ნეტგაზეთი • RU

ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისთვის

 

 „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 2 მაისს, „ ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში მეორე ეტაპს იწყებს.

 

 

ცენტრის წევრები დღეს,  პირველ საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის თანატოლთა ტრენინგს ჩაატარებენ.

 

აღნიშნული ტრენინგი კიდევ ბათუმის 3 საჯარო სკოლაში გაიმართება.


ადვოკატირების კამპანია  ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად ტარდება და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.


აქტივობა ხორციელდება პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"