„ენერგოპრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ინფორმაციით უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ბათუმის რამდენიმე უბანს.
მათივე ინფორმაციით, შუქის მიწოდება ქარის ჩადგომის შემდეგ აღდგება.
სამაშველო სამსახურში ზარი ჯერ არ შესულა, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით ძლიერმა ქარმა ტაბიძის ქუჩის 31 ნომერში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, ბულვარის მიმდბარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსებიდან კი სამშენებლო მასალის ნატეხები ჩამოცვივდა.
თვითმხილველების თქმით, ჩაქვში, გვირაბთან ახლოს, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძი, რის გამოც შეფერხებულია მოძრაობა.