ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენი მცხოვრები თორმეტსულიანი ოჯახი, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ მისი სახლს სახურავი აქვს დაზიანებული და სახლში წყალი ჩამოდის. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს. ჟუჟუნა საითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია.
„ხუთი წელია სახურავის დახურვას ვითხოვ. წინა ხელისუფლებასაც მივმართე და ახალსაც, არჩილ ხაბაძის სახელზეც მქონდა განცხადება გაგზავნილი, მაგრამ დახმარება არ გამიწიეს. მთავრობაში მეუბნებიან, გამგებელმა შეადგინოს აქტი და შემდეგ დაგეხმარებითო, გამგებელი ამბობს, დასახმარებელ პირთა სია უკვე შევსებულია და თქვენ ვერ ჩაგვსვამთ, ფული არ არისო“- გვეუბნება რესპონდენტი.
ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ ოჯახი თორმეტსულიანი და სახლის გადახურვის შესაძლებლობა არ აქვთ:
„ოჯახში მარტო მე ვმუშაობ. შემოსავალი ცოტა გვაქვს. მეუღლის დასაქმებასაც ვითხოვდი, მეოთხე კატეგორიის მძღოლია, თუმცა სამსახური ვერ იშოვა. სახლი დასხმულია, რადგან გადახურული არ იყო, ბეტონი ჩამოწვა და საშიში მდგომარეობაა. სახლში სამი ბავშვი ცხოვრობს, მეშინია არ ჩამოინგრეს“.