განათლება,მთავარი,სიახლეები

მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ

24.12.2025
მშობელთა კრება განათლების სამინისტროსთან „ოცნების“ რეფორმის წინააღმდეგ

26 დეკემბერს, 14:00-ზე, განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ გაიმართება.

მშობლების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ვერ პასუხობს მშობლებისა და ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებს.

„ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული „განათლების რეფორმა” ვერ პასუხობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ლექტორების წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებსა და საჭიროებებს. დაგეგმილი ცვლილებების გარშემო შეკითხვები მეტია, ვიდრე პასუხები.

ახლა, როცა ჩვენი შვილების მომავალი ბეწვზე ჰკიდია, მშობლები გულგრილი ვერ ვიქნებით. დღეს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებენ მშობლები.

საპროტესტო აქციის ინიციატორები „მშობელთა კრებაზე“ ეპატიჟებიან სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ლექტორებს, რათა გამოთქვან თავიანთი წუხილი და მოსაზრებები განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.

საპროტესტო აქციის ფარგლებში, განათლების სამინისტროს წინ გაიმართება მშობელთა გამოკითხვის შედეგების გაზიარება-პრეზენტაცია, მოწვეული ფსიქოლოგები ისაუბრებენ „ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის ბუნდოვანების გამო წარმოქმნილ სტრესსა და შფოთვაზე მოზარდებში და მათი გამკლავების გზებზე.

იქნება თავისუფალი მიკროფონი – „გააგონე შენი ხმა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: