაგალითები თითქმის იდენტურია – რთული, დამღლელი, მაგრამ მოტივაციის აღმძვრელი. ქალებმა იციან, რომ მსგავსი მაგალითები ცვლის რეალობას. გუგული მაღრაძე: თავს გიქნევენ, მაგრამ შემდეგ …

კოვიდის 2501 ახალი შემთხვევა საქართველოში

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა   9 442  ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  2501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 988 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 540 ადამიანი. დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით …

სესხის მოთხოვნა დისტანციურად – ახალი სერვისი ტერაბანკისგან

ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდს www.terabank.ge -ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, …

„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან

პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ  მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ  ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს. „ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ …

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

ქობულეთის მერიის ოპტიმისტური ბიუჯეტი პანდემიის დროს

2021 წელს ქობულეთის მერია შემოსავლების სახით ჯამში 35 მილიონ 6 ათას ლარს ელოდება, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტი წელს იძულებული გახდა შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 2,4 მილიონი ლარით შეემცირებინა. ქობულეთის ბიუჯეტში აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით სამომავლოდ 16 მილიონ ლარს ელოდებიან, რაც დაგეგმილი შემოსულობების თითქმის ნახევარია [45,6 პროცენტი]. ეს მაჩვენებელი …

ორშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში კი: დღისით: 5 – 10 გრადუსი, ღამით: 0 – 2 …

კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში – 6 დეკემბერი

6 დეკემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა -465 პაციენტი, ამ დროის მონაცემებით  დღემდე გამოჯანმრთელებულია – 22 073 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა -86-მა პაციენტმა. კრიტიკულია და  მართვით სუნთქვიაზე იმყოფება – 40 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 959 . კოვიდ სასტუმროში 1 843 პაციენტი იმყოფება, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 3 265

საქართველოში კორონავირუსის 4321 შემთხვევა გამოვლინდა – 6 დეკემბრის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 162 475 …

არაკოვიდკლინიკამ კოვიდის მართვაში ჩართულ პერსონალს ხელფასი უნდა გაუზარდოს

მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებები [არაკოვიდკლინიკები] ნოემბერში დაავალდებულა თავადვე, ადგილზე უმკურნალონ მათ პაციენტებსა და მედპერსონალს, თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ასევე ვალდებულია დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს იმ პერსონალს, ვინც კოვიდის მართვაში ჩაერთვება. მთავრობის 3 დეკემბრის დადგენილებით, „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის [რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი] დამატებითი ანაზღაურება, …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას. ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს …

რატომ არ გვაქვს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა ტერორთან მიმართებაში

ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი _________________ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების პოლიტიკას. დეკომუნიზაცია არ გამოიხატება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმთან ასოცირებული ძეგლების აღებაში. საუბარია სერიოზულ საარქივო კვლევებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, კოლექტიური მეხსიერების მთავრი ელემენტების წინა პლანზე წამოწევასთან. თითქმის ყველგან არსებობს ტოტალიტარული წარსულის შემსწავლელი ინსტიტუტები, …

სილქფესტი დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს ორი დღით შეთავაზებს მომხმარებელს

სილქფესტის ახალი აქცია 5 და 6 დეკემბერს ორ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს მობილური ქსელის აბონენტებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 20 GB მოცულობის ინტერნეტს  – 14 ლარად 40 GB მოცულობის ინტერნეტს  – 18 ლარად პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ–ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. აქცია საშუალებას მისცემს ფიზიკურ …

ჩანჩქერები, მარანი და ღია მუზეუმი – რას ნახავთ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – ამ ყველაფერს ტურისტები სოფელ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე ნახავენ. სოფელი კაპნისთავი ბათუმს 26 კილომეტრითაა დაშორებული. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე …

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი მატარებელი საქართველოსაც გაივლის

პარასკევს, 4 დეკემბერს, თურქეთიდან, ქალაქ სტამბოლიდან ჩინეთისკენ დაიძრა პირველი მატარებელი, რომელსაც საექსპორტო საქონელი გადააქვს ჩინეთში. მატარებელი გაივლის ორ კონტინენტს, ორ ზღვასა და 5 ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე. ამავე თემაზე: ბაქო-თბილისი-ყარსი: არსი, მნიშვნელობა, რისკები და საქართველო თურქული მედიის ცნობით, მატარებელი თურქეთიდან ჩინეთამდე 8 693 კილომეტრს გაივლის 12 დღეში. ___________ მთავარი ფოტო: სააგენტო …

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ბიზნესმენს ქურდული სამყაროსთვის 10 000 დოლარს სთხოვდნენ | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 2 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, …

საქართველოში კოვიდის 5450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა

5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  18 095 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 306 პირი და გარდაიცვალა 37 პაციენტი.  დღეს გამოვლენილი 5 450 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 2 053 აჭარა – 453 …

აჭარაში კოვიდის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 დეკემბერი

5 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 430 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, აჭარაში 942 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 42  ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. 1923 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 102 პირი. ამავე თემაზე:  სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება …

სად შეგიძლიათ ბათუმში კოვიდზე უფასო სწრაფი ტესტირება შაბათ-კვირას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შაბათ-კვირას, 5 და 6 დეკემბერს, ბათუმში არსებული პოლიკლინიკები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ. მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი და 20 წუთში მიიღონ პასუხი. ბათუმში შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: ბათუმის N1 …

თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის

თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს,  შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს …

საქართველოში ყოველ 24-ე ადამიანს კოვიდი აქვს დადასტურებული | სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 4 დეკემბერს 152 704-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 41 000 ინფიცირებულია, ანუ ყოველი 24-ე ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 385-ია. საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა – 126 904 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 2336. ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გარდაიცვალა 1425 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში …

ავსტრალიაში კოალა სახლში შეიპარა და ნაძვის ხეზე აძვრა

ავსტრალიელ ქალს სახლში ნაძვის ხეზე უჩვეულო მორთულობა – ნამდვილი კოალა დახვდა.  ცნობისმოყვარე კოალას ფოტოებს CNN-ი ავრცელებს. უჩვეულო სტუმრით გაოცებულმა ამანდა მაკკორმიკმა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეს მახლობლად, კორომანდელის ხეობაში ცხოვრობს, კოალების გადამრჩენელთა ადგილობრივ ორგანიზაციაში დარეკა. „ამ საღამოს ჩვენს ცხელი ხაზის ოპერატორს დაურეკეს. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ. მაგრამ არა, საშობაო სულისკვეთებით შეპყრობილი კოალა ამანდა მაკკორმიკის …

სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან

მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასაც აყენებს ზიანს.  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.  ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების …

სად შეგიძლიათ კოვიდზე სწრაფი ტესტის უფასოდ გაკეთება აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდაა შესაძლებელი. პაციენტებს სწრაფი ტესტის გასაკეთებლად მიმართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, პაციენტებს ასევე თვითდინებით შეუძლიათ მიმართონ სწრაფი ტესტისთვის ამბულატორიებს კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში. ბათუმი სს …

კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო

გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის „უსიმპტომო“ იყო, თუმცა კორონავირუსმა მაინც იმსხვერპლა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა. რატომ აქვს ქალის ოჯახს ეს განწყობა, როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა გარდაცვლილის დას დაუსვა. „გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ …

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ვენის სასამართლომ ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კარლ-ჰაინც გრასერი დამნაშავედ ცნო თითქმის 10 მილიონი ევროს ქრთამად აღებაში და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ვერსიით, 2004 წელს გრასერმა, რომელიც მაშინ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო, 60 ათასამდე სახელწიფო ბინის გაყიდვისას კერძო ინვესტორს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა შესყიდვის ფასის შესახებ, რომ ტენდერი სხვა კომპანიას არ მოეგო. გარიგების მთლიანი თანხა 961 …

მდინარაძე: ჯანდაცვის მინისტრის და სისტემის კრიტიკის დრო არ არის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სისტემის „მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა მიუღებელია“. ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრი ითქვა და დაიწერა ჯანდაცვის გაუმართავ სისტემაზე. „ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა არის ის, …

სილქნეტის მომხმარებლებისთვის „ულიმიტო დღეების“ აქცია იწყება

შეუზღუდავი კომუნიკაციისთვის, სილქნეტმა   “ულიმიტო დღეების“  აქცია განაახლა.   აქციაში მონაწილე სამივე პაკეტი მოიცავს ულიმიტო სასაუბრო დროს ლოკალურ ქსელებზე (გლობალსელის და ასანეტის გარდა), ულიმიტო სმს და ულიმიტო ინტერნეტს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კოდით *020# გაიაქტიუროს სასურველი პირობა: [checklist] ულიმიტო დღიური – 3 ლარად; ულიმიტო 5 დღიანი – 7 ლარად; ულიმიტო 30 დღიანი – 41 ლარად;  [/checklist] დღიური …

21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება

2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, უმასპინძლებს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფა-მ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო. „ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები …

გამყრელიძე რეინფიცირებაზე – ჯერ ვერ დავადასტურებ, მიმდინარეობს კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე არ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევის შესახებ. რეინფიცირების შესახებ გუშინ განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. „… გვაქვს მხოლოდ სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს  ჩაღრმავებული კვლევა. რომ …

უსკო-ს თავმჯდომარეს „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ და მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. დღეს, 4 დეკემბერს, უსკო 31 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმს მიიღებს. საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად იმართება. აქციის მონაწილეებმა უსკო-ს თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს და პირადად მისი გადაცემა ითხოვეს, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას …

აჭარაში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 4 დეკემბერს ბრიფინგზე. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 38 შემთხვევაა დღეს. აქედან 20 შემთხვევა თბილისშია. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონების მიხედვით გარდაცვლილების მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, სპეციალური კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მიღების მოსამზადებელ გეგმაზე და წინასწარი …

Exit mobile version