ბათუმში, დიმიტრი თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა. ორი მერსედესის ტიპის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა.
ორი მანქანის შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.