ხვალ 29 აპრილს , ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად, ბათუმში 13: 00 საათზე ვარდების სკვერში აქციას გამართავს
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ღონისძიება არის დასკვნითი ეტაპი პროექტისა „საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი”.
განხორციელებული პროექტის შესახებ ორგანიზაცია ანგარიშს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგენს, სადაც გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.