აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმს ლიტველი ტურისტები ესტუმრებიან. პრეს-ტურის ფარგლებში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად, ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებიც ჩამოვლენ. ისინი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.
ტურის ფარგლებში გაკეთდება აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო სტატიები, სპეციალურ ბლოგებზე პოპულარიზაციას გაუწევენ ბათუმის ტურისტულ მიმართულებას ლიტვაში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წელს პირველად ახორციელებს სარეკლამო კამპანიას ლიტვაში. ახალი მიზნობრივი ბაზრით დაინტერესებას ხელი შეუწყო ქუთაისის აეროპორტში იაფფასიანი რეგულარული ფრენების შემოღებამ.
წელს დეპარტამენტი ასევე მონაწილეობას ღებულობდა ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტულ გამოფენებში, სადაც მუდმივად ჩანდა დიდი ინტერესი აჭარა-ბათუმის მიმართ. სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად 2014 წლის სეზონისათვის ლიტველი ტურისტების რიცხვი რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება.