- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 346 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 935 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 24 569 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 42 085 ერთეული [+32]
- MLRS – 1 788 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 379 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 291 458 ერთეული [+1 780]
- სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 388 ერთეული [+7]
- გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 96 540 ერთეული [+185]
- სპეცტექნიკა – 4 184 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 626 ერთეული [+41]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
- 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
„მე ამდენი ფული არ მაქვს“ – ერმაკს პატიმრობა შეუფარდა უკრაინის სასამართლომ
„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან






