რატომ ჩნდება პირის ღრუში კისტა და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას

დენტალური ან ოდონტოგენური კისტა არის სითხით სავსე ბუშტუკი ყბის ძვალში ან კბილის ფესვების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, უმკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგიური კისტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მიმდებარე კბილებზე, ძვლის სტრუქტურასა და პირის ღრუს მთლიან კეთილდღეობაზე. კბილის კისტების სიმპტომებზე, პოტენციურ რისკებზე, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, კლინიკა „ექსპერტალის“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, …

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება არაფრის მომცემია – ექიმის რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობაში მაინც ხშირია ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების ხშირი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად.  ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც გრიპს. ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია …

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად. არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს: MayoClinic: …

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა არის არასიმსივნური, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მცირე მიომების/ფიბრომების უმეტესობა არ იწვევს ჩივილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები გამოხატულია ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, ხშირი შარდვითა და ტკივილებით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა დაავადების ნიშნებსა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს. რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა/ფიბრომიომა? საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. საშვილოსნო …

ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

კბილების ფერის შეცვლა და კბილებზე ლაქები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს კბილები შეიძლება ჩანდეს უფრო მოყვითალო, ნაკლებად ნათელი, ანაც შეიძლება კბილებზე თეთრი ან მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. კბილების დისკოლორაციის ზოგიერთი მიზეზი გარდაუვალია – მაგალითად დაბერება, ტრავმა ან გენეტიკა; ისეთი გარე ფაქტორები კი – როგორიცაა მწეველობა, მუქი ფერის საკვები და პირის …

ყინულის ღეჭვა – რა იწვევს და რას აზიანებს

ყინულის ღეჭვა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთ ადამიანისთვის ძალიან კომფორტული და ბუნებრივი ჩვევაა. მას სახელიც კი აქვს მედიცინაში – პაგოფაგია. უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რა წარმოშობს ამ სურვილს, თუმცა კვლევების მიხედვით, ყინულის ღეჭვის სურვილს რკინის დეფიციტით არის გამოწვეული; გარდა ამისა მიიჩნევა, რომ ეს სურვილი სტრესსა და შფოთვასაც  უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ თერაპევტ-სტომატოლოგი მაია მგელაძე განმარტავს, …

რას აზიანებს ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენება

ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გრიპი, მწვავე სურდო, ჰაიმორიტი და სინუსური ინფექციები, გაჭედილი ცხვირის გასახსნელად რეკომენდებულია მყისიერი მოქმედების ე.წ. დეკონგესტანტური სპრეისა თუ წვეთების გამოყენება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ იმ რისკების შესახებ, რაც ამ საშუალებების ჭარბად მოხმარებას ახლავს.  მედიკამენტური, იგივე წამლისმიერი რინიტი არის ცხვირის შეშუპების ტიპი, რომელიც ჩნდება ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ანთებას …

პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში. გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით. მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, …

როცა თითებზე ფერი გვეცვლება და გვცივა – ექიმის რჩევები

რეინოს დაავადება სისხლძარღვოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს სხეულის ზოგიერთი ნაწილის, უხშირესად კი ხელისა და ფეხის თითების დაბუჟებასა და მოყინვას, სიცივის ან სტრესის საპასუხოდ.  რეინოს დაავადების დროს ვიწროვდება მცირე სისხლძარღვები, რომლებიც კანს სისხლით ამარაგებს. ამ დაავადებას ძალიან სახასიათო სიმპტომი აქვს, ხელის ან ფეხის თითებზე ფერი იცვლება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, შალვა გლახოშვილი განმარტავს, რომ ასეთივე სიმპტომატიკა შესაძლოა …

რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას – ინტერვიუ

თმის ბუდობრივი ცვენა იწყება მოულოდნელად და როგორც წესი, თავის კანზე, რამდენიმე ან ერთი მრგვალი ფორმის მელოტი ლაქებით, რომლებმაც შეიძლება ერთმანეთი გადაფარონ.  კლინიკა „კანის“ ექიმი-დერმატოლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც თმის ცვენა შეუძლია გამოიწვიოს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ექიმი ამბობს, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. რა არის ბუდობრივი ალოპეცია და რა ხდება ამ …

რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის? საუზმე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ის დიდწილად განსაზღვრავს, თუ …

ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა – საქართველო

საქართველოში ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა. „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 37.5 პროცენტი 50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საპენსიო ასაკს უახლოვდებიან და მოხდება მათი სამუშაო ძალის ბაზრიდან გადინება; 2021 წლის მონაცემებით, ექთნების აქტიური 15.2 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში [ამ პროფესიაში] ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6 პროცენტია“, – ამის …

როდის არის პირის ღრუში ცუდი სუნი გასტროენტეროლოგიური პრობლემა

უსიამოვნო სუნი პირიდან, იგივე ჰალიტოზი, საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ეს პრობლემა ძირითადად პირის ღრუს არასწორი ჰიგიენის პრობლემად მოიაზრება და ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უსიამოვნო სუნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ვერც პირის ღრუსა და კბილების სისუფთავე, ვერც სპეციალური სავლებები და მით უმეტეს, ვერც ისეთი მოკლევადიანი გამოსავალი, როგორიც საღეჭი რეზინია, პრობლემას ვერ …

რამდენად საყურადღებოა შეკრთომა ჩაძინებისას – ექიმის რჩევები

ჩაძინებისას შეკრთომა ძალიან ხშირი მოვლენაა, ამ დროს კუნთები უეცრად და უნებლიეთ მოძრაობს – მიოკლონია [კუნთის სწრაფი, უნებლიეთ შეკუმშვა] შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და ზოგჯერ ისეთი ინტენსიური იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ კიდეც. მოძრაობას ხშირად ახლავს სხვა, მათ შორის, სიზმრის მსგავსი, წარმოსახვითი ვარდნის შეგრძნება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ელგა ჩხენკელი განმარტავს, რომ ასეთი მიოკლონია, როგორც წესი, გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, …

რას ამბობს შავი ზღვის უახლესი კვლევა – კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ აღებული სინჯები

კახოვკის წყალსაცავის განადგურების ზემოქმედების ბაქტერიოლოგიური კვლევის უახლესი შედეგები ადასტურებს, რომ „შავი ზღვა მნიშვნელოვნად დაბინძურდა ბაქტერიოლოგიურად“. საუბარია შავი ზღვის წყლებში, ოჩაკოვისა და ოდესის რეგიონში აღებულ ნიმუშებზე, რომლებშიც აღმოჩნდა პირველი და ბოლო რიგის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გენები; ოდესის ყურის წყლებში კი გაიზარდა ციანობაქტერიების წილი (დაახლოებით 35%), რაც „მიუთითებს მნიშვნელოვან ევტროფიკაციაზე კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ“.  „მიუხედავად იმისა, …

რატომ შეიძლება გცხელოდეთ მაშინ, როცა სხვებს სცივათ და პირიქით

რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ტემპერატურას სხვადასხვაგვარად გრძნობენ? მაგალითად, შეიძლება ერთ ოთახში ზოგს ძალიან სცხელოდეს, ზოგს პირიქით – სციოდეს? ეს თემა განსაკუთრებით ხშირი განხილვის საგანია საერთო სამუშაო სივრცეებში.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სიმხურვალის შეგრძნება შეიძლება საკვების მიღებამაც გამოიწვიოს, ფიზიკურმა აქტივობამ და სტრესმაც …

რა იწვევს ვენების ამობურცვას – ექიმის რჩევები

რა შეიძლება გახდეს სხეულზე, კანქვეშ ვენის ამობურცვის მიზეზი? – „ბათუმელებთან“ ამ თემაზე “ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ანგიოლოგი თემური მოსიავა საუბრობს და განმარტავს, ასეთ დროს როდისაა აუცილებელი მივმართოთ ექიმს.  ბატონო თემურ, რა შეიძლება გახდეს ხელებსა და ტერფებზე ვენების მოულოდნელად და შესამჩნევად ამობურცვის მიზეზი? ვენების დროებითი ამობურცვა ბევრი გარე თუ შიდა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული ყოველდღიურობაში. პირველ რიგში …

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა;  დიალიზის სერვისი ასევე  ამოქმედდა ახალქალაქში, ყვარელსა და მარტვილში. აქამდე ბენეფიციარები ამ მუნიციპალიტეტებიდან პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრებით დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ, რაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ დროისთვის საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი კვლავაც არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს შიმშილის გაძლიერებული გრძნობა – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

პოლიფაგია სამედიცინო ტერმინია, რომელიც უკიდურეს, დაუოკებელი შიმშილის გრძნობას გამოხატავს. შიმშილი სხეულის ნორმალური რეაქციაა ისეთ სიტუაციებზე, როგორიცაა საკვები არ მიღება ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ისეთი ძლიერი შიმშილი, როგორიცაა პოლიფაგია, ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს.  რა სამედიცინო მდგომარეობების ნიშანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი …

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ვაგინალური სოკოვანი ინფექცია და როგორია მისი პრევენცია

ვაგინალური კანდიდოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, მასთან დაკავშირებით მოსახლეობაში მაინც ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს . „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე განმარტავს, რომ სოკო კანდიდა ნორმის ფარგლებში ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში ისე, რომ არანაირ ჩივილებს არ იწვევს, მაგრამ ზოგჯერ საშოს ნორმალურ მიკროფლორაში ბალანსი ირღვევა. ექიმი …

რატომ არ არის შაკიკი უბრალო თავის ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო თავის ტკივილი. ამ ნევროლოგიურ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ქმედუნარიანობის შემზღუდველი პულსირებადი ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა, შაკიკი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ელგა ჩხენკელი „ბათუმელებთან“ საუბრობს შაკიკის ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომატიკასა და ტკივილის განვითარების მექანიზმზე, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი – თუ რატომ ჩნდება შაკიკი, დღემდე არ …

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, ინდუსტრია ცდილობს პროგრესს საფრთხე შეუქმნას – ჯანმო

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, რომ პროგრესს საფრთხე შეუქმნას – იუწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა სავარაუდო რაოდენობა 842 000 ადამიანია [729 000 – კაცი, 113 000 ქალი]; 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, …

გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

მოსახლეობაში გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, გაციება სხეულის ფიზიკური გადაცივების შედეგია, გრიპის გამომწვევი კი – ვირუსი ხდება. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე განმარტავს, რომ გაციების მიზეზიც ვირუსებია, თუმცა არა გრიპის, არამედ რესპირატორული ვირუსები. ექიმი პასუხობს „ბათუმელების“კითხვებს, რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და რა მსგავსი ან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ორივე მათგანს. ბატონო რეზო, თავიდან …

რატომ არის მუცელზე ძილი საზიანო – ექიმის რჩევები

დილით საწოლიდან ადგომისას დასვენებული სხეულის ნაცვლად თუ წელის, კისრის ან მხრების ტკივილი გაწუხებთ, ეს შესაძლოა ძილის დროს სხეულისთვის მოუხერხებელი პოზიციის გამო ხდება, რა დროსაც თქვენი კუნთები დასვენების ნაცვლად ზედმეტად იტვირთებიან. კვლევებით დასტურდება, რომ ძილის პოზის არჩევამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ზურგის ტკივილი. „ყველა კვლევამ შეისწავლა ძილის სამი ან მეტი პოზა, თითოეული კვლევა ძილის პოზებს აფასებდა …

როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა განსხვავებული ნიშნებით

სტატისტიკა მოწმობს, რომ საახალწლო პერიოდი დაკავშირებულია როგორც გულის არითმიის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების მატებასთან. მიიჩნევა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ამ პერიოდში ზრდა რამდენიმე ფაქტორის შედეგია. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგი ელიტა ეგზუბაია ამბობს, რომ ამ მიზეზებს შორის წამყვანია ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა, სტრესი/ემოციური ფონი და დიეტასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჩვეულებრივზე მეტი მარილის მიღება. აი, რას …

რას გვეუბნება სისხლში მომატებული ლეიკოციტების დონე

ლეიკოციტოზი არის სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს მთელი რიგი მდგომარეობების, მათ შორის ინფექციების, ანთების, დაზიანებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების შესახებ. როგორც თქვენი იმუნური სისტემის ნაწილი, ლეიკოციტები ცირკულირებენ სისხლში და რეაგირებენ სხვადასხვა სახის დაზიანებასა თუ დაავადებებზე. სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადად სწორედ ლეიკოციტოზის შესამოწმებლად ტარდება. „ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი-ჰემატოლოგი დარეჯან ეფაძე სისხლში ლეიკოციტების …

მწვანე ბოსტნეული მაიონეზიანი სალათების ნაცვლად – ექიმის რჩევები საახალწლოდ

ახალი წლის შემდგომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძირითადი ჩივილები წონის მატებასა და შებერილობას უკავშირდება, რაც ცხიმიანი და შაქრიანი საკვების გაზრდილი მოხმარების შედეგია, რომელიც ავტომატურად ანელებს საჭმლის მონელებას. ასეთ დროს ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და შებერილობის სიმპტომები. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა „ბათუმელებთან“ საახალწლო სუფრის ყველაზე საზიანო პროდუქტების კომბინაციებზე, მათ ჯანსაღ ალტერნატივებსა და სხვა რეკომენდაციებზე …

არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები ბავშვებში პოპულარულ ელექტროსიგარეტზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს: მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტის ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულისა და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. „ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება იქონიოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის …

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან

ახალი წლის დღეებში, საქართველოში, პიროტექნიკასთან დაკავშირებული დამწვრობისა და სხვა სახის დაზიანების დაახლოებით ასამდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. პიროტექნიკით დაზიანების შედეგად გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობებიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ემერჯენსის განყოფილების ექიმი ეთერ ქურიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი პაციენტი უშუალოდ ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ შედის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ექიმი ამბობს, რომ არის შემთხვევები, …

წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება. წელს საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკიდან დაახლოებით 2 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარის მხოლოდ ფეიერვერკია. გარდა ფეიერვერკისა, საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის სასიგნალო შუშხუნები, წვიმის …

რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები 

ე.წ. „ძარღვის განასკვა“ – კუნთების უნებლიე, უკონტროლო და მტკივნეული, შეტევითი ხასიათის შეკუმშვა ხშირი მოვლენაა. კუნთების სპაზმის უმეტესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ეპიზოდი შეიძლება გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობასთანაც იყოს დაკავშირებული. რატომ ვითარდება კუნთის სპაზმი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი და რა რეკომენდაციები არსებობს ამ ეპიზოდის შესამსუბუქებლად? – ამაზე „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ …

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც …

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი [გნს] საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, იგი წარმოადგენს სიმპტომების ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს არასასიამოვნო ან მტკივნეულ სიმპტომებს მუცელში – ყაბზობა, დიარეა, გაზები და შებერილობა ამ პათოლოგიის საერთო საერთო სიმპტომატიკაა. „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა განმარტავს, რომ ეს არ არის ორგანული პათოლოგიით მიმდინარე დაავადება, ის არ აზიანებს საჭმლის …

რატომ გვტკივა კისერი – ექიმის რჩევები

კისრის ტკივილი ანუ ცერვიკალგია, მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე დღიდან, რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, თამარ თურმანიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად, კისრის ტკივილის მიზეზი ფიზიკური დატვირთვა და უხერხული/ცუდი პოზაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პრობლემის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაც ხდება.  ქალბატონო თამარ, რა შეიძლება იყოს კისრის ტკივილის მიზეზები? უმეტესად კისრის ტკივილს იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობა, …

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ პროსტატიტი – ინტერვიუ უროლოგთან

წინამდებარე ჯირკვლის, იმავე პროსტატის პათოლოგიები ხშირი მოვლენაა.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგი, მედიცინის დოქტორი მზია დიდმანიძე პროსტატის გავრცელებულ პათოლოგიებსა და მათ სიმპტომებზე საუბრობს „ბათუმელებთან“.  ექიმის თქმით, პროსტატის ძირითადი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომურად მოშარდვის აქტის დარღვევასთან ასოცირდება, თუმცა პროსტატის კიბოსთან მიმართებაში საქმე ცოტათი სხვაგვარადაა. ექიმი ამბობს, რომ პროსტატის კიბოს პრაქტიკულად არ აქვს სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები საწყის სტადიებში, როცა …

რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას. „საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის …

Exit mobile version