განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს

სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. „2026 წლის 14 მაისს, ბაზრის კვლევის პროცესში, კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“- წერს განათლების სამინისტრო. სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა განათლების სამინისტრომ 3 აპრილს გამოაცხადა. კვლევა 2026-2027 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 346 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 935 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 569 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 42 085 …

„ჩვენ შევქმენით ბიოხელოვნური პანკრეასი“ – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორთან

„20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნეი, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. პროექტს 8 მილიონი ევროთი ევროკავშირი აფინანსებს. როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა ამ შედეგს და რას შეცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში ბიოხელოვნური პანკრეასი, თუკი ახალი აღმოჩენა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების …

 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის  შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული. მათ სესხები გაუძვირდათ. ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა …

შეკვეთილის, ციცინათელას და დინოზავრების პარკებისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

სახელმწიფო კომპანია „სთარინგ ჯორჯია“ აცხადებს, რომ გასართობ პარკებში [„ციცინათელა“, „მინიატურები“, „დინო“, „მუსიკოსთა“] სეზონის მოსამზადებლად დაგეგმილია კომპლექსური სამუშაოები, რისთვისაც 4,7 მილიონი ლარია საჭირო. კომპანია მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „სთარინგ ჯორჯია“ წერს, რომ ის აღნიშნული პარკების ოპერირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან სრულად გადაიბარა აღნიშნული …

ერთკანდიდატიანი არჩევნები „უსინათლოთა კავშირში“ – ვიდრე მილიონების გაფლანგვაზე განაჩენს მიიღებენ

დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე. „უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ …

„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში

დღეს, 14 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. სუვენირებით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ კვლავ მისცეს მათ ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. მათივე თქმით, მერია მოვაჭრეებს ახალ ბულვარში სთავაზობს სავაჭრო ადგილებს, რასაც ისინი არ თანხმდებიან. მათი თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობის პირობები არ არის. „შემოგვთავაზეს 30 ობიექტში. 10 ობიექტი ისეთ …

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი აგრესიის სამიზნე გახდა ჟურნალისტური საქმიანობისას

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას, ონლაინმედია „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე აგრესიის სამიზნე გახდა – წერს ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“. გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს ეზოში მოხდა და ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს. ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას …

ხაჯალია-სუფსის გზა ჩაკეტილია – ავტობანზე, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს. ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც …

სუს-ის ყოფილმა უფროსმა შესაძლოა საბოლოო განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საბოლოო განაჩენი შესაძლოა სტრასბურგში გაასაჩივრონ. ამის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ გაავრცელა. ჟურნალისტებმა ადვოკატს ჰკითხეს, აქვს თუ არა სუს-ის ყოფილ უფროსს სამართლიანი სასამართლოს იმედი. „ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ. გარკვეული სახის გადაწყვეტილებები, რაზედაც უარი გვეთქვა, ესეც შესაძლებელია იქნეს გასაჩივრებული. მათ …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს. „დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს“ – წერს სამინისტრო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

ცოლსა და შშმ გერზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ …

სურსათის სააგენტო ძაღლების საიდენტიფიკაციო 102 092 მიკროჩიპს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო 102 ათასზე მეტ ძაღლების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს და მიკროჩიპის 341 ცალ წამკითხველს ყიდულობს. შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 434 ათას 161 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. „ცხოველების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული [არ იწვევდეს მის გადაადგილებას ცხოველის ორგანიზმში] ბიო შუშის; იმპლანტანტი შეიყვანება კანქვეშ; წყალგაუმტარი, კოროზიისგან …

ქართველები, რომლებმაც საფრანგეთში ივანიშვილის დასანქცირებაზე იმუშავეს

„უნდა ნახოთ, ეს დღეები როგორ წერილებს ვიღებ ელექტრონულ ფოსტაზე ფრანგი დეპუტატებისგან: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთისთვის საქართველოს ბრძოლასო. მწერენ, რომ ბოლომდე გვერდით დაგვიდგებიან, თუ ბრძოლას გავაგრძელებთ და რეზოლუციის მიღება საქართველოზე ამის მაგალითია, ძალიან ვაფასებთ ქართველების ბრძოლასო“, – გვიყვება თამარ დემურია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი. იგი პარიზში ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ხვდებოდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის [პარლამენტის] დეპუტატებს ერთადერთი …

„მე ამდენი ფული არ მაქვს“ – ერმაკს პატიმრობა შეუფარდა უკრაინის სასამართლომ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელსაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 140 მილიონი გრივნას [3 მილიონ დოლარზე მეტი] ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა, რომ ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო. ერმაკმა თქვა, რომ მას ასეთი სახსრები არ აქვს, მაგრამ ჰყავს მეგობრები, რომლებსაც მისი დახმარება შეუძლიათ. ამის შესახებ წერს „უკრაინსკა პრავდა“, რომლის კორესპონდენტიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 345 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 931 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 557 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 42 053 …

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა. კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის …

როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]

ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა. რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ  700 000 ლარი გამოყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ  არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ …

რატომ ყიდულობს შსს 94 000 კვერცხს ტენდერის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობით

შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობით კვერცხის ყიდვის უფლებას ითხოვს. სამინისტროს განმარტებით, სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება შპს „ბუღასთან“ 2026 წლის 16 მარტს გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მიმწოდებელ კომპანიას ორგანიზაციისათვის ქათმის კვერცხი, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა, ერთეული 0,42 თეთრად. 2026 წლის 5 მაისს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, …

რა იცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტით? – ინტერვიუ

„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში …

რატომ ამოწმებს „ოცნება“ სოცდაუცველებს, რომლებსაც „პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს“

სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია. „ოცნებამ“ ამ ბაზის გადამოწმება დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს. სწორედ ამით ახსნა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების …

ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება. გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის იახტკლუბში ყველაზე მეტი გასართობი სერვისია ერთად თავმოყრილი. გემით ნახევარსაათიანი გასეირნება 20 ლარი ღირს. იახტით 30 -წუთიანი გასეირნება – 100 ლარი, ხოლო სკუტერით 15-წუთიანი გასეირნება ასევე ასი ლარი. იახტაზე 8 ადამიანი …

რის ფასებმა აღაფრთოვანა ფასების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი

სურსათის ფასების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა. დღეს, 13 მაისს, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა ამ კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. ის კომისიის მუშაობით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომისიამ „აკადემიური დასკვნა“ დადო და მომავალი რეფორმის პუნქტებიც გაწერა ამ დასკვნაში. „დახლზე რასაც მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი, ეს იქმნება სამი კომპონენტისგან – ეს არის იმპორტიორი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და …

ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაბა ჩაქვში, გოგებაშვილის ქუჩის  II შესახვევში, ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. „ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას“ – წერს სააგენტო.  უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და …

ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 2 კვირით ჩაიკეტება

ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 2 კვირით ჩაიკეტება. ჩაიკეტება ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. ეს ნაკერი რამდენიმე თვე დაზიანებულია. „2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული …

შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. „ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები…. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან …

3-წლიანი საბაკალავრო მოდელი 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება – გაბისონია

უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება იგეგმება. დღეს, 13 მაისს, პარლამენტში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების სამწლიან მოდელზე გადასვლის შესახებ. მისი თქმით, „ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, სამწლიანი საბაკალავრო მოდელი გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც. „დღეს წარმოვადგენ დამაზუსტებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება სამწლიანი საბაკალავრო მოდელი. ეს ეხება მხოლოდ საბაკალავრო …

თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და …

ეგრისის ეროვნული პარკის პროექტზე 3 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

„ოცნების“ პარლამენტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სამეგრელოში, კერძოდ, სამი მუნიციპალიტეტის – წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მომხსენებლის თქმით, ახალ პარკს, ეგრისის ეროვნული პარკი ერქმევა და მისი მიზანი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, …

„ვიფიცებით 24 საათით“ – ტაქსის მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო. ბათუმში ტაქსის მძღოლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩის დასაწყისში არიან შეკრებილნი. ტაქსის მძღოლები უკვე მეხუთედ მართავენ აქციას შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მძღოლები დამსაქმებელი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ გაიზარდოს ტაქსის გამოძახების ტარიფი ერთ კილომეტრზე, ასევე მოცდის …

„გამაუპატიურა რუსმა ოფიცერმა, რომელმაც დამკითხა“ – უკრაინელი რეჟისორი და უფლებადამცველი

უკრაინელი რეჟისორი, ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა და როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში. მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა, არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის  – „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი. ნახეთ ვიდეო:       

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 344 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 928 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 554 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 41 985 …

ვის რამდენი ხელფასი აქვს ქობულეთის მერიაში – აქ საშტატო ნუსხა შეამცირეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქობულეთის მერიის განახლებული საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა. ახალი დადგენილებით, ქობულეთის მერიის საშტატო ნუსხა შემცირდა. საქმე ისაა, რომ 2026 წლის საშტატო ნუსხა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მაცნეზე გამოქვეყნებულ ნუსხაში 187 შტატი იყო გათვალისწინებული. 2026 წლის აპრილში საშტატო ნუსხა კი 154-მდე შეამცირეს და თავიდან დაამტკიცეს. განახლებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქობულეთის მერის …

რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო. მიზეზი საიდუმლო სქემაში მონაწილეობაა, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ანტიდოპინგური ტესტირების დროს თაღლითობაში ეხმარებოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამავე დროს, დისკვალიფიკაცია მისცეს მორაგბეებს: 6-წლიანი გიორგი ჭყოიძეს, 3-3 -წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს, ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს. 9-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს …

ხულოს საკრებულოს წევრი ემიგრაციაში მიდის – „ვიმუშავებ რესტორანში“

ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“, ბესიკ შაინიძემ საკრებულო დატოვა და დროებით ემიგრაციაში წასვლას გეგმავს. „გადავიღალე მენტალურად“- ამბობს ბესიკ შაინიძე „ბათუმელებთან“. ბესიკ შაინიძეს „ბათუმელები“ ხულოს საკრებულოს მუშაობასა და ემიგრაციაზე ესაუბრა. ბატონო ბესიკ, საკრებულო ოფიციალურად დატოვეთ უკვე? დიახ, საკრებულო დავტოვე მიმდინარე წლის მარტში. მანდატი შემიჩერდა უკვე და ჩემი შემცვლელიც შევიდა საკრებულოში – რომან ქედელიძე. ფეისბუქზე წერდით, რომ …

აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მაჩვენებლების თანახმად, აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში. 2025 წელს …

Exit mobile version