განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი

02.12.2020
რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი

განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს.

გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის  კომენტარებში წერდნენ, რომ სამინისტროს განცხადება ბუნდოვანია და მას დამატებით განმარტება სჭირდება.

განათლების სამინისტროში დღეს, 2 დეკემბერს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 100 ლარით ხელფასი მხოლოდ იმ პედაგოგებს გაეზრდებათ, რომლებსაც 15 საათი აქვთ, ხოლო ვისაც ამაზე ნაკლები საათი აქვს, „ხელფასი პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად“ გაეზრდება.

რას ნიშნავს სხვაგვარად დაანგარიშება – თუ მასწავლებელს 15 საათზე ნაკლები აქვს, რამდენი იქნება ამ შემთხვევაში ხელფასის დანამატი? რამდენი ლარი დაემატება იმ პედაგოგს, რომელსაც 6-7 ან 9-10 საათი აქვთ მხოლოდ?

ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს მიმართა, საიდანაც წერილობით განმარტეს:

„თუ 15 საათზე 100 ლარით ეზრდება, 10 საათის შემთხვევაში მოემატებათ 100 გაყოფილი 15-ზე და გამრავლებული 10-ზე“, – მოგვწერეს სამინისტროდან. დამატებით კი დასძინეს, რომ თუ პედაგოგს მხოლოდ 10 საათი აქვს, 2021 წლის იანვრიდან ის დანამატის სახით მიიღებს არა 100 ლარს, არამედ 60 ლარს.

შესაბამისად, პროპორციული წესით ხელფასების მატების შემთხვევაში ნებისმიერ პედაგოგს ხელფასზე 100 ლარი არ დაემატება.

„ბათუმელებმა“ გამოიანგარიშა საათების რაოდენობისა და „პროპორციული წესით ხელფასების მატების“ გათვალისწინებით, როგორ დაემატებათ პედაგოგებს ხელფასები ახალი წლიდან.

იხილეთ პროპორციული წესით დანამატის განაწილება ცხრილის სახით:

მასწავლებლის ხელფასის ზრდა საათების მიხედვით

სამინისტროს განცხადებით, პედაგოგების ხელფასების 100 ლარით ზრდა 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იანვრიდან არის გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: