დღეს სასტუმრო შერატონში ტურიზმისა და სასტურმო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა ,,ექსპო ბათუმი 2014’’ დასრულდა.
“ექსპო-ბათუმში” სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
გამოფენაზე სულ ცხრა ქვეყანა იყო წარმოდგენილი: საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და პირველად გერმანია.
გამოფენაში მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ფოტო: სალომე კეღოშვილი