„დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი“ – როგორ აისახება გრანტების კანონი უნივერსიტეტებზე

„ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები, მაგრამ საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვიან – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“… ამას აუცილებლად იტყვიან, თუ დაინახავენ, რომ რომელიმე პროექტი მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებაზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. მას „ბათუმელები“ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც, …

თსუ-ს სენატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების წინააღმდეგია

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. როგორც სენატის ერთ-ერთი წევრი თეა ქარჩავა „ბათუმელებთან“ ამბობს, სენატმა მიიღო ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყოფითად შეაფასა გადაწყვეტილება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შეწყვეტა. მომხრე – ყველა, მოწინააღმდეგე – 0, თავი შეიკავა – …

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში?  „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი …

„ოცნება“ სახელმძღვანელოების გრიფირების წესს აუქმებს

დღეს, 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს არა გამომცემლობები შეარჩევენ, არამედ განათლების სამინისტრო. სკოლებში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილურის გამოყენების პირობებსაც სამინისტრო დაადგენს. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე დაამტკიცებს …

ნინო დობორჯგინიძე ილიას უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩია. ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, სხდომა 2026 წლის 2 თებერვალს გაიმართა. ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს. კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის …

„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს. „საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა …

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის …

„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. „ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ …

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება – განათლების სამინისტრო

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. „ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება …

„ოცნებამ“ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია დაამტკიცა – რა წერია დოკუმენტში

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა. პარტია, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, განათლების რეფორმის კონცეფციაში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა; ვერ ააშენა საკმარისი სკოლები, ვერ გამართა ინფრასტრუქტურა, ვერ აღჭურვა სკოლები ტექნოლოგიებით და ვერ მისცა ახალ თაობას გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა. „ოცნების“ …

„აღარ იციან მასწავლებლებს ხელფასები როგორ მოუმატონ“ – სიმონ ჯანაშია ახალ სქემაზე

„უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან შემთხვევითია. მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს“, – ამბობს განათლების ექსპერტი, …

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

„ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი“- ამბობს სოფიო ქუხილავა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლის. მასწავლებელს „ბათუმელები“ იმ ახალი სქემის შესახებ ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა განათლების მინისტრი, თავიდან წერს და ამტკიცებს. ქალბატონო სოფიო, ამ წლების განმავლობაში, …

„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე

24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება. ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. „24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე …

„ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება“- მასწავლებლები საგან „მოქალაქეობაზე“

რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“ და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? რა იციან ამის შესახებ თავად ამ საგნის მასწავლებლებმა და რას დაკარგავს სკოლა, თუკი ეს საგანი გაუქმდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. „მეც მქონდა რაღაც მსგავსი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად …

პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიმართავენ – „წარმოგვიდგინეთ სამუშაო ჯგუფი“

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და განათლების მკვლევრებმა განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს და მოითხოვეს უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარდგენა. მიმართვის ტექსტი გამოქვეყნდა ფეისბუქგვერდზე „ქართული განათლება საფრთხეშია“. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ სრულად. „უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს გამჭვირვალე პროცესს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს და ფართო აკადემიურ/საზოგადოებრივ არსებით …

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 20 იანვარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილი საჯარო სექტორში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას; საქართველოს პარლამენტში მუშაობდა ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსად, ასევე შსს-ს აკადემიის ადამიანური …

„აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“ – ინტერვიუ

„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“, – ამბობს განათლების სპეციალისტი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკო სილაგაძე. მისი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ უკვე დააკომპლექტა ავტორ-შემმოწმებელთა ჯგუფები ახალ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ, „სამოქალაქო განათლების“ მიმართულებით კი ასეთი ჯგუფის შექმნაზე არაფერი სმენია. რას უპირებს „სამოქალაქო განათლების“ საგანს „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ესაუბრა ნიკო სილაგაძეს …

„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა“ – მშობლების აქცია განათლების სამინისტროსთან

„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა!“ „ნუ ჩაგრავთ ბავშვებს!“, „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე!“ – ამ და სხვა სლოგანებით გაიმართა დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში, განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია. მშობლები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელიც, მათი აზრით, ბევრ კითხვას აჩენს, პასუხები კი არ ისმის. „მათთან სხვა არხებით და საშუალებებით ვერ მოვახერხეთ ჩვენი …

მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ

26 დეკემბერს, 14:00-ზე, განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ გაიმართება. მშობლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ვერ პასუხობს მშობლებისა და ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებს. „ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული „განათლების რეფორმა” ვერ პასუხობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ლექტორების წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებსა და საჭიროებებს. დაგეგმილი ცვლილებების გარშემო შეკითხვები მეტია, ვიდრე პასუხები. ახლა, როცა ჩვენი შვილების მომავალი …

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ახალი, 2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 იანვარს განახლდება. მომავალი წლიდან, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, განათლების სფეროში რეფორმა დაიწყება, რომელიც საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს. მე-12 კლასი სავარაუდოდ შენარჩუნდება კერძო სკოლებში, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში …

მასწავლებელი: „ყველა ჯოხი რომ ჩვენზე გადატყდეს, ამის საშუალება სისტემას ჩვენი დუმილით მივეცით“

„არ გვიხსნიან, არ გველაპარაკებიან, არ ცდილობენ, უფრო გარკვევით გვითხრან რისი მომცემია ეს რეფორმა. ამიტომ გვაქვს უნდობლობა ამ ცვლილებების მიმართ. რაღაცნაირად, გადიდგულებული აკეთებენ თითქოს და ამიტომაც არის, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია“- ამბობს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი მარიზა თებიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. „ბათუმელები“ მასწავლებელს მე-12 კლასის გაუქმებასა და სკოლაში სწავლის ხარისხზე ესაუბრა. …

„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი

„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე. …

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან,  სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, სწავლა მნიშვნელოვნად გაუძვირდებათ. „ოცნების“ განათლების „რეფორმის“ საპასუხოდ, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მომავალ სტუდენტებს მხარდაჭერას სთავაზობს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, გაავრცელეს, ნათქვამია, რომ 2026 წელს „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო …

„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

„რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლაც ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი, სამ ცვლაში. შემოიხედონ კლასებში და ნახონ რა მდგომარეობაა“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ცანავა „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სასკოლო ცვლილებებსა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე. ქალბატონო თამარ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან მასწავლებელს კარიერული …

„გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო“ – სამინისტრო მასწავლებლის კარიერული წინსვლის გამოცდაზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2026 წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამოქმედდება. მისი თქმით, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, რადგან „კარიერული განვითარება მასწავლებლისთვის არ არის სავალდებულო“. „ადრე ასე იყო, რომ კარიერული განვითარება თუ გინდოდა, უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და სტატუსს იმაღლებდი. ეს გამოცდა სკოლის საჭიროებაზე იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა, მაინც …

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

„ამ რეფორმას სრულიად სამართლიანად უწოდეს „დეფორმა“. იმიტომ, რომ დეკონსტრუქციაა იმ სიკეთეების, რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში. ამ რეფორმით იგებს ხელისუფლება და აგებს საზოგადოება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას ვკითხეთ, რას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს ამ „რეფორმით“ და რას იგებს რეჟიმი. იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ოცნება“ …

„ვერ შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე თავჩაქინდრულ ჯდომას“ – ყოფილი რექტორი „ოცნების“ რეფორმაზე

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლადო მკერვალიშვილი „ქართული ოცნების“ რეფორმას ეხმაურება ფეისბუქზე და წერს, რომ ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება. „ჩვენს განათლების სისტემაში დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია. ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას“ – წერს ლადო მკერვალიშვილი. „თითქმის არავინ იცით, რომ …

„თავს ვარიდებთ ციფრის დასახელებას“ – რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები?

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ დღეს, 8 დეკემბერს, „ოცნების“ პარლამენტში უმაღლესი განათლების მოდელის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ რამდენიმე უნივერსიტეტი შემოხაზონ. „დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების …

„სახელმძღვანელოს ავტორები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაუკვეთს“- მასწავლებელი

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს ერთი სახელმძღვანელოს დანერგვას ერთ საგანში. აქამდე კი სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც მოეწონებოდათ, ის აერჩიათ. „ოცნების“ რეფორმის შემდეგ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. სამინისტრო თავად გადაწყვეტს, რომელ საგანში რომელი სახელმძღვანელო შეიტანოს. რამდენად დიდი პრობლემაა, არჩევანის გარეშე დატოვებული სკოლები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია მანიას …

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ აიღებენ. „ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ უნივერსიტეტებში დააფინანსებს იმ ფაკულტეტს, რომელსაც თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, მას სახელმწიფო გრანტი აღარ ექნება და სწავლის საფასურის გადახდა მთლიანად მისი ჯიბიდან მოუწევს. რას ართმევს სტუდენტს „ოცნება“ და …

მარნეულის მე-4 სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად. „დაკავებულია მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის აღებისთვის, გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ,  ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა“ – აცხადებს სუსი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ“- მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიღების შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ. „უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური …

„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს. ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა. მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს …

„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს. „შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას „ქართული …

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

„იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი“- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი კონცეფციაზე, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა. შორდება თუ არა ამ კონცეფციით ქართული განათლების სისტემა დასავლურს …

I კლასში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ. „სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ამასთანავე, შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაციამდე გვინდა შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, …

Exit mobile version