დღეს, 18 თებერვალს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი, 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველ ეტაპზე ანუ დღეიდან, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შშმ ბავშვებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 22 აპრილიდან და ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს …
Category Archives: სიახლეები
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 681 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 051 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 363 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი”
რატომ აღარ ჩანან პოლიტიკოსები აჭარაში საპროტესტო აქციებზე – „უნდა დავბრუნდეთ ქუჩაში ყველა“
ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე წელიწადი და სამი თვე გრძელდება, თუმცა ამ აქციებზე სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: მაგალითად, გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები მას აქეთ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, აქციაზე აღარ ჩნდებიან. პროევროპული აქციის მონაწილეები კრიტიკით დახვდნენ „ლელოს“ გადაწყვეტილებას საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზე. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ლიდერები აქციაზე იშვიათად ჩნდებიან. აქციაზე …
„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან
ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …
Continue reading “„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან”
ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში კაცი ააფეთქეს
ოზურგეთში 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. ფაქტი დაგვიდასტურეს შსს-შიც. „გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შს სამინისტროში. „გურიის მოამბე“ წერს, რომ ზვიად ჯინჭარაძე კრიმინალური ავტორიტეტია (მეტსახელად „ჯუმათა”) და ბოლო დროს უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული. ამავე …
Continue reading “ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში კაცი ააფეთქეს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 თებერვლის 21 საათიდან 18 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 4 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ვინ და როგორ ანაწილებს ადგილებს ბულვარში
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარს უკანონო და უსახური შენობებისგან ათავისუფლებს“ – ამ შინაარსის სათაურებით ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად ვხვდებით. მუნიციპალური ინსპექციის, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდებით ვრცელდება კადრები, „როგორ ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია“ ბულვარში შენობებს. ბულვარის უკვე დამტკიცებული გენგეგმის შესაბამისად, ბულვარში აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამება. გარდა …
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განმარტებით, მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გასულ კვირას გადაკეტეს – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა …
Continue reading “ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება”
გახარიას პარტია სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ინიციატივა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ. დღეს სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიხეილ ყაველაშვილი იყო მისული. სწორედ მას მიმართა შალვა კერესელიძემ და …
Continue reading “გახარიას პარტია სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს”
ბათუმის პორტმა 660 გემი მიიღო და 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა – სტატისტიკა
ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო. „მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 255 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 678 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 045 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 323 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 თებერვალი”
„თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ“ – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი
„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ – ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“. რა დარჩება სოხუმის უნივერსიტეტისგან „ოცნების“ განათლების „რეფორმით“ და რატომ არ აპირებს შეგუებას დევნილი უნივერსიტეტი? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ზურაბ პაპასქირს. ბატონო ზურაბ, …
„შეიძლება რუსეთმა „ოცნება“ აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება“ – ინტერვიუ
„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს. გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო. …
რას სთავაზობს ბათუმში უკრაინული სახლი მოქალაქეებს – უფასო ლექციები, ქართული ენის კურსები და შეხვედრები
„ჩვენ ვიწვევთ პატარა ვარსკვლავებს, უფასო ცეკვის გაკვეთილებზე,“ – ეს ერთ-ერთი აქტივობაა იმ მრავალთაგან, რომელსაც ბათუმში ახალგახსნილი უკრაინული სახლი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #31-ში მდებარე უკრაინულ სახლში მისულ ნებისმიერ სტუმარს მრავალფუნქციური სივრცე დახვდება – აქ შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაესწროთ საინტერესო ლექციას, ისარგებლოთ ფასიანი ან უფასო საგანმანათლებლო კურსებით. უკრაინული სახლი ბათუმში გასული …
ავტობუსის მძღოლის ცემის ფაქტზე ბათუმში ერთი კაცი დააკავეს
დააკავეს კაცი, რომელსაც ბათუმში ავტობუსის მძღოლის ცემას ედავებიან. შემთხვევა დღეს, 16 თებერვალს მოხდა. დაკავებული შუახნის კაცია. წინასწარი ინფორმაციით, მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება იქ სთხოვა, სადაც ავტობუსის გაჩერება არ არის. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.
შავი ზღვის დაბინძურების ბრალდებით კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს
ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი LIDER PRESTIJ და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. LIDER PRESTIJ არის Ro-Ro სამგზავრო ტიპის გემი, რომლითაც გადაჰყავთ სატვირთო ავტომობილები, ტრაილერები და მსუბუქი მანქანები. ბრალდების თანახმად, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა LIDER PRESTIJ-მა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი …
Continue reading “შავი ზღვის დაბინძურების ბრალდებით კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს”
გამოავლინეს სამი არალეგალური საწარმო – „დაილუქა საეჭვო რძე და რძის ფხვნილი“
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს. ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა …
Continue reading “გამოავლინეს სამი არალეგალური საწარმო – „დაილუქა საეჭვო რძე და რძის ფხვნილი“”
თეთრიწყაროს მოსამართლის წარდგინების განხილვაზე საკონსტიტუციომ უარი თქვა
თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა. საუბარია საქმეზე, რომელიც ეხება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრებას – თუ პირი ჯარიმას ვერ იხდის, ის მოსამართლემ უნდა დააპატიმროს. წარდგინება შეეხებოდა ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლს. ყველაზე …
Continue reading “თეთრიწყაროს მოსამართლის წარდგინების განხილვაზე საკონსტიტუციომ უარი თქვა”
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს სცემეს
ბათუმში მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს სცემეს. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მგზავრმა ავტობუსის გაჩერება იქ მოითხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო, რაზეც მძღოლმა უარი თქვა. შემთხვევა ბათუმში დღეს, 16 თებერვალს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. დაკავებული ამ ეტაპზე არ არის.
საია მოქალაქეების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეზე გენერალურ პროკურატურას მიმართავს
დღეს, 16 თებერვალს, საიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საკითხზე. საია მოითხოვს გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე, იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს. …
ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც „სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- ამბობს შსს.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 254 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 676 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 042 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 319 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 თებერვალი”
ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული ზემო კიდურის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. შემთხვევა დავით ართმელაძის ქუჩაზე [ახალი ბულვარის გაგრძელება] მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …
Continue reading “ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა”
აჭარაში ავარიული ხის ჯამეებისთვის სააგენტო ელექტროგაყვანილობის პროექტებს შეისყიდის
აჭარაში ოთხი ხის ჯამესთვის ელექტროგაყვანილობის პროექტების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ოთხივე ჯამე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაგვა, ხალა, კვირიკე და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ელექტროსამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 ათასი …
იანვარში საგარეო ვაჭრობა შემცირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. „2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 597 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19 პროცენტით), ხოლო იმპორტი …
Continue reading “იანვარში საგარეო ვაჭრობა შემცირდა – საქსტატი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – …
არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში – აუდიტი
საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. ამ ფონზე, სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სერიოზული პრობლემებია განრიდება-მედიაციის პროგრამაში – მექანიზმში, რომელიც ახალგაზრდებს ნასამართლეობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა განკუთვნილია არასრულწლოვნებისა და 18–21 წლის ახალგაზრდებისთვის. მისი მიზანია, მათ სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება და დაუბრუნდნენ კანონმორჩილ გზას. აუდიტის ანგარიშის …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 253 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 672 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 037 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 293 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 თებერვალი”
ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ
ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …
Continue reading “ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ”
ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის დადგენილების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით ახალი „რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და …
Continue reading “ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 252 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 668 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 031 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 282 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 თებერვალი”
„უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები გაძლიერდა“ – ინტერვიუ გენერალთან
„მოლოდინი იმის, რომ საომარი მოქმედება დაიწყება, ჩემი თვალსაზრისით, სადღაც 80%-ზე მეტია,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ირანში ომის დაწყებაზე. რაც შეეხება უკრაინას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსების აქტივობა და გაძლიერდა უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევები. „რუსეთში „აღმოსავლეთი“ დაჯგუფების სამ მიმართულებაზე 29-ე, 36-ე, მე-5 არმიის პოზიციებზე კონტრშეტევები განახორციელეს უკრაინელებმა, გარკვეული წინსვლა მოახერხეს და …
Continue reading “„უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები გაძლიერდა“ – ინტერვიუ გენერალთან”
„ევროპამ დაასრულა ხანგძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – გერმანიის კანცლერი
„ევროპამ დაასრულა ხანგრძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – განაცხადა დღეს, 13 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა გამოიყენა გერმანელი ფილოსოფოსის, პეტერ სლოტერდაიკის ციტატა. გერმანიის კაცლერმა განაცხადა, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა და დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ მსოფლიოში თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მან ამის მაგალითად რუსეთის უკრაინის …
Continue reading “„ევროპამ დაასრულა ხანგძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – გერმანიის კანცლერი”
ვინ მოიგებს 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების იმპორტის აკრძალვით – ინტერვიუ
„საქართველო გახდება ძველი მანქანების სასაფლაო. დაიწყება იმპორტი დამტვრეული მანქანებისა, რომელიც იქნება მოძველებული – 15 და 20-წლიანი მანქანების ნაწილების მომმარაგებელი. და უცბად დავინახავთ, მანქანების პარკის გამოცოცხლების ნაცვლად საქართველოში, სინამდვილეში, ივლის 6 წლის მანქანები მცირე რაოდენობით და ჩარჩება ბაზარზე, ტრასაზე ივლის 15-20 წლის ევროპული მანქანები. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ეკოლოგიას,“ – ეს მოლოდინი აქვს პოლიტიკოსსა და ეკონომისტს, …
Continue reading “ვინ მოიგებს 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების იმპორტის აკრძალვით – ინტერვიუ”
პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის მანქანის შემოტანა აიკრძალება – “ოცნების” ახალი კანონი
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ქვეყანაში 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების შემოტანა აიკრძალება. „ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან. თუმცა, იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის პირველ აპრილამდე და ამ ავტომობილების ტრანსპორტირება დაიწყება პირველ აპრილამდე, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება …
აბაშასა და სამტრედიაში გამოავლინეს არალეგალური სასაკლაოები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. „სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის …
Continue reading “აბაშასა და სამტრედიაში გამოავლინეს არალეგალური სასაკლაოები”