ნეტგაზეთი • RU

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

 

მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით, 6 მაისს 10:00–დან 16:00 საათამდე სს “მეზღვაურთა სამედიცინო ცნტრი 2010” ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. 

 

პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ბეზარაშვილი და ექიმი ალერგოლოგი ნანა ფენჩიძე. 

აქცია საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

სამედიცინო ცენტრის მისამართია ქ. ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N2ა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები