ნეტგაზეთი • RU

ქალაქი პოლიეთილენის გარეშე

 

27 აპრილს ბათუმში „კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის“ მოხალისეები პოლიეთილენისა და ე.წ პლასტმასის ბოთლებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

 

აქცია სახელწოდებით „მწვანე ქალაქი, ცელოფნების და პლასტმასის ბოთლების გარეშე“   დღის 12 საათზე ჟორდანიას ქუჩაზე დაიწყება.

 

ორგანიზატოები აქციას  იმ ადგილზე მართავენ სადაც გასულ წლებში ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით მრავალწლოვანი ნარგავები გაჩეხეს.

 

აქციის მონაწილეები შექმნიან იმიტირებულ ბაღს, პოლიეთილენის პარკებითა და ე.წ პლასტმასის ბოთლებით.

 

დაგეგმილია ასევე აქციის მონაწილეებისთვის ნაჭრისა და მუყაოს ჩანთების დარიგებაც, რითაც ორგანიზატორები მოსახლეობას  პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლებისკენ მოუწოდებენ.

 

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით „პოლიეთილენიწლების განმავლობაში არ იხრწნება და ბუნებას დიდ ზიანს აყენებს.“  

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა დიმიტრაძე (მოხალისე)