EXPO Batumi 2014-ში სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და პირველად გერმანია.
გამოფენის ფარგლებში იგეგმება პრეზენტაციები მონაწილეებისთვის, სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენის პროგრამა.
გამოფენა დამთვალიერებლისათვის უფასოა და ის 4 მაისამდე გაგრძელდება.



