საქართველოში შშმ ბავშვების 23% გახდა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაახლოებით 23% გამხდარა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი. ამავე ანგარიშის თანახმად საქართველოში, მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 1 ბავშვს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე. ანგარიში მოიცავს საერთაშორისო, შედარებად მონაცემებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 9 ქვეყნიდან. ეს …

რატომ გვჭირდება ვიტამინი B12 და გვემუქრება თუ არა მისი დეფიციტი – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ვიტამინი B12 აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ის გარე წყაროებიდან უნდა მივიღოთ. საკვებიდან მისი ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია, ამიტომ ვეგანური კვებით, შესაძლოა, რთული იყოს სათანადო რაოდენობის B12-ის მიღება. ვიტამინი B12-ის დეფიციტი შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზითაც განვითარდეს, მათ შორის, იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს მოიხმარენ. „ბათუმელები“ ამ მიზეზებზე „ბაუ საერთაშორისო …

აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლებიც ისარგებლებენ

2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. 2024 წელს პროგრამით სარგებლობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც შეეძლება. აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შშმ სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან

ნაწლავური ჭიები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორისაა, გლობალურად ჰელმინთოზით 12-მდე მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მათი უმრავლესობა ბავშვია. „საზღვაო ჰოსპიტლის“ ექიმი ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ ჭიებით ბავშვების ავადობის მიზეზი არასრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის სისტემაა, რის გამოც, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვის კუჭში, პარაზიტული ჭიის კვერცხის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება. სხვადასხვა გართულების პარალელურად, ნაწლავური ჭიები ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური შეფერხების …

როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ნაადრევი პუბერტატი ნიშნავს სქესობრივ მომწიფებას, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ადრე იწყება. „მედცენტრის“ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ლია კაკაურიძე ამბობს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაადრევი პუბერტატის ნიშნების ცოდნა. ქალბატონო ლია, რას ნიშნავს ნაადრევი პუბერტატი? პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფება გარდატეხის ასაკში, ეს ინდივიდუალურია ყველასთან და შესაძლოა ვარირებდეს გარკვეული ასაკის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გოგონებში პუბერტატი იწყება 9-11 წლიდან და გრძელდება 15-17 …

კოჟრის სახლში მოშორება არ არის უსაფრთხო – ინტერვიუ პოდოლოგთან

კოჟრი კანის სქელი, გამაგრებული ფენაა, რომელიც ვითარდება, როგორც კანის თავდაცვის მექანიზმი ხანგრძლივი ზეწოლისგან. უმეტესად ჩნდება ტერფებსა და ფეხის თითებზე, რის ყველაზე ხშირი მიზეზიც ცუდად მორგებული ფეხსაცმელია. კლინიკა „კანის“ ექიმი-პოდოლოგი, ნიკა ძნელაძე ამბობს, რომ კოჟრის წარმოქმნის მიზეზი, შესაძლოა, ტერფის დარღვეული დგომაც იყოს, რაც მკურნალობის სხვაგვარ ტაქტიკას მოითხოვს.  ექიმი-პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრის თვითმკურნალობა სარისკოა, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს …

როცა ხელები ხშირად გიცივდებათ – კიდევ რა მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე

რა სიმპტომები მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” სისხლძარღვთა ქირურგს, არჩილ სიგუას ესაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საწყის ეტაპზე ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, სიმპტომები კი საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია. ბატონო არჩილ, რა ფუნქცია აკისრია სისხლის მიმოქცევის სისტემას? სისხლის მიმოქცევის სისტემა ამარაგებს მთელ სხეულს სისხლით. გული, თირკმლები, …

რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა

პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ბაქტერია, ვირუსი ან სოკოა. პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ან ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მიმდინარეობა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. უშუალოდ ფილტვები პატარა ტომრებისგან, ალვეოლებისგან შედგება, რომლებიც სუნთქვისას ჰაერით ივსება, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს პნევმონია, ალვეოლი ივსება სითხით, რაც სუნთქვას ამძიმებს და ზღუდავს ჟანგბადის მიღებას.  ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის” …

რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები

ტინიტუსი სამედიცინო ტერმინია იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, როცა ყურებში ხმაური გვესმის ისე, რომ ბგერების გარე წყარო არ არსებობს. ტინიტუსს ხშირად უწოდებენ „შუილს ყურებში“. ის შესაძლოა ჟღერდეს, როგორც ზუზუნი, წკრიალი, გუგუნი ან სტვენა. “ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე ამბობს, რომ თავად ტინიტუსი არა დაავადება, არამედ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომია, რომელიც შესაძლოა მკურნალობის არქონის შემთხვევაში პროგრესირდეს და …

რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა.  ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი …

რა იწვევს გაზების ჭარბ დაგროვებას და რა არის გამოსავალი – ექიმის რჩევები

შებერილობა არის განცდა, რომ თქვენი მუცელი სავსეა ან დაჭიმულია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავებსა და კუჭში გაზები გროვდება. შებერილობა და მეტეორიზმი შეიძლება ერთჯერადად განვითარდეს, ან ქრონიკული სახე ჰქონდეს, რაც კლინიკა „მედცენტრის“ თერაპევტის, ლუიზა კალანდაძის თქმით, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს. რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება გაზი ორგანიზმში? მეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს გაზების დაგროვება, …

რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის დროს განვითარებულ არითმიაზე – ექიმის რჩევები

ორსულობის დროს არითმიებმა შეიძლება სერიოზულად შეგვაშინოს/შეგვაშფოთოს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის გამო. ორსულობის დროს განვითარებული არარეგულარული გულისცემა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი, გიორგი ცხომელიძე განმარტავს, ეს მოვლენა ჩვეულებრივ საზიანო არ არის, მაგრამ ორსული მცირედი ჩივილებითაც კი, აუცილებლად უნდა გადამისამართდეს სპეციალისტთან, რადგან ამ მხრივ გარკვეული რისკები ნამდვილად არსებობს. მისი პრევენცია კი აბსოლუტურად შესაძლებელია, …

რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 …

როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს – ინტერვიუ ქირურგთან

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. მოწევა გულის დაავადების მთავარი რისკფაქტორია, თუმცა ეს მავნე ჩვევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს: სისხლძარღვებს, ფილტვებს, თვალებს, რეპროდუქციულ სისტემას, ძვლებს, შარდის ბუშტს და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ამბობს, რომ ქიმიკატები, რომლებსაც ისუნთქავთ მოწევის …

რა სახის მედიკამენტები იწვევს კუჭის წყლულს და როგორია დიეტა ამ დროს

პეპტიური წყლული მტკივნეული ღია წყლულია, რომელიც კუჭის შიდა გარსზე და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილზე ვითარდება. ცოტამ თუ იცის, რომ პეპტიური წყლულების განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა გასტრიტის გამომწვევ ჰელიკობაქტერიასთან ერთად მედიკამენტურ ფაქტორს, კერძოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას უკავშირდება. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა ამბობს, რომ წყლულის მდგომარეობა შეიძლება გაართულოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი და …

როგორ ამოვიცნოთ მენისკის დაზიანება და როგორია პირველადი დახმარება მუხლის ტრავმის დროს

მუხლი რთული სახსარია, მრავალი შემადგენელი კომპონენტით, რის გამოც ის ხშირად ექვემდებარება სხვადასხვა სახის ტრავმას, მათ შორის საკმაოდ ხშირია მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებები. მიიჩნევა, რომ მუხლის ტრავმა ძირითადად სპორტსმენების პრობლემაა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერმა აქტივობამ, რომლის დროსაც მუხლი ძლიერად ტრიალდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასზე მთელი წონით აწვებით, შეიძლება გამოიწვიოს მენისკის გაგლეჯა. „ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი …

ჯანმო სიგარეტის ქართულ კანონპროექტზე: პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ინტერესებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც …

აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვისთვის 60-მდე პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წელს საქართველოს მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ. საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში  ჩატარდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი …

როგორ ვუმკურნალოთ ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ პრობლემებს – ექიმის რჩევები

ბანაობისა და ცურვისას ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ დისკომფორტს ოტორინოლარინგოლოგიაში გარე ოტიტი [ანთება], იგივე „მოცურავის ყური“ ჰქვია. ამ დროს ყურში იმაზე რთული პროცესები ვითარდება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. კერძოდ, ამ დროს საქმე გვაქვს გარე ყურის ინფექციასთან, რომელიც ჯერ ყურის დაგუბებას იწვევს, მოგვიანებით კი შეიძლება ტკივილი და გამონადენიც გამოიწვიოს. ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ რიგ …

რატომ იწყებს ტერფი დეფორმაციას – ექიმის რჩევები

ჰალუქს ვალგუსი, იგივე ვალგუსური დეფორმაცია ტერფის საკმაოდ გავრცელებული, რთული დავადებაა, თუმცა მოსახლეობა მას ხშირად სხვა დაავადების სახელით – „პოდაგრათი“ მოიხსენიებს. ვალგუსური დეფორმაცია ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შეშლაც შეუძლია. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა თებიძე ამბობს, რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და გართულებებიც არ ვითარდება.  ვალგუსური დეფორმაცია გვხვდება 18-65 …

როგორ ხდება გაუტკივარება მშობიარობის და საკეისრო კვეთის დროს – ინტერვიუ

ეპიდურული გაუტკივარება მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ანესთეზიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ის მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის კეთდება, ბევრი მითი არსებობს. ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგი შავლეგ კუტალაძე პასუხობს. ბატონო შავლეგ, რა მეთოდები არსებობს მშობიარობისა და საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის?  მშობიარობა არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვის …

რატომ ჩნდება სისხლჩაქცევა სხეულზე – ინტერვიუ ჰემატოლოგთან

ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა ბუნებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ასეთი სისხლნაჟღენთი საშიში არ არის და ის რამდენიმე დღეში გაიწოვება. ზოგიერთი ადამიანი უფრო მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, რასაც, შესაძლოა, ასაკობრივი ფაქტორი ან ზოგიერთი მედიკამენტის ჭარბი დოზით გამოყენება განაპირობებდეს, მაგრამ თუ სისხლჩაქცევები სპონტანურად და ტრავმის გარეშე ჩნდება, შესაძლოა საქმე ჯანმრთელობის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობასთან გვქონდეს. ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო …

ტოვებს თუ არა ანესთეზია გვერდით ეფექტებს? – ინტერვიუ ანესთეზიოლოგთან

ანესთეზიასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს მოსახლეობაში, რამდენად რეალურია ოპერაციის დროს გაღვიძების ან ტკივილის გრძნობის რისკი? რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ანესთეზიას? რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციის წინ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შავლეგ კუტალაძეს ესაუბრა, „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგს. რა არის ანესთეზია, რას ემსახურება ის? …

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა. 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა …

ვის და სად შეუძლია აჭარაში უფასოდ აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი …

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა

თმის ცვენა, როგორც თმის ზრდის ციკლის ნაწილი, ბუნებრივი პროცესია. ადამიანი დღეში საშუალოდ თმის 50-100 ღერს კარგავს, რომელიც შემდეგ ისევ იზრდება, მაგრამ ასაკის მატებამ, მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ, ასევე, გარკვეულმა დაავადებებმა და ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თმის ზრდის ციკლს, რის შედეგადაც ახალი თმა არ ცვლის ჩამოცვენილ თმას. „სოლომედის“ ენდოკრინოლოგი, ლია ჯაში „ბათუმელებთან“ თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე საუბრობს …

რა არის ჰერპესი და რატომ არ უნდა ვაკოცოთ ბავშვს – ექიმის რჩევები

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც კანსა და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლამდე ასაკის, დაახლოებით 3,7 მილიარდი ადამიანი (67%) მსოფლიოში ინფიცირებულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის ტიპი 1-ით (HSV-1), რომელიც ე.წ. ტუჩის ჰერპესის წამყვანი მიზეზია. Clevelandclinic-ი წერს, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ტიპის ჰერპესვირუსით ავადდება ბავშვობაში და ვრცელდება ვირუსის მქონე ზრდასრული ადამიანის …

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა სწორად – რეკომენდაციები

არტერიული წნევის გაზომვა ერთადერთი საშუალებაა იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა მაღალი წნევა, რადგან არტერიულ წნევას, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები, თუმცა, იმისთვის რომ არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებლები დავადგინოთ, აუცილებელია წესების დაცვა.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ არტერიული წნევის მაჩვენებელზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მათ შორის არის ფიზიკური დატვირთვა, …

რა მიიჩნევა მაღალ წნევად და რატომ არის ეს საშიში? – ინტერვიუ კარდიოლოგთან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჰიპერტენზია [მაღალი არტერიული წნევა] მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს, თუმცა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰიპერტენზიამ შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, თირკმლების დაზიანება და სხვა.  ბატონო ტატო, როგორ განისაზღვრება ჰიპერტენზია?  …

რა მიზეზების გამო შეიძლება გვტკიოდეს თავი – ინტერვიუ ნევროლოგთან

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მრავალჯერ განიცდის ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ტკივილი თავის ან სახის არეში, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც პულსირებადი, მუდმივი, მკვეთრი ან ყრუ.  თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმის, ლოკალიზაციისა და სიხშირის მიხედვით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ მართალია, თავის ტკივილი ხშირად საშიში არ …

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა? – ინტერვიუ ნევროლოგთან

გულყრებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა დროგამოშვებით ირღვევა, რაც მისი ფუნქციის დროებით და სხვადასხვა ხარისხით მოშლას იწვევს. გულყრა ყოველთვის ე.წ. კრუნჩხვით არ მიმდინარეობს და არც ეპილეფსიაა მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გულყრების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით. რა შეიძლება გახდეს გულყრის მიზეზი და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „მედცენტრის“ …

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, სადაც ჰიპერტენზიის გავრცელების უმაღლესი მაჩვენებელია

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. გლობალურ დონეზე კი ქვეყნის მაჩვენებლები საშუალოზე მაღალია – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია. ჰიპერტენზიის შესახებ ჯანმოს გლობალურ ანგარიშის მიხედვით, ჰიპერტენზიით დაავადებული ყოველი 5 ადამიანიდან 4 არ იტარებს ადეკვატურ მკურნალობას. ანგარიშიდან ჩანს, რომ ევროპის რეგიონში, ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია …

როცა ხელის თითებს ვერ შლი, მკურნალობის რა გზა არსებობს? – ინტერვიუ ქირურგთან

დიუპიუტრენის კონტრაქტურა – ასე ეწოდება დაავადებას, რომელიც იწვევს ერთი ან მეტი თითის მოხრას ხელისგულზე. დაავადების დროს დაზიანებული თითები სრულად ვეღარ იშლება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი შალვა გლახოშვილი ამბობს, რომ შორსწასული ფორმების დროს ოპერაციული ჩარევაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს და რეაბილიტაციის პერიოდიც ხანგრძლივდება. ზოგიერთი კვლევა ამ მდგომარეობას აკავშირებს ხელით შესრულებულ მძიმე ფიზიკურ შრომასთან. ბატონო შალვა, რა …

როცა ტრავმა არ გვტოვებს – რა უნდა ვიცოდეთ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და თავს იჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ ან შეესწრნენ ისეთ მძიმე, მატრავმირებელ და საშიშ მოვლენას, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ომი, ძალადობა და ა.შ.  პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს ურთიერთობები, სამუშაო, ჯანმრთელობა თუ უბრალოდ ყოველდღიური აქტივობებით ტკბობა. „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი ქეთი …

რა იწვევს ბუასილს და როგორ ხდება მკურნალობა – ინტერვიუ პროქტოლოგთან

ბუასილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-პროქტოლოგი, ირაკლი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს დაავადების მაპროვოცირებელ ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა სმარტფონით ტუალეტში ჯდომა და იმ ძირითად შეცდომებზე, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში ართულებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.  ბატონო ირაკლი, რა არის დაავადებაა ბუასილი, რას ნიშნავს ჰემოროიდული კვანძები? ჰემოროიდული კვანძები არის ნორმალური …

რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

ჰაშიმოტოს დაავადება ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. დაავადება უფრო ხშირად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, მაგრამ ქალებში ეს დიაგნოზი 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში. კლინიკა “სოლომედის” კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და მართვაზე საუბრობს „ბათუმელებთან“.  ქალბატონო ინგა, რა არის ჰაშიმოტოს დაავადება?  ჰაშიმოტო – ეს ტერმინი ძალიან …

Exit mobile version