ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს – რა თქვეს „ბათუმის წყალში“

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ წყალი მხოლოდ 1054 აბონენტს არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება და წყალმომარაგება საღამოს 9 საათიდან აღდგება.

ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“

უკვე მე-18 დღეა შიმშილობს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პატიმრობაში რჩება. „გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა ნორმალურად ვარ, მხნედ ვარო… არ ნებდება. მთავარია, სულიერად ვიყოთ ძლიერად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ. ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო …

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება. 25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით. კიდევ ერთი ფაქტი – 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს. …

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა. სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ. ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 187 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 409 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 714 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 35 032 …

„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი

„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე. …

ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება

იანვრიდან ბათუმის მერის ხელფასი 9600 ლარი იქნება, გაიზრდება და ამდენივე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ დრომდე ბათუმის მერის ხელფასი 8760 ლარი იყო. ბათუმის წინა არჩეული მერი უფლებამოსილების მიწურულს გადადგა. იმის წინაც გადადგა, ისე რომ ამომრჩევლისთვის გადადგომის მიზეზი არ აუხსნია. ეს ფორმალურად, სინამდვილეში კი ბათუმში ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ მათ გადადგომა მოსთხოვეს, გადააყენეს, ფორმალურად კი განცხადებები …

„ზალუჟნი გამოჩნდა ისევ უკრაინაში და დაასახელა 3 გარანტია“ – ინტერვიუ გენერალთან

„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა …

არჩილ ბერიძეს „დინამო ბათუმის“ წილები დაათმობინეს – ქონება აჭარის მთავრობამ დაიბრუნა

აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება უკან დაიბრუნა. შპს „ლამინთან“ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მოშალეს და მასთან დაკავშირებული აქტები ძალადაკარგულად ცნეს. შესაბამის გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2025 წლის 9 დეკემბერს მოაწერა ხელი. 2025 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით, „დინამო ბათუმის“ წილების 100 პროცენტი აჭარის მთავრობის საკუთრებაა. მანამდე ის არჩილ ბერიძის კომპანიას მართვაში …

„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე

„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, …

“როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი ადვოკატების ხმის გაძლიერება” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

„ადვოკატებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ქვეყნის მართვისას ამ პრინციპის დაცვის უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი. ანა რეხვიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატია. არჩევნები ასოციაციაში 14 დეკემბერს გაიმართება. აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. „ადვოკატთა ასოციაციის უპირველესი მისია, მისივე წესდების თანახმად, …

„ოცნების“ დამნაშავე რეჟიმი შეურაცხყოფს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს” – კოალიცია “ცვლილებებისთვის”

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და ამბობს, რომ „რეჟიმის ქმედებები შეურაცხყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს“. „დღეს, საქართველოს პრემიერადწოდებული ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში იმყოფებოდა ომის დამნაშავე, საქართველოს ოკუპანტ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარ მტერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც არც ერთხელ არ უხსენებია თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი და …

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ …

“რეჟიმი იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც რუსეთისგან ყველაზე დაუცველები დავრჩებით” – ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“. დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც …

„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან უკვე პუტინთანაა შეხვედრები“ – გახარიას პარტია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აფასებს. გიგა ფარულავა სადავო პარლამენტის წევრია გახარიას პარტიიდან. „დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან ახლა უკვე პუტინთან არის შეხვედრები. იცით რა არის? საქმე შეხვედრაში კი არ არის, საქმე… შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდეს ადამიანი. უბრალოდ, საქმე იმაშია, ამის პარალელურად ვისთან ვერ ახერხებენ შეხვედრას და ვისთან …

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან,  სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, სწავლა მნიშვნელოვნად გაუძვირდებათ. „ოცნების“ განათლების „რეფორმის“ საპასუხოდ, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მომავალ სტუდენტებს მხარდაჭერას სთავაზობს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, გაავრცელეს, ნათქვამია, რომ 2026 წელს „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო …

„პუტინთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია“ – „ლელო“ პუტინთან ერთად კობახიძის გამოჩენაზე

„პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი“, – პარტია „ლელოს“ სახელით ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტს ეხმაურება ამ პარტიის წევრი თამაზ დათუნაშვილი და ამბობს, რომ „ეს არის საქართველოს ღალატის გზა“. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ჰეზბოლასა და …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – შესაძლებელია ძლიერი, ნისლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში, დღისით მოსალოდნელია გაძლიერება 20-25 მ/წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 186 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 406 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 705 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 35 008 …

„განზრახვა მკაფიოდ იკითხება“ – ინტერვიუ გალის ახალ ტერმინალზე, რომელზეც თბილისი დუმს

რუსეთმა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი გახსნა. დეფაქტო აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენდირექტორი ასტამურ ახსალბა ამბობს, რომ ახალი ტერმინალიდან სატესტო ტვირთებიც შესრულებულია. მისი თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ასტამურ ახსალბა ასევე ამბობს, რომ „აფხაზეთი …

„თუ ოცნება განაგრძობს ევროიზოლაციის პოლიტიკას, სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს“ – ინტერვიუ

„ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი,“ – ამბოს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ამბებზე ვესაუბრეთ, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანზე, სადაც პროსახელისუფლებო მედია ბოლო რამდენიმე …

მიწის უფასოდ რეგისტრაცია აღარ გაგრძელდება – რა ცვლილებები შედის კანონში

მიწის უფასო [სისტემური] რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ გაგრძელდება, ხოლო მიწის აღიარების კომისიებს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, ახალი წლიდან, თვითნებურად დაკავებული მიწის სპორადული წესით [მიმართვის საფუძველზე] რეგისტრაციას საჯარო რეესტრი გააგრძელებს. რეგისტრაციის ფასი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. „ოცნების“ პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] 2027 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება აღიარონ …

„მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს, გელოდებით რუსთაველზე“- დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებს დღეს, 11 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „დღეს, 20:00 საათიდან გელოდებით რუსთაველის ამბიონზე. ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი.  „მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს. თუ ხალხის სურვილი იქნება შეგვიძლია რუსთაველზე დავნიშნოთ ყოველდღიური პარაკლისები,“- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ფეისბუქზე. სასულიერო პირი, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა და სავარაუდოდ, ის …

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გაჩუმებას, როცა არღვევენ კონსტიტუციას” – ინტერვიუ

„დღეს ადვოკატები რეალური და სერიოზული საფრთხეების წინაშე დგანან. ბოლო პერიოდში ისეთი გაუგონარი შემთხვევებიც მომხდარა, როდესაც ადვოკატებს იბარებენ მოწმედ იმავე საქმეებზე, რომლებშიც ისინი თავად ახორციელებდნენ დაცვის უფლებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიულ ეთიკას, არამედ დაცვის უფლების არსს. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაცია ხელშეუხებელი უნდა იყოს – ეს არის სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტური გარანტია,“ – ამბობს …

შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის პოლიციის უფროსი ვახტანგ თურმანიძე და შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს. ორივე მათგანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს …

ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – ცვლილებების პროექტი

ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. „შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს. კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ: ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის …

„კანალიზაცია სახლში შემოდის, მერია ყურადღებას არ გვაქცევს“ – აქცია ბათუმში

„სახლებში წყალი და კანალიზაცია ერთდროულად შემოდის, მუდმივად ვიტბორებით, კანალიზაციის სუნია, წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს“ – აცხადებენ ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. მათ დღეს, 11 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართეს. ბათუმის ამ ნაწილშიც მერიას ამ დრომდე არ მოუწყვია წყლის და კანალიზაციის სისტემა. ოჯახებს ინდივიდუალურად აქვთ მოწყობილი წყლის საქაჩი სისტემა. ქალაქის ეს უბანი კანალიზაციის გარეშეა, მათ შორის, ახალაშენებული …

12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე – ლიპყინული. 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 -ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელი …

ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 185 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 404 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 699 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 34 992 …

„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

„რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლაც ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი, სამ ცვლაში. შემოიხედონ კლასებში და ნახონ რა მდგომარეობაა“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ცანავა „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სასკოლო ცვლილებებსა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე. ქალბატონო თამარ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან მასწავლებელს კარიერული …

სახალხო დამცველს თანამშრომელმა სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახალხო დამცველის მიერ მიღებული კონკრეტული ბრძანება, რომელიც მისივე თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებდა. სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ლევან პაპავა ისევ სახალხო დამცველის თანამშრომელია. ის სახალხო დამცველის წარმომადგენელია სამეგრელოში. თანამშრომელი რომ სახალხო დამცველს სასამართლოში უჩიოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ 2024 წელს წერდა. ლევან პაპავა ამბობდა, რომ ის უშუალო ხელმძღვანელის …

რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე

10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში. გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც …

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ. უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს …

რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს. „ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], …

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება

ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა. „2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული …

Exit mobile version