„მედპერსონალი, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ხელფასებზე 50 %-იან დანამატს დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 7 ოქტომბერს ისაუბრა. გუშინ კი ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მომუშავე ექთანმა მოგვწერა, რომ „არ მიუღიათ ეს დანამატი, რის შესახებაც ორი თვის წინ ასევე პრემიერმა გახარიამ განაცხადა“. ექთნის …
Category Archives: სიახლეები
როგორ შევავსოთ განაცხადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად | ვიდეოინსტრუქცია
შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ინსტრუქციას მათთვის, ვისაც 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაცია ეკუთვნის სახელმწიფოსგან. გაითვალისწინეთ, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეები rs.ge-ზე რეგისტრაციას მხოლოდ Internet Explorer-ით შეძლებენ. კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელების გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ: ინდივიდუალურ მეწარმეებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს დაქირავებულ პირებს, რომლებიც …
Continue reading “როგორ შევავსოთ განაცხადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად | ვიდეოინსტრუქცია”
აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევაა, 389 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა
10 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 943 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში საქართველოში 43 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1 629 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 336 პირი.
კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3045 ადამიანი , გარდაიცვალა – 43. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარაში-331, იმერეთში-708, ქვემო ქართლში -352, შიდა ქართლში-214, გურიაში -72, სამეგრელო – ზემო სვანეთში -325, კახეთში-272, მცხეთა-მთიანეთში-133, სამცხე-ჯავახეთში-75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-21.
10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანები უფრო ხშირად კვდებიან ისეთი არაინფექციური დაავადებებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის ანგარიშში, რომელშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია განხილული. თუ 2000 წელს ადამიანების გარდაცვალების მიზეზების პირველ ათეულში მხოლოდ ოთხი ისეთი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის შედეგად არ გადადის, 2019 წელს მათი რაოდენობა შვიდამდე …
Continue reading “10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო”
ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის
„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია. შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში …
Continue reading “ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის”
როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის: ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას. ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, …
Continue reading “როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა”
მიტოვებული კაფე აფხაზეთში – ფოტო, რომელიც Earth Photo 2020-ის გამარჯვებულია
დიდ ბრიტანეთში გამართული ფოტოკონკურსის – Earth Photo 2020 გამარჯვებულებს შორისაა ფრანგი ფოტოგრაფის, ჯონათან ხიმენესის, იგივე ჯონკის ფოტო – „კაფე აფხაზეთში“. ფოტოგრაფმა აფხაზეთში ძველი შენობების ფოტოსერია გადაიღო, რათა ეჩვენებინა, როგორ ეუფლება თანდათან ბუნება ადამიანებისგან მიტოვებულ შენობებს. Earth Photo დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ფოტოკონკურსია, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული გარემოსა და პირობების ჩვენებაა.
ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ
„გზაზე სატვირთოების გავლა საშიშია, შეშა ვეღარ მოგვაქვს, მანდარინის წაღებაც პრობლემაა… მსუბუქები სწრაფად გადადიან, რომ რამე არ მოხდეს,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები ადამიანები. აქ შიდასასოფლო გზაზე მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დღეს მეწყერმა ქვედა ჯოჭოში თედორაძეების სახლი წაიღო. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობის თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისშივე აცნობეს გზების დეპარტამენტს, ასევე …
Continue reading “ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ”
ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან
გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …
Continue reading “ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან “
ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 16-16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს
ბათუმში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულებს ა.ქ.-ს და ო.ქ.-ს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. საუბარია 31 იანვარს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ო.ქ-მ და ა.ქ-მ უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ორი პირის – ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა …
Continue reading “ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 16-16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს”
კოვიდის 4734 ახალი შემთხვევა საქართველოში, 38 პირი გარდაიცვალა | 9 დეკემბერი
9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 895 პირი და გარდაიცვალა 38 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 614 ადამიანი. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები …
Continue reading “კოვიდის 4734 ახალი შემთხვევა საქართველოში, 38 პირი გარდაიცვალა | 9 დეკემბერი”
კოვიდის 489 ახალი შემთხვევა აჭარაში | ბოლო 24 საათის მონაცემები
9 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 980 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 48 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში საქართველოში 38 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1 684 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 441 პირი.
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი, შოთა ბერიძე, რომელიც ამავე კლინიკაში მკურნალობდა კორონავირუსზე. ექიმი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში 6 დეკემბერს შეიყვანეს, იგი გუშინ, 8 დეკემბერს გარდაიცვალა. შოთა ბერიძე 2011 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იგი 63 წლის იყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აჭარაში სულ 6 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით. _______________
რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები
„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …
Continue reading “რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები”
რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები ზამთრის არდადეგებზე | სამინისტრო
განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. რადგან 16-17 იანვარი შაბათი-კვირაა, 2021 წელს სასწავლო პროცესი ორშაბათს, 18 იანვარს განახლდება. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დიდი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დისტანციურად ტარდება, ბათუმში კი სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა 2020 წლის გაზაფხულზე შეწყდა და …
Continue reading “რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები ზამთრის არდადეგებზე | სამინისტრო”
სექსუალური შევიწროება ძირითადად დღისით, ქუჩასა და ტრანსპორტში ხდება | შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა. სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარაში – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა. …
Continue reading “სექსუალური შევიწროება ძირითადად დღისით, ქუჩასა და ტრანსპორტში ხდება | შსს”
“სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციებს ულიმიტო პირობით შეთავაზებს მომხმარებლებს
9 დეკემბერს სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შეთავაზებს. კომბინაციით *202# ფიზიკური და იურიდიული პირები 30 დღით გაიაქტიურებენ: [checklist] ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე. ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე. [/checklist] პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის …
ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების …
Continue reading “ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს”
ქედაში 104 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა
ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრებმა 104 წლის ფატყუმე ბოლქვაძემ კოვიდი დაამარცხა. როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, 104 წლის ქალმა კოვიდზე სახლში იმკურნალა. „სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო. მაგრამ უკვე დაძლია …
კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე
„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა …
Continue reading “კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე”
გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს
„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან …
Continue reading “გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს”
სახალხო დამცველი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და განათლების სამინისტროს მიუთითებს
სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიუთითებს, რომ შშმ პირებისთვის მისადაგებული გარემო შექმნას ეროვნულ გამოცდებზე. 2020 წლის 24 ივლისს სახალხო დამცველს სმენადაქვეითებულმა მოქალაქე გ.გ-მ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი. „საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ …
Continue reading “სახალხო დამცველი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და განათლების სამინისტროს მიუთითებს”
ბათუმში ექიმი გარდაიცვალა კოვიდით
ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს, კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აჭარაში სულ 5 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ___________ დამატებითი ინფორმაცია და ფოტო ვებგვერდიდან წაშლილია ოჯახის თხოვნით.
რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ. „აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, …
Continue reading “რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს”
ბათუმში ხვალ იწვიმებს, ზეგიდან კი ისევ უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 8 დეკემბრის 21 საათიდან 9 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, ხვალ, დღისით – დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 4 –9 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: …
Continue reading “ბათუმში ხვალ იწვიმებს, ზეგიდან კი ისევ უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი”
აჭარაში კოვიდის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 დეკემბერი
8 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 506 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 982 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1646 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 771 პირი.
საქართველოში კოვიდის 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პირი გარდაიცვალა
8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 893 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 576 ადამიანი. დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით …
Continue reading “საქართველოში კოვიდის 4673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 პირი გარდაიცვალა”
ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი მე-12 ტერმინალი ამოქმედდება
ბალქ კარგო სერვისის (Bulk Cargo Service) დირექტორის სერგო ბაციაშვილის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე, მშრალი ნაყარი ტვირთების საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ ახალი ამწეები შეისყიდა. მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Bulk Cargo Service-მა და APM ტერმინალს ფოთმა გააფორმეს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთების ერთობლივი გადამუშავება ფოთის საზღვაო ნავსადგურის …
Continue reading “ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი მე-12 ტერმინალი ამოქმედდება”
„ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა ნიდერლანდების საელჩოს პრიზი მიიღო
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ კონკურსში „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გავიდა ჟურნალისტი კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი, მეორე ადგილზე კი გავიდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი და ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველი ცაბუნია ვართაგავა სამეგრელოდან. მანანა ქველიაშვილი 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „ბათუმელებში“, არის ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და მულტიმედია რეპორტიორი. კონკურსში ნომინანტები საქართველოში …
Continue reading “„ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა ნიდერლანდების საელჩოს პრიზი მიიღო”
როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე …
Continue reading “როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას”
ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული …
Continue reading “ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა”
„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან
მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს …
Continue reading “„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან”
კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა
გერმანული მედიის ცნობით კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი, კომპანია Biontech-ის თანადამფუძნებელი უღურ შაჰინი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, შაჰინი მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რიგებში შევიდა. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე უღურ შაჰინის ქონება 1 მილიარდიდან 5.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე შაჰინის ქონება, რომელიც კომპანია Biontec-ის 17.3 პროცენტს …
Continue reading “კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა”
მოვხსენით ბარიერი, ყველას შეუძლია გრიპზე აიცრას – ამირან გამყრელიძე
დღეს, 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობისაა და ყველას შეუძლია აიცრას. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ყველა მსურველს შეუძლია აიცრას ბათუმის პოლიკლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპზე უფასოდ. „გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია …
Continue reading “მოვხსენით ბარიერი, ყველას შეუძლია გრიპზე აიცრას – ამირან გამყრელიძე”
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 42 წლის კაცი დააკავეს | შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი, 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებული …
Continue reading “არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 42 წლის კაცი დააკავეს | შსს”