ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერია 9 მაისისთვის ემზადება

 

ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორინის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტის „მაღალ დონეზე ორგანიზება მუსიკალური გაფორმებით“ უნდა უზრუნველყოს.  საბანკეტო სუფრა კი 80 ადამიანზე უნდა იყოს გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმეტაციითაა განსაზღვრული საზეიმო ვახშმის მენიუც.

 

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული – საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. 

 

ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე